გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210118002773213
№2/36649-18
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან მიქაბერიძე
სხდომის მდივანი - ილია ვაშაკიძე
მოსარჩელე - შპს „ფო------–-----------------------–--ი’’
წარმომადგენლები - დი--------------–-–---–ი, ეთ------------ე
მოპასუხე - შპს „ამ--------ი’’
წარმომადგენელი - და-------–----ე
დავის საგანი - ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ამ--------ს’’ შპს „ფო------–----------------------–--ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია 120 000 ლარი.
სარჩელის საფუძველი:
შპს „ფო------–----------------------–--ი’’ (საპროდიუსერო სახელი „ფო------–-----------ი’’), ახორციელებს სერიალის „ჩე---–---–---------–---ს’’ გადასაღებ სამუშაოებს 2011 წლიდან დღემდე და აღნიშნულ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე ფლობს 100%-იან საავტორო უფლებებს, რაც თავის თავში მოიაზრებს საავტორო უფლებას სერიალში გამოყენებულ პერსონაჟებზე.
მოპასუხემ 2017 წლის ნოემბერში დაამზადა სარეკლამო რგოლი, რომლითაც ხდებოდა მისი სავაჭრო ნიშნის „არ----------------ს’’ რეკლამირება სოციალური ქსელის - ფე-------ს მეშვეობით. მითითებულ რგოლში სერიალი „ჩე---–---–---------–---ს’’ პერსონაჟი „შა--–----------–---ი“ მოუწოდებდა საზოგადოებას მოპასუხის პროდუქციის შეძენისაკენ. სარეკლამო რგოლში მსახიობი ილ---------–---–ი თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს „შა---დ“ ანუ „შა--–----------–---ად“. მოპასუხემ სარეკლამო რგოლი დაამზადა შპს „ფო------–----------------------–--თან“ ყოველგვარი შეთანხმებისა და ნებართვის აღების გარეშე. 2017 წლის 23 ნოემბერს მოსარჩელის წარმომადგენელმა, სოციალური ქსელის - ფე-------ს მეშვეობით მოპასუხეს შეატყობინა, რომ სერიალ „ჩე---–---–---------–---ა“ და მის პერსონაჟებზე საავტორო უფლებები ეკუთვნის „ფო------–-----------ს“ და შესაბამისად მოითხოვა სარეკლამო რგოლის სოციალური ქსელიდან წაშლა, რის საფუძველზედაც მოპასუხემ გარკვეული დროის გასვლის შემდგომ წაშალა მითითებული სარეკლამო რგოლი.
აღნიშნულის შემდგომ, 2017 წლის ბოლოს მოპასუხემ კვლავ დაამზადა სარეკლამო რგოლი, რომლითაც განხორციელდა „არ----------------ს“ პროდუქციის რეკლამირება. მითითებული სარეკლამო რგოლი გავრცელდა, როგორც სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში, ასევე განთავსდა სოციალურ ქსელში - ფე------–ი, მოპასუხის კუთვნილ გვერდზე. სარეკლამო რგოლში მონაწილეობენ მსახიობები ილ---------–---–ი და ან--------ე, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილია სერიალი - „ჩე---–---–---------–---დან“, სადაც ისინი ასრულებენ ცოლ-ქმარის („შა--–----------–---ი“ და „ჩი------------–---–ი“) როლს. სარეკლამო რგოლშიც, მსგავსად სერიალისა მითითებული მსახიობები წარმოჩინებული არიან ცოლ-ქმარის როლში. მოპასუხეს არც სადავო სარეკლამო რგოლთან დაკავშირებით მოუპოვებია „ფო------–-----------ის“ ნებართვა, როგორც სერიალისა და მისი პერსონაჟებზე საავტორო უფლებების მფლობელისაგან. მოსარჩელის წარმომადგენელმა ჯერ ფე-------ს მეშვეობით მიუთითა მოპასუხეს, რომ სარეკლამო რგოლებში სერიალ ჩე---–---–---------–---ს პერსონაჟების გამოყენებისათვის, მათ უნდა აეღოთ შესაბამისი ნებართვა, ხოლო შემდეგ 2017 წლის 22 დეკემბერს წერილობით აცნობა მოპასუხეს, რომ სარეკლამო რგოლებში სერიალის პერსონაჟების გამოყენებით დაირღვა მოსარჩელის საავტორო უფლებები და მოუწოდა მას, რომ გადაეხადა შესაბამისი ჰონორარი, რითაც აღი-ვეთებოდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ 2---------წ. წერილით უარყო სერიალის პერსონაჟების გამოყენების ფაქტი და აგრეთვე მიუთითა იმაზე, რომ სარეკლამო რგოლი დამზადებული იყო სხვა კომპანიის მიერ, რის გამოც მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.
სერიალ „ჩე---–---–---------–--–ი“ ხორციელდებოდა სხვადასხვა კომპანიის ინტეგრირებული სარეკლამო მომსახურება, სადაც სერიალის პერსონაჟები ახდენენ დამკვეთების რეკლამირებას. ასეთი მომსახურების ღირებულება ერთ სერიაში განისაზღვრება დაახლოებით 6 700 ლარით. მოპასუხის მიერ დამზადებული სარეკლამო რგოლი გადიოდა „რუ--------“-ის ეთერში 2017 წლის 17 დეკემბრიდან 2018 წლის 14 იანვრამდე, რაშიც მოპასუხემ გადაიხადა 167 753 აშშ დოლარი. ასევე, მოპასუხემ 2018 წლის ბოლოს კვლავ განათავსა საკუთარ ფე----------------ე სადავო სარეკლამო რგოლი, რომელშიც მონაწილეობენ მოსარჩელის მიერ შექმნილი სერიალის პერსონაჟები. რგოლი განთავსდა ინტერნეტ სივრცეშიც რეკლამის სახით, რითიც ილახება საავტორო უფლების მქონე პირის ინტერესები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ამ--------მა’’ წარმოდგენილ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა, როგორც მოსარჩელე შპს ,,ფო------–----------------------–--ის’’ საავტორო უფლების არსებობა, ასევე უარყო მისი კავშირი ტელეფონის მეშვეობით გადაღებული ,,პრომო-ვიდეოსთან’’, სადაც მსახიობი ილ---------–---–ი საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც ,,შა---დ’’. რაც შეეხება მეორე სარეკლამო რგოლს, რომელშიც მონაწილეობენ მსახიობები ან--------ე და ილ---------–---–ი, აღნიშნულთან მიმართებით განმარტა, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს შპს ,,ამ--------სა’’ და შპს ,,სტ---–-ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვიდეორგოლის დამზადების თაობაზე. კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ამ--------ი’’ იყო დამკვეთი, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება მიიღო შემსრულებლისაგან და 2017 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად, საერთოდ უცნობია მოპასუხე მხარისათვის ვიდეო რგოლში მონაწილე პირთა შესახებ და ასევე ამ ვიდეო რგოლის სიუჟეტის შესახებ. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ თითქოს მათ საავტორო უფლება მოპოვებული აქვთ ვიდეო რგოლში მონაწილე პირთა ცოლ-ქმრულ სიუჟეტზე და განმარტა, რომ მსგავს შემთხვევას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რასთან მიმართებითაც მხარემ მოიხმო ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების’’ შესახებ საქართველოს კანონის 5.3 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში. მითითებულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მტკიცება, რომ მას საავტორო უფლება გააჩნია ორი პირის ცოლ-ქმრობის ფაქტზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,ფო------–----------------------–--ის’’ (საპროდიუსერო სახელი ,,ფო------–-----------ი’’) მფლობელობაშია სასაქონლო ნიშანი - სერიალი ,,ჩე---–---–---------–---’’ და თავადვე ახორციელებს სერიალის გადასაღებ სამუშაოებს.
3.1.2. მითითებული სერიალის პერსონაჟები არიან ცოლ-ქმარი შა--–----------–---ი („შა---“) და ჩი------------–---–ი („ჩი-ა“), რომელსაც ასახიერებენ მსახიობები ილ---------–---–ი და ან--------ე.
3.1.3. მოპასუხე შპს „ამ--------ი“ მოქმედი მეწარმე სუბიექტია, რომლის სავაჭრო სახელწოდებაა - „a-----------W”/„არ----------------“.
3.1.4. 2017 წლის ბოლოს მოპასუხემ დაამზადა სარეკლამო რგოლი, რომლითაც განხორციელდა „არ----------------ს“ პროდუქციის რეკლამირება [კერძოდ, 05.12.2017წ. შპს ,,ამ--------სა’’ და შპს ,,სტ---–-ს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დამზადდა სადავო ვიდეო რგოლი, რასთან მიმართებითაც მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 1---------წ.].
3.1.5. სარეკლამო რგოლში მონაწილე მსახიობები ილ---------–---–ი და ან--------ე, მსგავსად სერიალის „ჩე---–---–---------–---სა’’, წარმოჩენილნი არიან ცოლ-ქმრის როლში.
3.1.6. მითითებული სარეკლამო რგოლი გადაიცემოდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში და აგრეთვე განთავსდა სოციალურ ქსელში - fa-----k-ში, მოპასუხის კუთვნილ გვერდზე.
3.1.7. „არ----------------ს“ სარეკლამო რგოლი „ჯა--------------------–--ი“ ტელეკომპანია „რუ--------“-ის ეთარში გადიოდა 2017 წლის 17 დეკემბრიდან - 2018 წლის 14 იანვრამდე, შეთანხმებული მედია-გეგმის მიხედვით, რაშიც მოპასუხის მიერ გადახდილია 167 753 აშშ დოლარი.
3.1.8. მოპასუხემ 2018 წლის ბოლოს კვლავ განათავსა სარეკლამო რგოლი საკუთარ ფე----------------ე.
3.1.9. „არ----------------ს“ შპს „ფო------–----------------------–--ისგან“ ნებართვა სადავო სარეკლამო რგოლის დამზადებისათვის და მისი საჯაროდ გავრცელებისათვის არ მოუთხოვია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქპატენტის მოწმობა;
- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ;
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- 05.12.2017წ. ხელშეკრულება;
- მიღება-ჩაბარების აქტი;
- 15.03.2019წ. წერილი;
-12.12.2018წ. წერილი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავო სარეკლამო რგოლში მსახიობები ილ---------–---–ი და ან--------ე არ ასახიერებენ სერიალი ,,ჩე---–---–---------–---ს’’ პერსონაჟებს: ,,შა---სა’’ და ,,ჩი-ას’’.
[სასამართლო სადავო შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას სერიალის პერსონაჟების („შა---“ და „ჩი-ა“) იდენტურობაზე სადავო სარეკლამო რგოლში მონაწილე ილ---------–---–ისა და ან--------ის მიერ შესრულებულ როლთან დაკავშირებით. მართალია ორივე აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში მსახიობები წარმოჩენილია, როგორც ცოლ-ქმარი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს სარეკლამო რგოლში მსახიობების მიერ სერიალი ,,ჩე---–---–---------–---ს’’ პერსონაჟების ,,ჩი-ასა’’ და ,,შა---ს’’ განსახიერებას და შესაბამისად მოსარჩელის საავტორო უფლებების შელახვას. მსახიობების ილ---------–---–ისა და ან--------ის მიერ ერთობლივად სხვა სარეკლამო რგოლში მონაწილეობა ვერ მიიჩნევა მის მიერ შექმნილ პერსონაჟების განსახიერებად. გარდა იმისა, რომ მოპასუხის მიერ შექმნილ სარეკლამო რგოლში ასახიერებენ სერიალი ,,ჩე---–---–---------–---ს’’ მონაწილე მსახიობები სხვა სახის მსგავსება კონკრეტული სარეკლამო რგოლით არ დასტურდება. სარეკლამო რგოლში განსხვავებით სერიალისა მონაწილეობს ბავშვი, რომელიც ვიდეოს შესაბამისად ასახიერებს ცოლ-ქმრის შვილის როლს, მაშინ როდესაც სერიალში ,,შა---სა’’ და ,,ჩი-ას’’ შვილის შემსრულებელია სხვა მსახიობი. ამავდროულად, კონკრეტულ სარეკლამო რგოლში მსახიობების მიერ შესრულებული ცოლ-ქმრის პერსონაჟი არ იგივდება სერიალში შესრულებულ ცოლ-ქმართან. ილ---------–---–ი და ან--------ე არიან დამოუკიდებელი მსახიობები და მიუხედავად საზოგადოების მიერ მათი დაკავშირება სერიალში შესრულებულ როლებთან, ვერ გამორიცხავს მათ უფლებას მიიღონ მონაწილეობა სხვა სარეკლამო რგოლებში და მათ შორის ითამაშონ ცოლ-ქმრის როლი. გარემოება, რომ საზოგადოება ან--------ეს აიგივებს „ჩი-ასთან’’, ხოლო ილ---------–---–ს „შა---სთან“ არ უკრძალავს სხვა კომპანიებს მოამზადონ კონკრეტული მსახიობების მონაწილეობით სარეკლამო რგოლი].
3.2.2. უშუალოდ ,,შა---ს’’ მონაწილეობით შექმნილი, მობილურით გადაღებული ვიდეო რგოლთან მიმართებით არ დგინდება მოპასუხის კავშირი არც ვიდეოს შეკვეთასთან და დამზადებასთან მიმართებით და არც მის გავრცელებასთან დაკავშირებით, რაც გამორიცხავს კონკრეტული სუბიექტის პასუხისმგებლობას ვიდეოს არსებობისათვის.
[უნდა განიმარტოს, რომ განსხვავებით ან--------ისა და ილ---------–---–ის ერთობლივი მონაწილეობით შექმნილი ვიდეო რგოლისაგან, კონკრეტულ ვიდეოში მსახიობი ილ---------–---–ი საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც ,,შა---ს’’ (სერიალის პერსონაჟი), თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ დასტურდება კონკრეტულ ვიდეო-რგოლთან მოპასუხის რაიმე ფორმით კავშირი გამოირიცხება მისი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ვიდეო-რგოლის გავრცელება სოციალური ქსელსა თუ ტელევიზიის მეშვეობით, რამეთუ ფაქტების კონსტანტაციის ოქმით ვიდეოს ჩვენება არ ხორციელდება, მოპასუხის ვებ-გვერდის მეშვეობით, არამედ ვიდეო ფაილის სახით შენახულია მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ კომპიუტერში, რაც არ ადასტურებს კონკრეტული ვიდეოს გავრცელებას და სერიალის პერსონაჟის გამოყენებას რეკლამისათვის. ამავდროულად კონკრეტული ვიდეო-რგოლის გავრცელება არ დასტურდება არც სხვა სახის მტკიცებულებით, მოსარჩელეს შეეძლო წარმოედგინა, რომელიმე ტელევიზიისგან ცნობა, ან სოციალური ქსელში გავრცელების შემთხვევაში სხვა შესაბამისი მტკიცებულება, რაც არ განხორციელებულა, ხოლო იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის კონკრეტული ვიდეოსთან რაიმე კავშირის არსებობას, მხოლოდ ზეპირი მითითება ვიდეო-რგოლის დამზადებასა და გავრცელებასთან მიმართებით ვერ გამოდგება საკმარის მტკიცებულებად მითითებულის დასადასტურებლად. ამასთან, პროცესუალური თვალსაზრისით, სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი არ არის ფოკუსირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ თავად მოსარჩელე იმ აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს, რომელშიც მსახიობი ილ---------–---–ი საკუთარ თავს მოიხსენიებს ,,შა---დ’’ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებში უწოდებს, როგორც პრომო-ვიდეოს. ამავდროულად თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ მათი მიმართვის საფუძველზე დაუყოვნებლივ განხორციელდა ვიდეოს აღება სოციალური ქსელიდან. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც თუ მივიჩნევდით მოპასუხეს დაკავშირებულად სადავო ვიდეო რგოლთან მიმართებით, ფაქტია, რომ კონკრეტული სარეკლამო რგოლით მოპასუხეს სარგებელი არ მიუღია, რამეთუ იგი არ გავრცელებულა და შესაბამისად ვიდეო-რგოლს არ გამოუწვევია ,,არ----------------ს’’ პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა, რაც კომპენსაციის, როგორც სპეციალური კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია, რამეთუ მისი ოდენობა დაკავშირებულია საავტორო უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ოდენობასთან. კონკრეტულ შემთხვევაში, არ დგინდება ვიდეოს გამოყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს საავტორო უფლების მფლობელისათვის რაიმე სახის ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრისას მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ გაანგარიშებაზე, კერძოდ მხარე კომპენსაციის ოდენობის გამოთვლისას ანაზღაურების ოდენობას უკავშირებს თავად სერიალში (1 სერია) რეკლამის ინტეგრაციის საშუალო ღირებულებას - 6 000 ლარს და რადგან დარღვევა არ იყო ერთჯერადი ხასიათის და სარეკლამო რგოლები ტრიალებდა ინტერნეტში და ტელევიზიაში მრავალჯერადად, შესაბამისად მოსარჩელის მტკიცებით სერიალ ,,ჩე---–---–---------–---ს’’ პერსონაჟების სარეკლამო რგოლში გამოყენების ღირებულება შეადგენს მინიმუმ 2 სერიაში პროდუქტის ინტეგრაციის ღირებულებას, ანუ 12 000, რომლის 10-მაგი ოდენობა შეადგენს 120 000 ლარს. აღნიშნული მიდგომა ცალსახად გასაზიარებელი არ არის რამეთუ, კონკრეტულ შემთხვევაში სადავოა არა უშუალოდ სერიალის ფარგლებში რეკლამირება, არამედ დამოუკიდებლად გავრცელებული ვიდეო-რგოლები, აღნიშნული სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რაც რასაკვირველია ვერ შეფასდება ანალოგიურ ქმედებად და შესაბამისად ვერ მიიჩნევა ანალოგიური ღირებულებით ასანაზღაურებლად, რამეთუ კონკრეტულ შემთხვევაში დამოუკიდებლად განხორციელდა სხვა კომპანიის მიერ ვიდეო-რგოლის დამზადება და სერიალში მონაწილე მსახიობების დაქირავება, რაც რეალურად დაკავშირებულია დამოუკიდებელ ხარჯებთან და ლოგი-ურია, რომ კონკრეტული ოდენობით ანაზღაურებას არ ექვემდებარება, მითითებულ თანხას უნდა გამოაკლდეს, მსახიობებისათვის და უშუალოდ ვიდეოს დამამზადებლისათვის გადასახდელი თანხები, ამავდროულად, რამდენადაც სასამართლო არ იზიარებს საავტორო უფლების დარღვევის ფაქტს, მიზანშეუწონელია დამატებით კონკრეტული მსჯელობის განვრცობა].
[სსსკ-ს 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, ავტორის ნებართვის გარეშე ნაწარმოების გამოყენების შემთხვევაში, თავად ავტორმა უნდა დაამტკიცოს ის გარემოება, რომ ნაწარმოები მას ეკუთვნის და იგი უფლების დარღვევის ფაქტამდე შეიქმნა. სადავო სარეკლამო რგოლში მონაწილე პირები (ილ---------–---–ი და ან--------ე), მართალია წარმოადგენენ იმ მსახიობებს, რომლებიც მონაწილეობენ სერიალ „ჩე---–---–---------–--–ი“, როგორც ცოლ-ქმარი (პერსონაჟები შა--–----------–---ი/“შა---“ და ჩი------------–---–ი/“ჩი-ა“), თუმცა სარეკლამო რგოლში ისინი არ განასახიერებენ სერიალისათვის დამახასიათებელ პერსონაჟებს („შა---“/“ჩი-ა“) და მათი მხრიდან არ ხდება ტექსტების გაჟღერება, რასაც მოსარჩელეც არ უარყოფს. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ კონკრეტულ პირებს (მსახიობებს), გააჩნიათ თვით შემოქმედებისა და რეალიზაციის უფლება, რაც ვერ შეიზღუდება მათი მონაწილეობით კონკრეტულ სერიალში. რაც შეეხება, მეორე სარეკლამო რგოლს აღნიშნულთან მიმართებით არ დგინდება მოპასუხის კავშირი, რაც ამ მხრივ გამორიცხავს შპს ,,ამ--------ის’’ პასუხისმგებლობას].
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სი-ეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული (სკ-ს მე-7 მუხლი). არამატერიალური ქონებრივი სი-ეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (სსკ-ის 152-ე მუხლი).
6.2. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება (მუხლი 20), რომლის ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები და რომელიც რეგლამენტირებულია ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზი-ურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტი-ით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტულაურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი ნორმაა და უზრუნველყოფს მის, როგორც პირის უფლების დაცვის რეალიზებას (იხ: Eur. Court H.R.: Melnychuk v. Ukraine, Judgment 7 july, 2005/სუსგ. საქმე Nას-970-919-2015, 11.03.2016წ. ).
6.3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ საავტორო უფლებით დაცული ობიექტი რეალურად შექმნილია. კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.
6.4. კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებებს მიეკუთვნება - აუდიოვიზუალური ნაწარმოები, რომელიც ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განიმარტება, როგორც ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე, ვიდეო, ფილმები და სხვა);
6.5. მოხმობილი ნორმების ფართო განმარტების საფუძველზე, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი საავტორო უფლების ობიექტად განიხილავს ასევე აუდიოვიზუალური ნაწარმოების პერსონაჟს, რომელიც იქმნება ავტორის მიერ და წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, რაც განაპირობებს მათზე საავტორო უფლებების გავრცელებას.
6.6. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს „ფო------–-----------------------–--ი“ ახორციელებს სერიალი „ჩე---–---–---------–---ს“ გადასაღებ სამუშაოებს 2011 წლიდან დღემდე. უდავოა ასევე, გარემოება, რომ 2017 წლის ბოლოს მოპასუხემ დაამზადა სარეკლამო რგოლი, რომლითაც განხორციელდა „არ----------------ს“ პროდუქციის რეკლამირება. სარეკლამო რგოლში მონაწილეობენ მსახიობები ილ---------–---–ი და ან--------ე, სადაც ისინი მსგავსად სერიალი „ჩე---–---–---------–---სა“ წარმოჩენილნი არიან ცოლ-ქმრის როლში. მითითებული სარეკლამო რგოლი გადაიცემოდა სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში და აგრეთვე განთავსდა სოციალურ ქსელ - ფე------–ი, მოპასუხის კუთვნილ გვერდზე.
6.7. მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით სადავოდ ხდის მის მიერ შექმნილი პერსონაჟების „ჩი-ასა“ და „შა---ს“ უნებართვოდ გამოყენებისა და აღნიშნულით მისი საავტორო უფლებების შელახვას, რის გამოც ითხოვს შესაბამის კომპენსაციას.
6.8. კანონის 15.3 მუხლის თანახმად, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს, ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს მოითხოვოს მე-18 მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებების დაცვა, კერძოდ მოხმობილი ნორმის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).
6.9. სასამართლოს აზრით სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი უფლების მოპასუხის მიერ შელახვის ფაქტი, რაც პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გარემოება, რომ სარეკლამო რგოლში მონაწილეობენ იგივე მსახიობები თავისთავად არ გულისხმობს სერიალის პერსონაჟების განსახიერებას. აღნიშნულს არ ადასტურებს არც მხოლოდ ის ფაქტი, რომ სერიალის მსგავსად კონკრეტული მსახიობები სარეკლამო რგოლში ასრულებენ ცოლ-ქმრის როლს. ავტორს უნდა განემარტოს, რომ საავტორო უფლება ვრცელდება მხოლოდ მისი ინტელექტუალური შემოქმედების შედეგად შექმნილ პერსონაჟებზე, რაც არ გულისხმობს კონკრეტული მსახიობების მიერ სხვა აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში თუნდაც ერთობლივად შესრულებულ პერსონაჟებზე საავტორო უფლების გავრცელებას. რაც შეხება ე.წ. ,,პრომო-ვიდეოს’’, სადაც მსახიობი ილ---------–---–ი, საკუთარ თავს მოიხსენიებს, როგორც ,,შა---’’ აღნიშნული ვერ გახდება უშულოდ მოპასუხის პასუხისმგებლობის საფუძველი, რამეთუ არ დგინდება კონკრეტული პირის მონაწილეობა ვიდეოს დამზადებისას და ამავდროულად არ დასტურდება მითითებული სარეკლამო რგოლის გავრცელება სოციალურ ქსელსა, თუ რომელიმე ტელევიზიის მეშვეობით, რაც ამ მხრივ გამორიცხავს მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრებას.
6.10. კანონის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა იწვევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზი-ური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევად. მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევად აგრეთვე ჩაითვლება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მონაცემთა ბაზის უკანონო გამოყენება. 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლებების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს, დამრღვევისგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდა. ამასთანავე, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უფლების დარღვევის სიმძიმე, კონტრაფაქციული ასლების რაოდენობა, დამრღვევის განზრახვა ან/და ნებისმიერი სხვა გარემოება, რომელიც კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული. უნდა აღინიშნოს, რომ კომპენსაცია იმით განსხვავდებოდა ზიანისაგან, რომ კომპენსაცია მიმართულია არა მიყენებული ქონებრივი დანაკლისის სრულად შევსებისაკენ, არამედ ასეთი დანაკლისის რეპარაციისაკენ, რის გამოც დასაშვებია ამ სახით მოთხოვნილი თანხის მხარისათვის მი-უთვნება სავარაუდო ოდენობის ფარგლებში. კომპენსაცია შეიძლება გადახდეს დამრღვევს ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად. ამასთან, კომპენსაციის სახით გადასახდელი თანხის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს მიყენებული ზიანის სავარაუდო ოდენობას, დამრღვევის მიერ მიღებული შემოსავლის ოდენობას, დარღვევის მასშტაბურობას, დამრღვევის ბრალის ხარისხსა და ზოგიერთ სხვა ფაქტორს (იხ. საქმე№ას-892-850-2013, 01.04.2015წ.). რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში არ დადგინდა საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი, მიზანშეუწონელია დამატებით კომპენსაციაზე, როგორც საავტორო უფლების დარღვევის თანმდევ შედეგზე საუბარი და მისი ოდენობის განსაზღვრის სამართლიანობაზე მსჯელობა. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სსსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეუნქტის თანახმად, ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია - მოსარჩელე, რის გამოც საქმეზე გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალურ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო), საქმის განხილვასთან დაკავშირებულ პროცესის ხარჯს გაიღებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ამ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ფო------–-----------------------–--ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლევან მიქაბერიძე