განაჩენი

სისხლის სამართლის 12.09.2018
საქმის ნომერი
140100118002588604
დავის ტიპი
126 1
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100118002588604

საქმე #1/314-18 (011060618001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- ზ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ------- ს----------- (დაბადებული 1----–-–-----------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–-------------–-)

 

ადვოკატი - მ------ ი------–---–-

 

თარჯიმანი - ლ-------–- გ----------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 12:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ზერტის საავტომობილო გზის გვერდულზე გ------- ს----------მა რამდენჯერმე დაარტყა ხის ჯოხი გ------ ტ-----–---–ს სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა გ------- ს----------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ------ ტ-----–---–ის, უ-- თ------–-–---–ის, მ--- ტ-----–---–ის, გ---- ტ-----–---–ის, ნ-----–-- ხ-------–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გ------ ტ-----–---–ის სამედიცინო ბარათით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერი მტკიცებულებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 გ------- ს-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, კერძოდ: 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------- ს----------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი F70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). აღნიშნული დაავადება ატარებს ქრონიკულ ხასიათს. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით გ------- ს----------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გ------- ს----------- იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. გ------- ს----------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის მი მიერ საკუთარი თავის დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. გ------- ს----------ს შეუძლია წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის. გ------- ს----------- ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს არ იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გ------- ს-----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, მის აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, შეზღუდულ შერაცხადობას, რაც გასათვალისწინებელია სასჯელის დანიშვნის დროს, სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად. მართალია, გ------- ს----------- ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, მაგრამ გათავისუფლების შემდეგ - 2013 წლიდან - კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ყოველივე აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებითაც, რომ თავის დროზე თავად ბრალდების მხარემ არ მიიჩნია აუცილებლად გ------- ს-----------ს საზოგადოებისაგან იზოლაცია (მოითხოვა გირაოს გამოყენება), სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი მიზნების მიღწევა შესაძლებელია ჯარიმის გამოყენებით, რომელიც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და გ------- ს-----------ს ნასამართლობის გათვალისწინებით, არ უნდა იყოს მინიმალურ ზომასთან მიახლოებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------- ს----------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად დაეკისროს ჯარიმა - 2 000 (ორი ათასი) ლარი;

 

2. ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ხოლო - ხის ჯოხი და სისხლის ნიმუში - განადგურდეს დადგენილი წესით;

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი