განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
140100119002829024
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119002829024

საქმე #1/43-19 (028281218001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ნ-----–---- ჯ-----–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–------–-)

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 28 დეკემბერს, შუადღით, კ-----------------------–------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში შელაპარაკებისას ნ-----–---- ჯ-----–---–მა, არასრულწლოვანი შვილის - მ------ ჯ-----–---–ის თანდასწრებით, მეუღლეს - ლ--–- ნ-----–-–---–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–---- ჯ-----–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ლ--–- ნ-----–-–---–ის, ზ------ კ--–-------–---–ისა და გ--- კ-----ის გამოკითხვის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ--- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ-----–---- ჯ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, სოციალურ და ეკონომიურ პირობებს - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), ჰყავს ექვსი შვილი, მათ შორის - არასრულწლოვანი, დაზარალებული მას შეურიგდა და პრეტენზია არ აქვს. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ნ-----–---- ჯ-----–---–ის ასაკს, მისი და დაზარალებულის თანაცხოვრების მრავალ წელს და მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ნ-----–---- ჯ-----–---–ის საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-----–---- ჯ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ჯ-----–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 28 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ ნ-----–---- ჯ-----–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი