განაჩენი

სისხლის სამართლის 24.08.2018
საქმის ნომერი
140100118002525480
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002525480

საქმე #1/255-18 (011280518003)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ----- ნ-------–- (დაბადებული 1----–-–-----------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული გ------------------------–---------–-, მცხოვრები გ----–---–-----------------–--–----------–-)

 

ადვოკატი - კ--- კ--–-----–---

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 15:40 საათზე, გ----–---–-----------------–--–----------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო დ----- ნ-------–მა მამას - გ---- ნ-------–ს დანა დაარტყა ყელში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა დ----- ნ-------–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დასტურდება სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ---- ნ-------–-ს და ნ---- ე-–-----ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით, გ---- ნ-------–-ს ავადმყოფობის ამსახველი დოკუმენტაციითა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 დ----- ნ-------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დ----- ნ-------–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), დადებით დახასიათებას. დაზარალებული შეურიგდა მას და პრეტენზია არ გააჩნია. დ----- ნ-------–- გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ წარსულში დაზარალებულის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (დანის გამოყენებას). აღნიშნულის გათვალისწინებით სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მიზნების მისაღწევად მიზანშეწონილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, პირობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ნ-------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ დ----- ნ-------–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 28 მაისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

მსჯავრდებულ დ----- ნ-------–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს ამავე ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილი მიხედვით;

 

ნივთმტკიცება - პერანგი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - დანა და სისხლის ლაქები - განადგურდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი