განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/39-19 (N041101218008)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი 2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ლ--------
მამის სახელი: გ-------
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ჩ--------ს ქუჩა N--
ადვოკატი - ნ-------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გ------- ლ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 08 დეკემბერს, ქუთაისში, ჩ--------ს ქუჩა #---ში მდებარე სახლში გ------- ლ--------მ მამას გ------- ლ--------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის 10 დეკემბერს, ქუთაისში, ჩ--------ს ქუჩა #---ში მდებარე სახლში გ------- ლ--------მ მამას გ------- ლ--------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ------- ლ--------, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დაზარალებულ გ------- ლ-------ის, მოწმეების: გ--------------ის, შ----------------ის, მ------------------–---–ის, ლ--–- ლ-------ის და ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენების გარდა, სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, შესაბამისად, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მხარეებმა გარდა აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებისა, არც ერთი სხვა მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მე-5 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, საღამოს საათებში, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გ------- ლ-------- ითხოვდა დახმარებას, რადგანაც, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მისი შვილი. პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც, საცხოვრებელი სახლის ეზოში ნახა, რომ ბრალდებული უშვერი სიტყვებით აგინებდა მის მამას. გაესაუბრნენ მამას - დაზარალებულს, რომელმაც თქვა, რომ მისი შვილი იყო მთვრალი და ხელით შეეხო მას. რის გამოც, შემთხვევის ადგილზე დაკავებული იქნა ბრალდებული გ------- ლ--------, რომელმაც გამოკითხვის დროს დაადასტურა მამის მიმართ განხორციელებული შეურაცყოფის ფაქტი. ხელი მოაწერა დაკავების ოქმს. ბრალდებული დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე და იქვე შედგა მისი დაკავების ოქმიც. ამ უკანასკნელს დაკავების დროს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,11.12.2018წ. 11:08-11:20 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- ლ-------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“.
საქმის სასამრთლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე გ------- ლ-------ის მიმართ, აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარდა 2018 წლის 11 დეკემბერს. ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- ლ-------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა გ------- ლ--------მ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების აღწერა:
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
მოწმე შ----------------ემ საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ დაზარალებული გ------- ლ-------- არის მისი მეუღლის მამა. ხოლო ბრალდებული კი არის მისი მეუღლე, რომელსაც შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისათვის. შემთხვევის დღეს, საღამოს საათებში დაუკავშირდა მისი მამამთილი - დაზარალებული გ------- ლ-------- და უთხრა, რომ მისი მეუღლე იყო მთვრალი და იგინებოდა. შემდგომ ისევ დაურეკა დაახლოებით ნახევარ საათში და უთხრა, რომ მისი შვილის სიმთვრალის გამო იმყოფებოდა პოლიციაში. უშუალოდ შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია და მისთვის წარმოუდგენელია, რომ მის მეუღლეს ფიზიკური შეურაცყოფა მიეყენებინა მისი მამისათვის.
მოწმის სახით დაკითხულმა მ------------------–---–მა განმარტა, რომ დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულის ოჯახთან. ბრალდებულის მეუღლე არის მისი ნათესავი. იგი მათ ოჯახთან ურთიერთობის დროს, რაიმე სახის კონფლიქტს არ შესწრებია. იცის, რომ ბრალდებულის მამას გ------- ლ--------ს ქონდა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი ბრალდებული გ------- ლ-------- მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს. განმარტავს, რომ იგი უშუალოდ მამა-შვილს შორის კონფლიქტს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ლ--------მ განმარტა, რომ ბრალდებული არის მისი ძმა ხოლო დაზარალებული მისი მამა. ადასტურებს, რომ ოჯახში აქვთ კარგი ურთიერთობა. მისი ძმა ბრალდებული გ------- ლ-------- არის შრომისმოყვარე პიროვნება და ეხმარება ყველას. მისი მამა დაზარალებული გ------- ლ-------- ბრალდებულს ხშირად მიუთითებს, რომ არ მიიღოს ალკოჰოლური სასმელი და ამით არ დაიზიანოს ჯანმრთელობა. შემთხვევის დღეს, იგი თავად სახლში არ იყო იქ იმყოფებოდა მისი მეუღლე, რომლის გადმოცემითაც იცის, რომ მისი ძმა ბრალდებული გ------- ლ-------- სახლში მისულა ნასვამ მდგომარეობაში, რისთვისაც მამამისს დაზარალებულ გ------- ლ--------ს მიუცია მითითება და რჩევა-დარიგება, რის გამოც მათ შორის მომხდარა შეკამათება. ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ მისი ძმა არის სამაგალითო პიროვნება და მისი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მამის მიმართ გამორიცხულია. იცის, რომ მამა-შვილს შორის შელაპარაკება მომდარა იმის გამო, რომ მამა რჩევას აძლევდა არ დაელია ალკოჰოლური სასმელი. იგი უშუალოდ მათ კამათს არ შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ლ--------მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სოფელ ნახშირღელეში სამუშაოზე, სადაც, დალია რამოდენიმე ჭიქა ალკოჰოლური სასმელი. გზაში მსვლელობის დროს გააფუჭა ავტომანქანა. როდესაც სახლში მივიდა, მამამისმა საყვედური უთხრა, თუ რატომ დაჯდა ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან. ამის გამო მოხდა მათ შორის შელაპარაკება. მისი მხრიდან რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა მამის მიმართ ადგილი არ ქონია. ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მიიჩნევს, რომ შელაპარაკების გამო, მისი მამა დაზარალებული გ------- ლ-------- იყო ანერვიულებული და ალბათ ამის გამო დარეკა პოლიციაში. მიუთითებს, როდესაც პოლიცია მივიდა მათთან სახლში, ამ დროს იგი იმყოფებოდა ეზოში.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ გ------- ლ-------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ,,11.12.2018წ. 11:08-11:20 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. გ------- ლ-------- სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულისათვის ბრალდებულის მიერ დაზიანებების მიყენების ფაქტი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ გ------- ლ-------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმის სახით დაკითხული, ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------------ის ირიბი ჩვენებისა, რომელიც ძალადობის განხორციელების ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია, ხოლო დაზარალებულმა უარი განაცხადა მამხილებელი ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, აღნიშნული ძალადობის ფაქტი, ასევე, დადგენილი ვერ იქნა საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებებითაც, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი სხვა მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, გ------- ლ-------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 08 დეკემბერს, ქუთაისში, ჩ--------ს ქუჩა #---ში მდებარე სახლში გ------- ლ--------მ მამას გ------- ლ--------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 10 დეკემბერს, ქუთაისში, ჩ--------ს ქუჩა #---ში მდებარე სახლში გ------- ლ--------მ მამას გ------- ლ--------ს რამდენჯერმე ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ლ-------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ გ------- ლ-------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ------- ლ-------ის ბრალეულობაში, რის გამოც, გ------- ლ-------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორივე ეპიზოდში) გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ლ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ------- ლ-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის (2018 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
3. გ------- ლ-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და გ------- ლ-------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
4. გამართლებულ გ------- ლ--------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
5.საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე