განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002795546
1-8/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
ს----------–--- სახელით
17 მაისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ი-----–- დ------–---
ბრალდებულები - ლ-–- თ------–---–-, ლ----------–---
ადვოკატი - ლ-–- რ--------
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
გამოძიების საქმის ნომერი №1-----------
1. ბრალდებული: ლ-–- თ------–---–-
მამის სახელი: მ------
დაბადებული: 18.02.1----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება : ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-
პირადი ნომერი: 6----------
მცხოვრები: ქო----–-------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი
2. ბრალდებული: ლ----------–---
მამის სახელი: ზ------
დაბადებული: 21.10.1----–--–-
მოქალაქეობა: ს----------–---
განათლება : ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–-
პირადი ნომერი: 6----------
მცხოვრები: ქო----–-------------–--------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
ლ-–- თ------–---–-ს მიმართ
ლ-–- თ------–---–-ა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1,2 გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებგაბალინს, რაც 2018 წლის 12 დეკემბერს ქ--------–-------------------––---------–------- მდებარე სასტუმრო "თემო"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისივე პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ლ---- მ----–---ს მიმართ
ლ----------–---მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 2,4გრამ ფსიქოტროპულ ნივთიერება პრებგაბალინს, რაც 2018 წლის 12 დეკემბერს ქ--------–-------------------––---------–------- მდებარე სასტუმრო "თემო"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისივე პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ლ-–- თ------–---–-ს მიმართ - ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.
ლ---- მ----–---ს მიმართ - ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.
საქმის არსებით განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ მიაჩნიათ და ეთანხმებიან აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებათა ერთობლიობით: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების გია შამილიშვილის, დავით ხოზრევანიძის, ი-----–- გორგილაძის, ლ---- მ----–---ს, ლ-–- თ------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ----------–---მ ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა; ხოლო ლ-–- თ------–---–-ა ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულების ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ-–- თ------–---–-ა ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1 ნაწილით; ხოლო ლ----------–---მ ჩაიდინა ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 261-ე მუხლის 1 ნაწილით .
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
ლ-–- თ------–---–ს პასუხისმგებლობის შემასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ლ----------–---ს ასუხისმგებლობის შემასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ლ-–- თ------–---–ს და ლ----------–---ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამცირონ ლ-–- თ------–---–-ს და ლ---- მ----–---ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართელოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ლ-–- თ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ ს----------–--- სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ლ-–- თ------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ს----------–--- კანონის შესაბამისად ლ-–- თ------–---–ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ბრალდებული ლ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ლ---- მ----–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლ----------–---ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული კაფსულები, სულ 12 ცალი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი