განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002254264
საქმე #1/14-18 (028120917003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხ--------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ტ------ ი----------- (დაბადებული 1----–-–----------------, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული წ--–---------------------–------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები წ--–---------------------–--------–-)
ადვოკატი - გ------- ჯ-------–---–-
თარჯიმანი - ნ---- მ-–------
კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 8 სექტემბერს, დილით, კასპის რაიონის სოფელ ფერმაში მდებარე საცხოვრებელ სახლში ტ------ ი-----------მ, არასარულწლოვანი შვილიშვილების - დ----- ა--------ის, ს------ ა---------სა და მ------ ა---------ს თანდასწრებით, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის გამო თავისი მეუღლის დედას - გ---–---- მ------– კ----ს ხელით ძლიერად მოქაჩა თმებზე და ზურგში რამდენჯერმე დაარტყა მუშტი. ამის გამო დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნების თანდასწრებით, მათივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ტ------ ი-----------მ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მასალები სადავოდ არ გაუხდიათ.
3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ---–---- მ------– კ----ს, ე----- გ----------ს, მ--------- ა--------ის, დ----- ა--------ის, ს------ ა---------ს დაკითხვის ოქმებითა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 ტ------ ი-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ტ------ ი----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი ან/და სახდელდადებული), ჰყავს 3 არასრულწლოვანი შვილი, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამ შემთხვევაში სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მიღწევა შესაძლებელია მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებითა და შესაბამისი ზედამხედველობის პირობებში, რადგან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება არ შეიძლება - ბრალდებული 3 შვილის, მათ შორის - მცირეწლოვანის დედაა, ხოლო სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ ენიშნება ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი. ამასთან, არსებობს ყველა გარემოება, რაც სასჯელის პირობით გამოუყენებლობას ამართლებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ტ------ ი----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ამავე ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს, ხოლო - გირაოს თანხა - დაუბრუნდეს მის შემტანს დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი