განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2018
საქმის ნომერი
140100118002437439
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002437439

საქმე #1/167-18 (028020418001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

14 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ--- მ------–---–- (დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ---–---------------------–---------–-)

 

ადვოკატი - ხ---- ქ-------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი,111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 27 მარტს, დაახლოებით 18 საათზე, კ---–---------------------–---------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში მთვრალმა ბ--- მ------–---–მა საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკების გამო მეუღლეს - ნ---- ა----–---ს ხელი დაარტყა სახეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება;

 

1.2. 2018 წლის 1 აპრილს, საღამოს, ბ--- მ------–---–- მობილური ტელეფონის საშუალებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - ა--------- მ------–---–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

1.3. 2018 წლის 1 აპრილს, ღამით, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, მთვრალმა ბ--- მ------–---–მა მამას - გ--–- მ------–---–ს მუშტი დაარტყა სახეში. იმავდროულად, მან მუშტი დაარტყა დედასაც - ა--------- მ------–---–ს, რის გამოც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი;

 

1.4. ამავე ღამით, თავისი საცხოვრებელის სახლის ეზოში ბ--- მ------–---–მა ქვითა და რკინის მილით განზრახ დააზიანა მამის - გ--–- მ------–---–-ს ,,მერსედესის” მარკის ავტომაქანა, რის შედეგად გ--–- მ------–---–ს მიადგა 405 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2.2. ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

2.3. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

2.4. ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ბ--- მ------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2. დაზარალებულებმა - ნ---- ა----–---მ, ა--------- მ------–---–მა, გ--–- მ------–---–მა და მოწმე ა----- ბ-------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ბრალდებულმა ბ--- მ------–---–მა;

 

3.3. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ--- მ------–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების დადასტურებისათვის, კერძოდ:

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, ა--------- მ------–---–ს დაზიანება არ აღენიშნება (ს.ფ. 149-151), გ--–- მ------–---–ს აღენიშნება მცირე ზომის ჰემატომა მარცხენა ზედა ქუთუთოზე, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად (ს.ფ. 152-154);

 

გ--–- მ------–---–-ს სახლის, ეზოსა და ავოტმანქანის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სახლის წინ, ეზოში მდგომ ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანას დამსხვრეული აქვს წინა და უკანა საქარე მინები, წინა მარცხენა კარის შუშა და უკანა ხედვის სარკე, დეფორმირებულია ავტომანქანის სახურავის მარცხენა კიდე, ავტომანქანაში და მის ირგვლივ მოფანტულია მინის ნამსხვრევები, ავტომანქანის საბარგულის ქვეშ გდია ქვა, ხოლო სალონში - წინა სავარძლებს შორის - ლითონის მილი (ს.ფ. 54-71);

 

სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 530 ლარს (ს.ფ. 157-159);

 

ამასთან, მოწმეების - ა-–---------- რ------ის, თ------ ჩ----–---–ისა და ი-–- ტ-------–---–ის გამოკითხვის ოქმები წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო - სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

 

3.4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვის შედეგად არ გამოიკვეთა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც უტყუარად დაადასტურებდა ბ--- მ------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული რომელიმე ქმედების ჩადენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ--- მ------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება - ავტომანქანა ,,მერსედესი” - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - რკინის მილი და ქვა -განადგურდეს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი