განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002460030
საქმე #1/188-18 (011160418002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბ-------- ჩ-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ----- ქ---–---–- (დაბადებული 1----–-–-------------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გ-------–-----------------–--–--------------, მცხოვრები გ----–----------------------------)
ადვოკატი - ი----- გ---------
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 15 აპრილს, ღამით, გ----–----------–-----–-------------ში მდებარე ნ---- ქ---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკებისას მ----- ქ---–---–მა განზრახ დაარტყა შუშის ბოთლი თავში ნ----- ც---------–---–ს, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა მ----- ქ---–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A
3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დასტურდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული ნ---- ქ---------–---–ის, თ---------- კ------ისა და ი----- ს-----ის ჩვენებებით, სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ნ----- ც---------–---–ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 მ----- ქ---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ნაწილობრივ ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, კერძოდ: 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ----- ქ---–---–ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი F 70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადეობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ----- ქ---–---–ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. მ----- ქ---–---–- იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მი მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. მის დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. მ----- ქ---–---–- ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.
4.2 მ----- ქ---–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განზრახი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს მ----- ქ---–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მის აღიარებას, გარკვეული მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, შეზღუდულ შერაცხადობას, რაც გასათვალისწინებელია სასჯელის დანიშვნის დროს, სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - მ----- ქ---–---–მა შუშის ბოთლი დაარტყა თავში დაზარალებულს და მიაყენა ღია ჭრილობა. იგი ნასამართლევია ანალოგიური ძალადობრივი დანაშაულისათვის - სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 111,120-ე მუხლით, რისთვისაც დანიშნული სასჯელი - 1 წელი და 6 თვე - მოიხადა 2017 წლის აპრილში. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ,,დანაშაულის რეციდივი“.
5.2 ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით ადრე მოხდილმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მიზნების მიღწევა, ამ შემთხვევაში გაუმართლებელია უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება, თუმცა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს სასჯელის მინიმალური ზომა, რეციდივის გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ----- ქ---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ მ----- ქ---–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 აპრილიდან;
ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი