განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2018
საქმის ნომერი
140100118002449969
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002449969

საქმე #1/178-18 (028040418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

28 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------- ბ------- (დაბადებული 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, მცხოვრები კ-----------------------–------–-–-)

 

ადვოკატები - ბ---- მ------–---–-, გ---- შ-----

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ბრალდების ორი ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2018 წლის იანვარში, კ-----------------------–------–-–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, მთვრალმა ზ------- ბ-------მ მეუღლეს - ჟ---- კ--–---ს ორჯერ დაარტყა სახეში ფეხსაცმელი, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

1.2. 2018 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 08 საათზე, ამავე სახლში, მთვრალმა ზ------- ბ-------მ, თანხის განკარგვის შესახებ შელაპარაკების გამო, ჟ---- კ--–---ს ტაფის თავსახური დარტყა თავში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება. ამავე დროს, ზ------- ბ------- წალდით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ზ------- ბ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2 დაზარალებულმა - ჟ---- კ--–---მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ;

 

3.3. მოწმე ნ-----–- მ------–---–მა განმარტა, რომ ზ------- ბ------- მისი მამამთილია. 2018 წლის 4 აპრილს ზ------- ბ------ისა და ნ-----–- კ--–--ის ოთახიდან შემოესმა კამათის ხმა. როდესაც შევიდა, ჟ---- კ--–---მ უთხრა, რომ ზ------- ბ-------მ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას თავი ჰქონდა გატეხილი და შენიშნა მცირე რაოდენობით სისხლი. ზ------- ბ------ის მიერ ჟ---- კ--–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფას, ასევე - მუქარას არ შესწრებია. ჟ---- კ--–---სა და ზ------- ბ-------ს შორის კონფლიქტი სხვა დროს არ მომხდარა (2018 წლის 13 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.4. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჟ---- კ--–---ს აღენიშნებოდა ნაკაწრი ღია ჭრილობა თხემის არეში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად;

 

3.5. ბრალდებულმა ზ------- ბ-------მ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ მხოლოდ ერთი პირდაპირი და რელევანტური მტკიცებულება წარმოადგინა - სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რაც ცხადია, არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებებიც არ მეტყველებს ზ------- ბ------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაზე. ამდენად, ზ------- ბ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------- ბ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (ბრალდების ორი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და ზ------- ბ------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი, წალდი, ტაფის თავსახური, ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - სისხლის ნიმუში - განადგურდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი