გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5892-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - შპს „თ-----------------ი“
წარმომადგენელი - თ----------------------–---–ი, ე-–----------–-–---–ი
მოპასუხე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი
მესამე პირი - ყ--------------–----–------ი
წარმომადგენელი - ნ---------–-–---–ი
მესამე პირი - შპს „კ-------------------ი“
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ წარდგენილ DIS1----------------) საჩივართან დაკავშირებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - ყ--------------–----–------ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3.2. მესამე პირი - შპს ,,კ-------------------ის’’ წარმომადგენელი არ გამოცხადდა სხდომაზე, მისთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2018 წლის 15 ივნისს ყ--------------–----–------ის მერიამ გამოაცხადა SPA1-------- ტენდერი ოთხი ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული ავტომანქანის - პიკაპის ელექტრონული ტენდერით შესყიდვაზე. ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტის 10.1.10 ქვეპუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ან/და მისი ოფიციალური დილერის მიერ გაცემული საპასპორტო მონაცემები, შემოთავაზებული ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების და წვის მონაცემების მითითებით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი N- - ს/ფ 118-119
- სატენდერო დოკუმენტაცია - ს/ფ 105-108
4.1.2. ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი: შპს ,,თ-----------------ი’’, შპს ,,კ-------------------ი’’, შპს ,,ჯ----------------ი’’.
ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 ივლისის N- ოქმის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის თანახმად შპს ,,თ-----------------’’ დაევალა დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმოწერით და ბეჭდით, უნდა წარედგინა ავტომობილის გამოშვების წელი, ასევე უნდა წარედგინა ხელშეკრულებები თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით, რისთვისაც მიეცა სამი დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 ივლისის N- ოქმი - ს/ფ 109-110.
4.1.3. 2018 წლის 11 ივნისის R---------------- ,,M----------------------------’’-ის განცხადების მიხედვით, მ-–----–-------------------------–-- / M-----------------------------ი აცხადებს, რომ ა–----------------------–----------------–----–---------–---------------------–-----------------–-----–--------------–-----------------------–----–---------–-----------------–--------------------------------–------–--–---------------–--------------------------------------------–----------–-----------–---------------–---------–------–-------------------------------------------–----------------------------------–------------------–-------–--–---------–----------------------–-------------------------------------------------------–-----------------–---------------------------------------------------–-–---------–-------------------------------------------------–--------–-------–---------------------------------------–---------------------------------–----------–--------------–------------------------–--------–------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 ივნისის R---------------- ,,M----------------------------’’-ის განცხადება - ს/ფ 111-118
4.1.4. ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის N- ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ყ--------------–----–------ის მერიის მიერ 2018 წლის 15 ივნისს გამოცხადებული 04 (ოთხი) ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული ავტომანქანის - პიკაპის ელექტრონული ტენდერით შესყიდვაზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის თანახმად, შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ სატენდერო კომისიაში წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმოწერით, ბეჭდით, წერილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის შესახებ, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, გენერალური დირექტორის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნასყიდობის ხელშეკრულებები თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით და ავტომანქანის მონაცემები. კომისიამ დაადგინა: ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ თანახმად, შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა ყ--------------–----–------ის მიერ წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციას. დაევალა სატენდერო კომისიის აპარატს უზრუნველეყო წერილის გაგზავნა შპს ,,თ-----------------ისათვის’’ მისი გამარჯვებულად გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე, ასევე დაევალა შესყიდვების სამსახურს ხელშეკრულების მომზადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის N- ოქმი - ს/ფ 118-119
4.1.5. მ-–----–-------------------------–--ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გაცემული განცხადების მიხედვით, M--------------------------------------/მ-–----–------------------------–-ა აცხადებს, რომ 2018 წლის 11 ივნისით დათარიღებული განცხადება M---------- განკუთვნილი იყო მხოლოდ C------------------/შპს კ-------------------ისათვის, მათი ავტომობილის გაყიდვის მიზნით და არა სხვებისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ-–----–-------------------------–--ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება ME 81343 - ს/ფ 126-129
4.1.6. 2018 წლის 13 ივლისს შპს ,,კ-------------------მა’’ SPA1-------- ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც შპს ,,თ-----------------ი’’ იქნა გამარჯვებულად გამოცხადებული, ასევე შპს „თ-----------------ისათვის“ დისკვალიფიკაციის მიცემა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან, ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად ფასით მომდევნო პრეტენდენტის - შპს ,,კ-------------------ის’’ გამოცხადება.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას უნდა ემსჯელა იმ საკითხზე თუ რამდენად ჰქონდა „თ-----------------ს’’ იმის უფლება, რომ სატენდერო პირობის დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა ,,M----------------------------’’-ის 2018 წლის 11 ივნისის R-------------- განცხადება და რის საფუძველზე. ზემოთ ხსენებული საკითხზე მსჯელობისას შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა ასევე მხედველობაში მიეღო ,,M----------------------------’’-ის 2018 წლის 10 ივლისის #---------- განცხადების შინაარსი.
შპს ,,კ-------------------ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა ყ--------------–----–------ის სატენდერო კომისიას გადაესინჯა 2018 წლის 01 ივლისის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება - ს/ფ 130-135
4.1.7. ყ--------------–----–------ის მერიის 2018 წლის 02 აგვისტოს N---- წერილის მიხედვით, შპს ,,თ-----------------’’ ეცნობა, რომ ყ--------------–----–------ის მიერ 2018 წლის 15 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში SPA 1--------, მის მიერ წარდგენილი იქნა მ-–----–------------------------–-ის მიერ გაცემული ავტომობილი ,,L 200’’ ტექნიკური მახასიათებლების გარანტიის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა შპს ,,კ-------------------’’, როგორც მხოლოდ მათი დანიშნულებისათვის გაცემული კომპანიის მიერ. ამდენად, შპს „თ-----------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ წარედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ,,M----------------------------’’-ის მიერ გაცემული იყო შპს ,,თ-----------------ისათვის’’.
შპს ,,თ-----------------ის’’ 2018 წლის 03 აგვისტოს N---- წერილის მიხედვით, ყ--------------–----–------ს ეცნობა, რომ შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოადგენს ავტომანქანის საპასპორტო მონაცემებს, რომლის გადამოწმებაც შეიძლება მწარმოებლის ელექტრონულ ვებ.გვერდზე, შესაბამისად ამ დოკუმენტის ადრესატის ცვლილება ამ მონაცემების კორექტირებას არ იწვევს. ამასთან ეცნობა, რომ მ-–----–------------ის მიერ უშუალოდ შპს ,,თ-----------------ის’’ სახელზე არ მომხდარა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა, შესაბამისად ვერ წარადგენდა ორიგინალ დოკუმენტს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–------ის მერიის 2018 წლის 02 აგვისტოს N---- წერილი - ს/ფ 124
- შპს ,,თ-----------------ის’’ 2018 წლის 03 აგვისტოს N---- წერილი - ს/ფ 125
4.1.8. ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N- ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა შპს ,,თ-----------------ის’’ დისკვალიფიკაცია, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. გაუქმდა 2018 წლის 10 ივლისს მინიჭებული სტატუსი ,,გამარჯვებული გამოვლენილია“ და დაუბრუნდა სტატუსი ,,შერჩევა/შეფასება’’, რათა გაგრძელებულიყო ტენდერის პროცედურა და მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების განხილვა მომხდარიყო ტენდერის სტატუსის შეცვლის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N- ოქმი - ს/ფ 120-122
4.1.9. 2018 წლის 09 აგვისტოს შპს ,,თ-----------------მა’’ SPA1-------- ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მოხდა შპს ,,თ-----------------ის’’ დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,თ-----------------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,თ-----------------ის’’ საჩივარი - ს/ფ 142-143
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება - ს/ფ 136-141
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება შპს ,,თ-----------------ის’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნებთან.
7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. ამავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კონკურსის, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, ხოლო მეორე პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისათვის დადგენილი პროცედურებით.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლი იძლევა ამ კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტებას. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,შ” ქვეპუნქტის თანახმად, აფიდავიტი არის ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე კანონის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი’’, რომლის პირველი მუხლის თანახმად, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია ელექტრონული ტენდერის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. ამავე აქტის მე-4 მუხლის შესაბამისად, ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.
სასამართლო მიუთითებს ამავე წესის დანართზე N1, რომლითაც დამტკიცებულია აფიდავიტის ფორმა და პირობები, სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე აფიდავიტში მითითებულია, რომ: სატენდერო/საკონკურსო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტი ადასტურებს, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით ჩემსა და კონკურენტს შორის არ წარმოებულა კონსულტაცია, კომუნიკაცია, შეთანხმება ან მოლაპარაკება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასი, მისი გამოთვლის მეთოდი, კოეფიციენტი ან ფორმულა; შესყიდვის ობიექტის ტექნიკური/ხარისხობრივი მაჩვენებლები, რაოდენობა/მოცულობა ან/და მიწოდების დეტალები, რომელთაც ეხება სატენდერო/საკონკურსო წინადადება; სატენდერო/საკონკურსო წინადადების წარდგენა/დაზუსტება ან წარდგენისგან/დაზუსტებისგან თავის შეკავება; ისეთი სატენდერო/საკონკურსო წინადადების/დაზუსტებული წინადადების წარდგენა, რომელიც არ აკმაყოფილებს სატენდერო/საკონკურსო პირობებს. ასევე ერთ-ერთი პუნქტი ჩამოყალიბებულია ,,ჩემ მიერ წარდგენილი წინადადება შემუშავებულია კონკურენტისგან დამოუკიდებლად’’, ასევე ტერმინი ,,კონკურენტი’’ აფიდავიტის მიზნებიდან გამომდინარე, გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც არის ან შესაძლებელია იყოს პრეტენდენტი ამ ტენდერში/კონკურსში. ასევე მითითებულია, რომ სატენდერო/საკონკურსო წინადადება ან მისი კომპონენტი პრეტენდენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ არ გაუმჟღავნებია ან/და არ გაუმჟღავნებს კონკურენტს სატენდერო/საკონკურსო წინადადების (მისი შესაბამისი კომპონენტის) განსაჯაროების მომენტამდე.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 15 ივნისს ყ--------------–----–------ის მერიამ გამოაცხადა SPA1-------- ტენდერი ოთხი ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული ავტომანქანის - პიკაპის ელექტრონული ტენდერით შესყიდვაზე. ტენდერში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი: შპს ,,თ-----------------ი’’, შპს ,,კ-------------------ი’’, შპს ,,ჯ----------------ი’’. ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტის 10.1.10 ქვეპუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პრეტენდენტს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აეტვირთა „პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ავტომანქანის მწარმოებლის ან/და მისი ოფიციალური დილერის მიერ გაცემული საპასპორტო მონაცემები, შემოთავაზებული ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების და წვის მონაცემების მითითებით.“
სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 ივლისის N- ოქმის მიხედვით, კომისიის გადაწყვეტილებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის თანახმად შპს ,,თ-----------------’’ დაევალა დაეზუსტებინა ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმოწერით და ბეჭდით, უნდა წარედგინა ავტომობილის გამოშვების წელი, ასევე უნდა წარედგინა ხელშეკრულებები თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით, რისთვისაც მიეცა სამი დღე. ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 10 ივლისის N- ოქმის მიხედვით, კომისიამ განიხილა ყ--------------–----–------ის მერიის მიერ 2018 წლის 15 ივნისს გამოცხადებული 04 (ოთხი) ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზირებული ავტომანქანის - პიკაპის ელექტრონული ტენდერით შესყიდვაზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 27-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტის თანახმად, შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ სატენდერო კომისიაში წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია ხელმოწერით, ბეჭდით, წერილი ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის შესახებ, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, გენერალური დირექტორის მიერ დამოწმებული მინდობილობა, ნასყიდობის ხელშეკრულებები თანდართული მიღება-ჩაბარების აქტებით და ავტომანქანის მონაცემები. კომისიამ დაადგინა: ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ თანახმად, შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამებოდა ყ--------------–----–------ის მიერ წარდგენილ სატენდერო დოკუმენტაციას. დაევალა სატენდერო კომისიის აპარატს უზრუნველეყო წერილის გაგზავნა შპს ,,თ-----------------ისათვის’’ მისი გამარჯვებულად გამოვლენისა და ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე, ასევე დაევალა შესყიდვების სამსახურს ხელშეკრულების მომზადება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 ივლისს შპს ,,კ-------------------მა’’ SPA1-------- ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 10 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც შპს ,,თ-----------------ი’’ იქნა გამარჯვებულად გამოცხადებული, ასევე შპს „თ-----------------ისათვის“ დისკვალიფიკაციის მიცემა, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის’’ 32-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამასთან, ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულად ფასით მომდევნო პრეტენდენტის - შპს ,,კ-------------------ის’’ გამოცხადება. აღნიშნულ საჩივარს ერთვოდა მ-–----–-------------------------–--ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს გაცემული განცხადება, რომლითაც M--------------------------------------/მ-–----–------------------------–-ა აცხადებდა, რომ 2018 წლის 11 ივნისით დათარიღებული განცხადება M---------- განკუთვნილი იყო მხოლოდ C------------------/შპს კ-------------------ისათვის, მათი ავტომობილის გაყიდვის მიზნით და არა სხვებისთვის.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას უნდა ემსჯელა იმ საკითხზე თუ რამდენად ჰქონდა „თ-----------------ს’’ იმის უფლება, რომ სატენდერო პირობის დასაკმაყოფილებლად გამოეყენებინა ,,M----------------------------’’-ის 2018 წლის 11 ივნისის R-------------- განცხადება და რის საფუძველზე. ზემოთ ხსენებული საკითხზე მსჯელობისას შემსყიდველ ორგანიზაციას დაევალა ასევე მხედველობაში მიეღო ,,M----------------------------’’-ის 2018 წლის 10 ივლისის #---------- განცხადების შინაარსი. შპს ,,კ-------------------ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა ყ--------------–----–------ის სატენდერო კომისიას გადაესინჯა 2018 წლის 01 ივლისის N- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განეხორციელებინა წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე ყ--------------–----–------ის მერიის 2018 წლის 02 აგვისტოს N---- წერილით, შპს ,,თ-----------------’’ ეცნობა, რომ ყ--------------–----–------ის მერიის 2018 წლის 02 აგვისტოს N---- წერილის მიხედვით, შპს ,,თ-----------------’’ ეცნობა, რომ ყ--------------–----–------ის მიერ 2018 წლის 15 ივნისს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში SPA 1--------, მის მიერ წარდგენილი იქნა მ-–----–------------------------–-ის მიერ გაცემული ავტომობილი ,,L 200’’ ტექნიკური მახასიათებლების გარანტიის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი ჰქონდა შპს ,,კ-------------------’’, როგორც მხოლოდ მათი დანიშნულებისათვის გაცემული კომპანიის მიერ. ამდენად, შპს „თ-----------------ს“ დაევალა დაუყოვნებლივ წარედგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ,,M----------------------------’’-ის მიერ გაცემული იყო შპს ,,თ-----------------ისათვის’’.
შპს ,,თ-----------------ის’’ 2018 წლის 03 აგვისტოს N---- წერილის მიხედვით, ყ--------------–----–------ს ეცნობა, რომ შპს ,,თ-----------------ის’’ მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი წარმოადგენს ავტომანქანის საპასპორტო მონაცემებს, რომლის გადამოწმებაც შეიძლება მწარმოებლის ელექტრონულ ვებ.გვერდზე, შესაბამისად ამ დოკუმენტის ადრესატის ცვლილება ამ მონაცემების კორექტირებას არ იწვევს. ამასთან ეცნობა, რომ მ-–----–------------ის მიერ უშუალოდ შპს ,,თ-----------------ის’’ სახელზე არ მომხდარა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა, შესაბამისად ვერ წარადგენდა ორიგინალ დოკუმენტს.
ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის 2018 წლის 03 აგვისტოს N- ოქმის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის N7 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხდა შპს ,,თ-----------------ის’’ დისკვალიფიკაცია, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. გაუქმდა 2018 წლის 10 ივლისს მინიჭებული სტატუსი ,,გამარჯვებული გამოვლენილია“ და დაუბრუნდა სტატუსი ,,შერჩევა/შეფასება’’, რათა გაგრძელებულიყო ტენდერის პროცედურა და მომდევნო დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების განხილვა მომხდარიყო ტენდერის სტატუსის შეცვლის შემდგომ.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 231-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს უფლება აქვს, შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება ამ მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს საბჭოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვთ შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს და პრეტენდენტს. პრეტენდენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის/სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება, თუ მიაჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის პროცესში დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2018 წლის 09 აგვისტოს შპს ,,თ-----------------მა’’ SPA1-------- ტენდერზე, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მოითხოვა ყ--------------–----–------ის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მოხდა შპს ,,თ-----------------ის’’ დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების მოპოვების მიზნით ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,თ-----------------ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად - ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვინ მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდენტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „თ-----------------ისთვის“ თავიდანვე ცნობილი იყო, რომ „M----------------------------’’-ის 2018 წლის 11 ივნისის R-------------- განცხადება გაცემული იყო ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენლობისათვის. თუმცა, ამის მიუხედავად პრეტენდენტს არც თავად „M----------------------------’’-ისგან და არც იმ ორგანიზაციისაგან ვის სახელზეც გაცემულია სადავო დოკუმენტი, მისი გამოყენების ნებართვა არ აუღია.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შპს ,თ-----------------ის’’ მიერ არც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და არც სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე, სათანადო მტკიცებულება, რომელიც ზემოთ მითითებულ გარემოებებს და შესაბამის მტკიცებულებებს გააქარწყლებდა.
სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
ამრიგად, შპს ,,თ-----------------მა’’ შემსყიდველ ორგანიზაციის - ყ--------------–----–------ის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების მოპოვების მიზნით, დაარღვია აფიდავიტის პირობები, კერძოდ: შპს ,,თ-----------------მა’’ სატენდერო წინადადების სახით წარადგინა დოკუმენტი, რომელიც მოიპოვა არაკეთილსინდისიერად, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, რაც "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს არაკეთილსინდისიერ ქმედებად.
7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,თ-----------------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „თ-----------------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი