განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100119002982-43
N1/63-19
განაჩენი
საქართველოს სახელით
28 მაისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი
სახელმწიფო ბრალმდებელი, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებული - ირ-- მა-----–--ლის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------).
ბრალდებული: ირ-- მა-----–--ლი;
მამის სახელი: რა----;
დაბადებული: 1----–-–---------–---;
პირადი ნომერი: 4----------;
მოქალაქეობა: საქართველო;
განათლება: უმაღლესი;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე;
რეგისტრირებული: ყვარლის რაიონი სოფელი ში-–---
მცხოვრები: ყვარლის რაიონი სოფელი ბა-–----------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2016 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფ--–- მდებარე, შპს „გა---------“ კუთვნილ, გოჩა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ამავე კლინიკის თანამშრომელმა - ირ-- მა-----–--ლმა, უკანონოდ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ შპს „გა---------“ და მოქალაქებს - ნი--- ვა--–--ლს, ირ---–- ვა------–--ლს, თე--------- შა--–--ლს, ეთ--- ზუ----–--ლს, ლი--- მა-----–--ლს, ნი--- ჩხ---ეს, ნი---–- ბუ----ძეს, თა---–- კა----ძეს და სე---–- ბრ----ძეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებზედაც შპს „გა---------“ დირექტორის - მე---- ფე----ის მაგივრად მისი სახელით თვითონ მოაწერა ხელი.
ირ-- მა-----–--ლს, 2019 წლის 29 მარტს, წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფ--–- მდებარე, შპს „გა---------“ კუთვნილ, გოჩა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ამავე კლინიკის თანამშრომელმა - ირ-- მა-----–--ლმა, უკანონოდ დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, კერძოდ შპს „გა---------“ და მოქალაქებს - ნი--- ვა--–--ლს, ირ---–- ვა------–--ლს, თე--------- შა--–--ლს, ეთ--- ზუ----–--ლს, ლი--- მა-----–--ლს, ნი--- ჩხ---ეს, ნი---–- ბუ----ძეს, თა---–- კა----ძეს და სე---–- ბრ----ძეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები, რომლებზედაც შპს „გა---------“ დირექტორის - მე---- ფე----ის მაგივრად მისი სახელით თვითონ მოაწერა ხელი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, მოწმეების: სე---–- ბრ----ძის, ნი--- ვა--–--ლის, მე---- ფე----ის, გე-–- ფე----ის, ქე------ კუ--–-–--ლის, თა---–- კა----ძის, დი--- ბე----–--ლის, მა-- ყა---–-–--ლის გამოკითხვის ოქმები, ხელშეკრულებების ამოღების ოქმები, ამოღებული ხელშეკრულებები, მე---- ფე----ის ნიმუშის აღების ოქმი, მე---- ფე----ის ხელწერის ნიმუშის აღების ოქმი, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, ირ-- მა-----–--ლის აღიარებითი ჩვენება და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ირ-- მა-----–--ლმა დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი.
ოფიციალური დოკუმენტის დამზადება შეიძლება გამოიხატოს მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადებაში, ან არსებულის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებაში. ეს დანაშაული მიმართულია ოფიციალური დოკუმენტის ბრუნვის კანონმდებლობით დადგენილი წესის საწინაარმდეგოდ და შესაბამისად არღვევს დადგენილ მმართველობის წესს.
რაც შეეხება, ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას, მასში იგულისხმება ასეთი დოკუმენტის წარდგენა იმ პირისთვის, ვისაც მისი შემოწმების უფლება აქვს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ-- მა-----–--ლმა თავისი ხელმოწერით გააყალბა შრომითი ხელშეკრულებები, კერძოდ შ.პ.ს ,,გა---------" დირექტორის მე---- ფე----ის ნაცვლად თვითონ მოაწერს ხელი შრომით ხელშეკრულებებს, რომლებიც დაიდო მოქალაქეებსა და შ.პ.ს ,,გა---------" შორის.
სამართლებრივი შეფასება
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ ირ-- მა-----–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ირ-- მა-----–--ლის მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არის დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
ირ-- მა-----–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ირ-- მა-----–--ლთან მიმართებით შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ირ-- მა-----–--ლს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ირ-- მა-----–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 მარტს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარი.
2. ირ-- მა-----–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების გირაოს 2000 (ორი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო ზუ---- კე----ძის (პ/ნ 4----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბა-–---------ში, საკადასტრო კოდი - 57.02.70.1--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 5027.00 მ2, რომელის საბაზრო ღირებულება შეადგენს 15080 (თხუთმეტი ათას ოთხმოც) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ირ-- მა-----–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი.
2. ირ-- მა-----–--ლის მიმართ 2019 წლის 29 მარტის N10დ/2--19 განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ამ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ყადაღა მოეხსნას ზუ---- კე----ძის (პ/ნ 4----------) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე - ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბა-–---------ში, საკადასტრო კოდი - 57.02.70.1--- ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, დაზუსტებული ფართობი - 5027.00 მ2, რომელის საბაზრო ღირებულება შეადგენს 15080 (თხუთმეტი ათას ოთხმოც) ლარს, გირაოს ფულადი თანხის - 2000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს და დაუბრუნდეს მესაკუთრეს ზუ---- კე----ძეს (პ/ნ 4----------).
3. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირიN7ა) გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ.N24) მეშვეობით
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე