გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №02031-919002999061 (3/95-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე
27 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - სალომე ქობალია
განმცხადებლები (მსხვერპლი): ლუ–---------ა, თა-----------ა, ლუ---------ა
წარმომადგენელი (ადვოკატი) - ნი------------–--ლი
მოპასუხეები (მოძალადე): კო---------ა, გე-–--------ა, ლა-–--------–---–ი
ლა-–--------–---–ის წარმომადგენლები: კო---------ა, გე-–--------ა
მოთხოვნის არსი - დამცავი ორდერის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1.განცხადებაში მითითებული მოთხოვნა
1.1.კო---------ას, ლა-–--------–---–ის და გე-–--------ასათვის 06 თვის ვადით ლუ–---------ას, თა-----------ას და ლუ---------ასთან 30 მეტრში მიახლოების აკრძალვა.
განცხადება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეები მათ აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას (ლანძღვა-გინება), თავს ესხმიან მათ და ყრიან თავიანთი საცხოვრებელი სახლიდან, რის გამოც განმცხადებლები თავს აფარებენ ნათესავებთან. ასევე მოპასუხეებმა განმცხადებლებს საყოფაცხოვრებო ნივთების ნაწილი მიუყარეს ერთი ოთახის კუთხეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, განმცხადებლები ითხოვენ დამცავი ორდერის გამოცემას მოპასუხეების მიმართ.
2.მოძალადის პოზიცია
2.1.სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ კო---------ა და გე-–--------ა (ლა-–--------–---–ის წარმომადგენლები), რომლებიც არ დაეთანხმნენ ლუ–---------ას, თა-----------ას და ლუ---------ას მოთხოვნას (იხ. 25.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი და საჩივარი (შესაგებელი)).
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.ლუ---------ა და თა-----------ა ცხოვრობენ დედასთან - ლუ–---------ასთან ერთად ჩხო----–---–------–-----–-----------ში მამის - კა-------------ას სამკვიდრო ქონებაში.
3.1.2.კა-------------ას ყოფილი მეუღლეა - ლა-–--------–---–ი, მათი შვილები არიან კო---------ა და გე-–--------ა.
3.1.3.ლა-–--------–---–ი, კო---------ა და გე-–--------ა მუდმივად ცხოვრობენ ქ. თბილისში, მაგრამ პერიოდულად ჩადიან ჩხო----–---–------–-----–-----------ში განმცხადებლებთან თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში.
3.1.4.ჩხო----–---–------–-----–-----------ში (ყო----–-----------–-----–-------------ში) მდებარე საცხოვრებელ სახლში მხარეთა თანასაკუთრება განაწილებულია შემდეგნაირად:
-ლა-–--------–---–ი არის შენობა №2---------–------------------------------------–-----------------------------------------------–--–---------------- წილის მესაკუთრე;
-გე-–--------ა არის შენობა №1-–-----------–------------------------------------–--–-------–------------- წილის მესაკუთრე;
-კო---------ა არის შენობა №1-–-----------–------------------------------------–--–-------–------------- წილის მესაკუთრე;
-ლუ---------ა, თა-----------ა და ლუ–---------ა არიან შენობა №1-–-----------–------------------------------------–--–-------–------------- წილის მესაკუთრე.
3.1.5.ლა-–--------–---–ის საკუთრება 2---- კვ.მ. ფართზე წარმოშობილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 14-------- წლის გადაწყვეტილებით (ს.ფ. 48), რომლითაც დადგინდა, რომ გადაწყვეტილებაზე დანართის სახით არსებული, ტექ---------------–-–-------------ს დასკვნის პირველი ვარიანტის მიხედვით 2---- კვ.მ. ფართში შესულია წინამდებარე განცხადებით სადავოდ ქცეული, პირველ სართულზე მდებარე იზოლირებული 1-.4-----9----.5------5.7-----. ფართი (ს.ფ. 48, 49, 53, 58). დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა გამოწვეულია მხოლოდ მითითებულ იზოლირებულ ფართში განმცხადებლების მიერ საყოფაცხოვრებო ნივთების განთავსებით და ამ ფართის სხვაგვარი სარგებლობით, რასაც მოჰყვა მოპასუხეების მიერ განმცხადებლების კუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთების გატანა სადავო ფართიდან.
მოპასუხეები განმცხადებლებს სთავაზობენ საცხოვრებელი სახლის თანასაკუთრებაში არსებული 2-- კვ.მ ფართით (კუთვნილი წილით), მათ შორის, მე-2 სართულით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც განმცხადებლებისთვის მიუღებელია.
3.1.6.დადგენილია, რომ 2019 წლის მაისის თვეში, აღნიშნული დავის ფარგლებში კო---------ამ, გე-–--------ამ და ლა-–--------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს განმცხადებლებს ლუ–---------ას, თა-----------ას და ლუ---------ას, კერძოდ, განმცხადებლების მისამართით გამოყენებულია სიტყვები: ,,ნაგავო’’, ,,კრიმინალები’’, ,,ყაჩაღები’’, ,,რას დაბოდიალობ’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება დამცავი ორდერის გაცემის შესახებ;
-სამკვიდრო მოწმობები (ს.ფ. 86-91);
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 44);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი დანართი (ს.ფ. 46-53);
-აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 58);
-ფოტო სურათები (ს.ფ. 4-27, 92-98, 1-5);
-ვიდეო ჩანაწერების ამსახველი დისკები (ს.ფ. 28, 1-5);
-მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენებები (იხ. 25.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, პროცესის მონაწილეთა განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები (ნორმატიული აქტები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ'' საქართველოს კანონი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, რომლის 2112-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში - აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
ძალადობის ცნების განმარტებას ვხვდებით ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, ხოლო იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას, ხოლო იმავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, ოჯახის წევრია დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები; ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით.
იმავე ნორმატიული აქტის მე-1- მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი; დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და მე-12 მუხლის მიხედვით, დამცავი ორდერი გაიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.
ასევე ყურადსაღებია მე-11 მუხლის მიხედვით, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამოცემის მოთხოვნის უფლება აქვს მსხვერპლს, აგრეთვე მისი ოჯახის წევრს ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მსხვერპლს უწევს სამედიცინო, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დამცავ ორდერში მიეთითება:
ა) მისი გამოცემის თარიღი და ადგილი;
ბ) გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის გამოცემას;
გ) მოძალადის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი;
დ) ამ მუხლის მე-3 ნაწილის და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შემაკავებელი ორდერით გასათვალისწინებელი იმ მოქმედებების ჩამონათვალი (იგულისხმება კანონის მე-1- მუხლის 31 ნაწილი), რომელთა განხორციელებაც ეკრძალება მოძალადეს.
იმავე მუხლის მე-3 ნაწილით, დამცავი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს:
ა) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან დაცვის ზომებს;
ბ) მსხვერპლის, მასზე დამოკიდებული პირის მოძალადისაგან გარიდების და მათ თავშესაფარში მოთავსების საკითხებს;
გ) მოძალადის მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან გარიდების საკითხს;
დ) მოძალადის ვალდებულებას – არ შეზღუდოს მსხვერპლი, ისარგებლოს პირადი ნივთებით, ავტომანქანით ან სხვა იმ ქონებით, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური არსებობისათვის;
ე) მოძალადისათვის თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობის უფლების აკრძალვას;
ვ) მოძალადის არასრულწლოვნისაგან განცალკევების, მასთან შეხვედრისა და ურთიერთობის რეგულირების საკითხებს;
ზ) მოძალადის მსხვერპლთან, მის სამსახურთან და სხვა იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მიახლოების საკითხებს;
თ) მოძალადისათვის დამცავი ორდერის მოქმედების პერიოდში ან დამცავი ორდერით განსაზღვრულ პერიოდში იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობის უფლების შეზღუდვას ან აკრძალვას, იარაღის შეძენის ან მის შეძენაზე ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვების უფლების აკრძალვას და პირად საკუთრებაში არსებული ან/და კუთვნილი იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის ან დროებით ჩამორთმევის პირობებს;
ი) მოძალადის მიერ მსხვერპლის მკურნალობის, თავშესაფარში ყოფნის და სხვა, გონივრული ხარჯების ანაზღაურების საკითხებს;
კ) მოძალადის დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ლ) მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლის საკითხს;
მ) მოძალადის გაფრთხილებას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ნ) სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტაც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.
ამრიგად, სასამართლო შებოჭილი არ არის დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განცხადებაში განმცხადებლის მიერ დაყენებული მოთხოვნით, მას შეუძლია დაადგინოს იმ ღონისძიების გატარება, რაც ძალადობის ფაქტის პროპორციულია და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო განმარტავს, რომ რეაგირების საკითხზე აქტიური როლი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფო ორგანოებს, რისი ნათელი გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი, რომელიც იმავე კოდექსის 2115-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ძალაში შედის გამოცემისთანავე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს აღნიშნავს, რომ სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, კერძოდ, სადავო მისამართზე, ჩხ------–---–ი მცხოვრები მეზობლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მხარეები 2019 წლის მაისის თვეში ერთმანეთს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოპასუხეების მხრიდან განმცხადებლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება ასევე ვიდეო ჩანაწერებითაც. აღნიშნული ფაქტი კი მოითხოვს რეაგირებას და კონფლიქტის დაძაბული ხასიათიდან გამომდინარე წარმოადგენს დამცავი ორდერის 06 თვის ვადით გამოცემის საფუძველს მოპასუხეების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების, მათ შორის, შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენების აკრძალვის სახით. ამასთან, მართალია მოწმეები მიუთითებენ განმცხადებლების მხრიდანაც შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე, მაგრამ სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ განცხადების შესაბამისად ლუ–---------ას, თა-----------ას და ლუ---------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე.
რაც შეეხება მოპასუხეების განმცხადებლებთან მიახლოების აკრძალვას, სასამართლო განმცხადებლების ამ მოთხოვნას ვერ გაიზიარებს, რადგან მოტივი, რაც საფუძვლად უდევს მითითებულ მოთხოვნას დაუსაბუთებელია, კერძოდ, განმცხადებლები თვლიან, რომ მათ მოპასუხეებისაგან ეზღუდებათ თანასაკუთრებით სარგებლობის უფლება და თანასაკუთრებაში გულისხმობენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 1-.4-----9----.5------5.7-----. ფართებს (ს.ფ. 48, 49, 53, 58), რომლებიც მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი ფოტო სურათების თანახმად, არის იზოლირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე, მასზედ თანდართული მასალების მიხედვით, საკუთრების უფლებით ეკუთვნის ლა-–--------–---–ს, რაც ასახულია კიდეც საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული ფართიდან განმცხადებლების კუთვნილი ნივთების გატანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განმცხადებლების მიმართ ძალადობრივ ქმედებად, ხოლო მოპასუხეებისათვის განმცხადებლებთან მიახლოების აკრძალვა დაუსაბუთებლად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ მოპასუხეების საკუთრების უფლებას ისარგებლონ ჩხ------–---–ი მდებარე სადავო ქონებით.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მოპასუხეების მიერ განმცხადებლების საცხოვრებელი სახლიდან გაძევებისა და განმცხადებლებზე თავდასხმის ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7.საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მოთხოვნით აღძრული განცხადების შემთხვევაში, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გათვალისწინებული არ არის. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მხარეებზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრებისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 2113-ე, 2115-ე მუხლებით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, მე-4, მე-14, მე-19 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.გე-–--------ას (პირადი №01-07------), კო---------ას (პირადი №01-0-------) და ლა-–--------–---–ს (პირადი №0---------8) აეკრძალოთ მსხვერპლის თა-----------ას (პირადი №4----------), ლუ---------ას (პირადი №4----------) და ლუ–---------ას (პირადი №4---------8) მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება;
3.დამცავი ორდერი გამოიცეს 6 თვის ვადით;
4.განემარტოთ მხარეებს, რომ დამცავი ორდერის დამტკიცების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის ძალაში და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დამცავი ორდერის მოქმედებას;
5.გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს შს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს შესაბამის საუბნო სამსახურს დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევაზე რეაგირების მიზნით;
6.მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
8.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის №12) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა