განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002309138
საქმე #1/53-18 (028110118003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ
26 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----- კ----–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----– ხ-----–---–- (დაბადებული 1----–-–---------------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–-----------–-)
ადვოკატი - ე---------- მ--–-----–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტები, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1. 2017 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 19 საათზე, კ-----------------------–-----------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მ-----– ხ-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის - ბ-------- ხ-----–---–-ს თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს - მ------ ხ-----–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.2. 2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 14:30 ამავე მისამართზე მ-----– ხ-----–---–მა არასრულწლოვანი შვილის - ბ--------ს თანდასწრებით მეუღლეს - ნ---- მ----–---–ს ფეხი დაარტყა ზურგში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
1.3. 2018 წლის 1 იანვრიდან 11 იანვრამდე, თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი მ-----– ხ-----–---–- არასრულწლოვანი შვილის - ბ-------- ხ-----–---–-ს თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილს - მ------ ხ-----–---–ს ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მ------ ხ-----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე - ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მ-----– ხ-----–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულებმა - ნ---- მ----–---–მა, მ------ ხ-----–---–მა და მოწმე ბ-------- ხ-----–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
3.3. უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიც არ მეტყველებს მ-----– ხ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ნ---- მ----–---–სა და მ------ ხ-----–---–ს შემოწმების მომენტისათვის დაზიანება არ აღენიშნებათ, ხოლო მოწმეების - გ------- კ---–--–---–ის, ბ------ კ-–--–---–ის, ე---------- მ----–---–--------–---–ის გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);
3.4 საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ;
3.5 მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა არათუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა მ-----– ხ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ-----– ხ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი