განაჩენი

სისხლის სამართლის 27.05.2019
საქმის ნომერი
340100119002816632
დავის ტიპი
126 1
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100119002816632

N1/6-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

27.05.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

ბრალდების მხარე:

პროკურორი:სანდრო გიორგაშვილი

დაცვის მხარე:

ბრალდებული:რა----- ალ------ვი;

მამის სახელი-ზა-----;

დაბადებული -27.03.1----–--–-;

პირადი- №------------

მოქალაქეობა -საქართველოს მოქალაქე;

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონ;.

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონის სოფელი ჩა-–-------.

ადვოკატი -გი- ფა------–--ლი.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სხდომის სახე: ღია.

რა----- ალ------ვს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 ნოემბერს, დაახოებით 07 საათსა და 30 წუთზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, რა----- ალ------ვმა ვა–- სუ-–--–--ლს, მისსავე სახლში, ხის ნაჭერი გაარტყა მკერდის არეში, ხოლო შემდეგ მუშტი გაარტყა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც ვა–- სუ-–--–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

რა----- ალ------ვს 2018 წლის 06 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

სასამართლომ დაადგინა:

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 07 საათსა და 30 წუთზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში, რა----- ალ------ვმა ვა–- სუ-–--–--ლს, მისსავე სახლში, ხის ნაჭერი გაარტყა მკერდის არეში, ხოლო შემდეგ მუშტი გაარტყა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც ვა–- სუ-–--–--ლმა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა

ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

სასამართლოზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის შესახებ, დაზარალებულ ვა–- სუ-–--–--ლის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების მა----–- სუ-–--–--ლის, მა-–---- პა----–--ლის, რა----- ალ------ვის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ვა–- სუ-–--–--ლზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჩხრეკის ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, რამდენადაც ამ მტკიცებულებების შინაარსი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს ასევე იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მითითებულია რა----- ალ------ვის ბრალდების შესახებ დადგენილებაში და რაც დასტურდება ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებით.

ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, რაც ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. ცემა შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით. ცემა გამოიხატება განზრახვაში, ანუ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს, ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რა----- ალ------ვმა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

სამართლებრივი შეფასება

სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რა----- ალ------ვისმის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურა რა----- ალ------ვის ბრალეულობა აღნიშნულ ქმედებაში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვდენილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს რა----- ალ------ვის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და მითითებული კვალიფიკაციით ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

რა----- ალ------ვის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

რა----- ალ------ვის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არსებობას და მათ რაობას, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, კერძოდ: იგი არ არის ადრე ნასამართლევი, ჩადენილს ინანიებს.

რა----- ალ------ვის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რა----- ალ------ვთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მას სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა პირობითი მსჯავრის გამოყენებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რა----- ალ------ვი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

2. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს. რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

3. რა----- ალ------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმაბა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს.

 

4. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

5. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან, ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე