განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
200100119002984064
დავის ტიპი
126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100119002984064

N1/140-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

23 მაისი, 2019 წელი თელავი

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი, თ--–---------------–-------------------ის პროკურორი - ნ----------------–---–ი

დაცვის მხარე:

ადვოკატი: გ------------–---–ი

ბრალდებული: ი-----–- მ---–-–---–ი

მამის სახელი: მ------

დაბადებული: 3----------- წელი

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში ყოფი

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

მცხოვრები: ახმეტის რაიონი სოფელი ქ---------ი

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმების ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღწერილობით_სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 15 აპრილს, საღამოს, დაახლოებით 19:30 საათზე, ახმეტის რაიონის სოფელ ქ---------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ი-----–- მ---–-–---–მა, რომელმაც იცოდა, რომ მისი მეუღლე ე-–--- გ--------–---–ი იმყოფებოდა სამი თვის ორსული, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ე-–---ს, მათი არასრულწოვანი შვილის, 2 წლის ნ--- მ---–-–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, ი-----–- მ---–-–---–ი ლანძღავდა ე-–--- გ--------–---–ს, შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, ხოლო რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში. ი-----–- მ---–-–---–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად ე-–--- გ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ბრალდებულის აღაირებისა, დასტურდება მხარებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ე-–--- გ--------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების ნ--------------ის, მ--------------–---–ის, კ------------------–---–ის, გ---------------–---–ის, ლ---------------–---–ის და ნ--- მ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ი-----–- მ---–-–---–ის დაკავების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ტრანსოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან მხარეები დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

3. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე სასამართლომ დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი-----–- მ---–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფუზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეთანხმების ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4. სასამართლოს ბრალდებულ ი-----–- მ---–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ აღიარებს ჩადენილს დანაშაულს.

5. ი-----–- მ---–-–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

7. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ ი-----–- მ---–-–---–ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა რომლის ოდენობაც ბრალდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს.

8. სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, რაც სასამართლოს ნოტარიული წესით დამოწმებული, წერილობით წარუდგინა, რომ შეურიგდა ბრალდებულს და ითხოვს ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც არ უკავშირდება თავისუფლების შეზღუდვას, ვინაიდან მეუღლის, ი-----–- მ---–-–---–ის გარეშე უჭირს შვილების რჩენა. ამასთან, ფეხმძიმე და ელოდება მესამე შვილს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 269-ე 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

9. ი-----–- მ---–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01(ერთი) წელი.

10. ი-----–- მ---–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

11. ი-----–- მ---–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 23 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

12. ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბავშვის საწოლი, დალუქული ლუქის ბეჭდით 31/1 და გაზქურა, რაც ხელწერილით ჩაბარდა ნ--------------ეს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

13. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური