განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
140100119002793498
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100119002793498

საქმე #1/3-19 (077080518002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- ზ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ------ კ------–---–- (დაბადებული 1----–-–---------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–------–------------------------–-)

 

ადვოკატი - გ------- ა--–-----–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2018 წლის 8 მაისს, დაახლოებით 12:50 საათზე, გომი-საჩხერე-ჭიათურის საავტომობილო გზის მე-16 კოლომეტრზე, საჩხერის მიმართულებით ,,ვოლვოს” მარკის ავტომობილით მოძრავმა ზ------ კ------–---–მა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ,,მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა ვ-–-------- ს-----–--ე. შეჯახების შედეგად ორივე ავტომანქანა გადავარდა თხრილში. შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომანქანა ,,ვოლვოს“ მგზავრმა დ----- კ------–---–მა და მიკროავტობუს ,,მერსედესის“ მგზავრებმა - გ--–- კ-------მ და ლ---- ბ-------მ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს ავტომანქანა ,,ვოლვოს“ მგზავრმა თ----- თ----–--–---–მა და მიკროავტობუს ,,მერსედესის“ მგზავრებმა - გ------ ს-------–---–მა, ო---- ც---–---მ და ნ---- ი---------მ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია 3 ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და 4 ადამიანის - მძიმე დაზიანება.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ზ------ კ------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ.A

 

3.2 გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ვ-–-------- ს-----–--ის, ა----- ნ--------ის, დ----- კ------–---–-ს, გ--–- კ------ის, გ------ ს-------–---–ის, ნ---- ი-------ის, ო---- ც---–--ის, ლ---- ბ------ის, თ----- თ----–--–---–ის და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ზ------ კ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ზ------ კ------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, წარსულ ცხოვრებას (მისი წარსული არაფრითაა შებღალული), აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. დაზარალებულებს, გარდა გ------ ს-------–---–ისა, მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, ჰყავს 6 წლის შვილი, ისწრაფვის, გ------ ს-------–---–საც აუნაზღაუროს ზიანი, რის საშუალებაც, მისივე განმარტებით, ჯერ არ აქვს. ამასთან, საგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება მიიღო შვიდმა პირმა, ერთ-ერთს ფეხიც მოჰკვეთეს;

 

5.2 ყოველივეს გათვალისწინებით, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია - მისაღწევად არ არის აუცილებელი ზ------ კ------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ მიზანშეწონილია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება. ამასთან, ჩადენილი დანაშაულის გარემოებებისა და დაზარალებულთა რაოდენობისა და დაზიანებების მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულს ავტომანქანის მართვის უფლება უნდა ჩამოერთვას მაქსიმალური ვადით;

 

5.3 სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზიანებული ავტომანქანები დაუბრუნდა კანონიერ მფლობელებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ კ------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 ნაწილებით და მიესაჯოს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ზ------ კ------–---–ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოს;

 

მსჯავრდებულ ზ------ კ------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი