განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2018
საქმის ნომერი
140100118002477252
დავის ტიპი
210 1
თარიღი
29.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002477252

საქმე #1/201-18 (#092150513001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ------ წ--------–-, ს--–---- ჩ-------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ----- კ------–---–- (დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ------------, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–-----------–-)

 

ადვოკატი - ზ----- მ------–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 მ----- კ------–---–მა 2012 წლის 11 ოქტომბრიდან 2012 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, კერძოდ - შესყიდვის აქტები, რომელთა თანახმად ი/მ ,,მ----- კ------–---–მა” სხვადასხვა ფიზიკური პირისაგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა, რაც რეალურად არ განხორციელებულა. კერძოდ, მან დაამზადა: 2012 წლის 11 ოქტომბრის N1 შესყიდვის აქტი, თითქოს თ----- პ------–---–ისაგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 7.5 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 2250 ლარი; 2012 წლის 11 ოქტომბრის N2 შესყიდვის აქტი, თითქოს მ--–---- მ------–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 15 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 4 200 ლარი; 2012 წლის 09 ნოემბრის N4 შესყიდვის აქტი, თითქოს ა------ პ------–---–ისგან შეიძინა დახერხილი სოჭის მასალა - 11 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 3 520 ლარი; 2012 წლის 15 ნოემბრის N5 შესყიდვის აქტი, თითქოს ნ----- ნ--–---–---–ისაგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 11.4 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 3 420 ლარი; 2012 წლის 16 ნოემბრის N6 შესყიდვის აქტი, თითქოს ნ-----–---- ჩ----–-–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 5.76 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 1785.6 ლარი; 2012 წლის 19 დეკემბრის N7 შესყიდვის აქტი, თითქოს გ------ ა---------ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 10.6 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 3 180 ლარი; 2012 წლის 22 დეკემბრის N8 შესყიდვის აქტი, თითქოს ნ-----–---- ჩ----–-–---–ისგან შეიძინა დახერხილი ხის მასალა - 5.4 კუბური მეტრი, რაშიც სულ გადაუხადა 1 620 ლარი;

 

1.2 მ----- კ------–---–მა, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, აღნიშნული ყალბი შესყიდვის აქტები გამოიყენა 2012 წლის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დოკუმენტებში, 2013 წლის 30 მარტს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის გზით;

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ----- კ------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებები. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;A

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ზ------ ზ---------–---–ის, ა------ ქ-–-–---–ის, ხ------- ქ---------–---–ის, პ----- ლ--–---–-–---–ის, ო----- კ----------–ის, თ------ ქ---------ის, მ--–---- მ------–---–ის, ე-–----- ჩ----–-–---–ის, ე-–----- პ------–---–ის, ნ----- ჯ--------ის, ა------ პ------–---–ის, ნ-----–---- ჩ----–-–---–ის, ვ-–-------- ქ---–---ის, თ----- პ------–---–ის, ნ----- ნ--–---–---–ის, ლ--–- ჯ-----–---–ის, მ----- რ----ის, კ--- შ----------–---–ის ჩვენებებით, ჩხრეკის, ამოღების, დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საბუღალტრო დოკუმენტებით, საგადასახადო შემოწმებისა და ინვენტარიზაციის მასალებით, სასაქონლო და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 მ----- კ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ----- კ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მან აღიარა და მოინანია დანაშაული, მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, მის ასაკსა და ოჯახურ მდგომარეობას - ჰყავს ორი შვილი და 2 შვილიშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობას - არის ონკოლოგიურად დაავადებული, დანაშაულის ჩადენიდან და გამოძიების დაწყებიდან დღემდე გასულია თითქმის 6 წელი. ყოველივეს გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში სამართლიანია სასჯელად მინიმალური ოდენობით ჯარიმის გამოყენება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ----- კ------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;

 

ნივთიერი მტკიცებულება - მ----- კ------–---–-საგან ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტაცია - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო ყალბი შესყიდვების აქტები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი