განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100115002318454
საქმე #1/588-15 (011031115003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
15 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დ----- ც-–--–---–ი (დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–----––-)
ადვოკატი - მ------ ი------–---–ი
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2015 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ------------------------–-----------ში დ----- ც-–--–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ვ------- ფ--–-–---–ს, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ----- ც-–--–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3.2 დაზარალებულმა ვ------- ფ--–-–---–მა განმარტა, რომ 2014 წლის ნოემბრიდან განქორწინებულია დ----- ც-–--–---–თან. 2015 წლის 2 ნოემბერს, 18:30 საათზე ბრუნდებოდა სახლში - გ------------------------–-----------ში. სახლიდან დაახლოებით 30 მეტრში, გზად დახვდა დ----- ც-–--–---–ი, რომელმაც შელაპარაკების გამო ხელი გაარტყა სახეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ტკივილი და მიიღო ტვინის მსუბუქი შერყევა. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს არავინ შესწრებია. ამის შემდეგ დ----- ც-–--–---–ი მას წაჰყვა სახლში, სადაც კონფლიქტი გაგრძელდა დაახლოებით 2 საათის მანძილზე. სახლში იმყოფებოდნენ დაზარალებულის მამიდა და მამიდაშვილი. ამ დროს დ----- ც-–--–---–ს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მიუყენებია. ვ------- ფ--–-–---–მა 3 ნოემბერს, ძლიერი თავის ტკივილისა და მხედველობის პრობლემის გამო, მიმართა სამედიცინო დაწესებულება ,,გორმედს”;
3.3. ვ------- ფ--–-–---–ის მამიდის - ზ------ თ------ს ჩვენებით 2015 წლის 2 ნოემბერს თავის შვილთან - ს----- თ-----თან ერთად იმყოფებოდა გ------------------------–-----------ში ვ------- ფ--–-–---–თან. საღამოს მან გაიგონა ოთახიდან ვ------- ფ--–-–---–ისა და დ----- ც-–--–---–ის კამათის ხმა, თუმცა მათთან ოთახში არ შესულა. იმავე დღეს ვ------- ფ--–-–---–ისაგან შეიტყო, რომ დ----- ც-–--–---–ი მას გზაში დახვდა და ხელი გაარტყა სახეში. მას ვ------- ფ--–-–---–ის სახეზე დაზიანება არ შეუნიშნავს;
3.4. მოწმე ს------ თ-----მა განმარტა, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 18 საათზე, დ----- ც-–--–---–ი და ვ------- ფ--–-–---–ი კამათით შევიდნენ სახლში. მათი კამათი დაახლოებით ნახევარი საათით გაგრძელდა. ამ დროს ისინი ერთმანეთს ფიზიკურად არ შეხებიან. სამი დღის შემდეგ ვ-------სგან შეიტყო, რომ დ----- ც-–--–---–ი მას გზად დახვდა და ხელი გაარტყა;
3.5. მოწმე მ---- ლ-–-----–---–ის განმარტებით, 2015 წლის 2 ნოემბერს, საღამოს მან ვ------- ფ--–-–---–ის ეზოდან გაიგონა დ----- ც-–--–---–ისა და ვ------- ფ--–-–---–ის კამათის ხმა;
3.6. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შპს ,,გორმედის” მიერ გაცემული ამბულატორიული ავადმყოფის სამედიცინო ბარათის შესაბამისად, ვ------- ფ--–-–---–ს საავადმყოფოსათვის მიუმართავს 2015 წლის 2 ნოემბერს, 14 საათზე (ს.ფ. 11). აღნიშნული ბარათის მიხედვით და პირადი გასინჯვით მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა და მარცხენა ლოყაზე სისხლნაჟღენთი. ეს დასკვნა სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა პ----- ჯ---–---მ;
3.7. ბრალდებულმა დ----- ც-–--–---–მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
3.8 მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ორი პირდაპირი და რელევანტური მტკიცებულება წარმოადგინა - დაზარალებულის ჩვენება და მის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ცალკე საკითხია, ამ შემთხვევაში რამდენად საკმარისია ეს ორი მტკიცებულება პირის დამნაშავედ ცნობისათვის, მაგრამ ამის გარდა, მათ შორის არსებითი წინააღმდეგობა არ აღმოფხვრილა, კერძოდ: სსსკ-ის 146-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ექსპერტის დასკვნას არ ერთვის მასალები, რომლებიც მას ადასტურებს. დაზარალებულის განმარტებით, შემთხვევა მოხდა 2 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე და საავადმყოფოს მიმართა მომდევნო დღეს - 3 ნოემბერს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული ამბულატორიული სამედიცინო ბარათის მიხედვით კი მან საავადმყოფოს მიმართა 2 ნოემბერს, 14 საათზე;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოყენებული მტკიცების სტანდარტი ასევე არის ,,მტკიცება გონივრულ ეჭვს მიღმა“. საქმეზე ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Ireland v. UK, #5310/71, 18.1.78, პარ. 161), სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მტკიცებულებას ქმნის საკმარისად ძლიერი, ნათელი და თანმიმდევრული დასკვნების ან მსგავსი გაუქარწყლებელი ფაქტობრივი პრეზუმფციების თანაარსებობა“;
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა;
მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, პირიქით, მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა, რის გამოც დ----- ც-–--–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ც-–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი