განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002248297
საქმე #1/10-18 (#011201117004)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ია მ-------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი----- ზ-------ე (დაბადებული 1----–-–----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–--------–------------–-)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 20 ნოემბერს, ღამით, გორში, თბილისის ქ. №32-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ი----- ზ-------ემ შელაპარაკებისას ლითონის ნაჭრის თავში დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხ---- შ------–---–ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ი----- ზ-------ემ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A
3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ხ---- შ------–---–ისა და გ--- ზ-------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და პირის ამოცნობის ოქმებით, ხ---- შ------–---–ის სამედიცინო ბარათით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ი----- ზ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, ი----- ზ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან აღიარა და მოინანია დანაშაული, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მასთან პრეტენზია არ აქვს. ი----- ზ-------ეს კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, პროფესიიდან გამომდინარე (ექიმია) ხშირად უწევს ქვეყნიდან გასვლა. ყოველივეს გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში ადეკვატურია სასჯელად ჯარიმის გამოყენება. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების ხერხს - ი----- ზ-------ემ დანაშული ჩაიდინა მეტალის საგნის გამოყენებით, იგი არ არის სოციალურად დაუცველი, რის გამოც არ არის მიზანშეწონილი ჯარიმის მინიმალური ოდენობით გამოყენება.
5.2 სასამართლო ითვალისწინებს, რომ თოფი დაუბრუნდა მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი----- ზ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს;
ნივთიერი მტკიცებულება - ხრახნილიანი მეტალის ნაჭერი - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი