განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
120100119002985015
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/116 -19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

28 მაისი 20-9 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მ-----იშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ------- ლ---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – გ--- ჯ---–-------ი, დაბადებული 1-.0-.1---წ. პირადი #1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქალაქი ბ---------ი, რ---------–-ს ქ.N1--.

 

ადვოკატი - მ----- გ------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

გ--- ჯ---–-------მა, 20-9 წლის 2- მ-----ს, დაახლოებით 19:00 საათზე ქ.ბ---------ში, რ---------–-ს ქ. N1---ში, თავის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით სამი მცირეწლოვანი შვილის 13-წლის ვ---ლ ჯ---–-------ის, 10- წლის თ-------ე ჯ---–-------ის და 4-წლის ს--- ჯ---–-------ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სიმამრს ჯ------- მ--–----ეს, უცენზურო სიტყვებით ლანძღა აგინა, ხელი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში, რამაც ჯ------- მ--–----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გ--- ჯ---–-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის117-ე, 118-ე ან 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.წარდგენილი ბრალდება.

 

20-9 წლის 24 მ-----ს გ--- ჯ---–-------ი დაკავებულ იქნა, ხოლო 20-9 წლის 2- მ-----ს გ--- ჯ---–-------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პ.

 

4.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბ---------ის მუნიციპალიტეტში 20-9 წლის 26 მ-----ის განჩინებით გ--- ჯ---–-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

5. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები არსებით სხდომაზე დაცვის მხარის მიერ უდავო სახის მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შეს---მისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

6. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

ნ---- ჯ---–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად, 20-9 წლის 2- მ-----ს, დილის საათებში, თვითონ და თავის მეუღლე გ--- ჯ---–-------ი, მათი ორი შვილი ვ---ლი და თ-------ე გაემგზავრნენ ბ---------ის რაიონის, ს------– დ----ში, სადაც აქვთ მიწის ნაკვეთი და სახლი, უნდა დაესუფთავებინათ იქაურობა. იქ გ---მ დალია რამოდენიმე ჭიქა არაყი და მანამ წამოვიდოდნენ გ---მ მიიხმო თავისთან უფროსი შვილი ვ---ლი, ერთად შევიდნენ სახლში, თვითონ კი ეზოში ელოდებოდა. ფანჯარაში დაინახა, რომ რაღაცას ესაუბრებოდა ჟესტიკულაციით ვ---კოს, არ ესმოდა რაზე საუბრობდნენ. იქნებოდა დაახლოებით 18:00 საათი, წამოვიდნენ ქ. ბ---------ში, სახლში. გზაში გ---მ დაუწყო აგრესიული, ირონიული და აგდებული საუბარი, მიხვდა, რომ უკვე „შარზე“ იყო და უნდა გამოეწვია, მაგრამ არ აყვა. გზაში არ უთქვამს, თუ რაზე ესაუბრა ვ---ლს. როდესაც მივიდნენ სახლის ეზოში, თვითონ და თ-------ე სახლში ავიდნენ, ხოლო გ--- და ვ---კო დარჩნენ ა/მანქანაში. მან კითხა მეუღლეს, თუ რატომ არ ამოდიოდა, უპასუხა აგდებულად, რომ: „მამაშენს დაურეკე, ვ---კოს აქვს მასთან საქმე, პასუხი უნდა მოთხოვოს“. ჯ-------მა დაურეკა მობილურით გ---ს და უთხრა, რომ მასთან სახლში იმყოფებოდა და მისულიყო სასაუბროდ. სამივენი, თვითონ, გ--- და ვ---კო ავიდნენ სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდა მისი დედამთილი ზ----- ნ------ე და მცირეწლოვანი 4 წლის ს---. მამამისმა ჰკითხა გ---ს, თუ რაში იყო საქმე და რა ხდებოდა. გ---მ უპასუხა, რომ ვ---კოს ჰქონდა მასთან საქმე. ჯ-------ი მიუტრიალდა ვ---კოს და ჰკითხა:,აბა პაპა გისმენ რა საქმე გაქვს ჩემთან“. ვ---კო მიუახლოვდა მამამისს და უთხრა:,,ადრე შენ რომ მამაჩემზე მითხარი, მამაშენი ზარმაციაო და რატომ არ მუშაობსო“. მამამისი დარჩა გაკვირვებული, რადგან მასეთი საუბარი არასოდეს ჰქონია ვ---კოს მის მიმართ. ამ დროს გ--- მოულოდნელად სწრაფად მივიდა მამამისთან და მუშტებით დაუწყო ცემა სახისა და თავის არეში. ამის დანახვაზე თვითონ და დედამთილი ზ-----ი ჩადგნენ შუაში და დაიწყეს გ---ს დაწყნარება. გაშველებაში მისი მეუღლის მიერ ჯ-------ისკენ მოქნეული მუშტი მოხვდა თავის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ--- არ ჩერდებოდა, აგინებდა მამამისს დედისა და ახლობლების მისამართით, აგრძელებდა ხელებით მამამისის ცემას, ჯ-------იც ხელებს იფარებდა, ცდილობდა მოგერიებას. ამ ყველაფრის შემსწრე იყვნენ მისი მცირეწლოვანი შვილები თ-------ე და ს---, რომლებსაც შეეშინდათ და ტირილი დაიწყეს. ხოლო თვითონ გ---ს აწყნარებდა და ემუდარებოდა დამშვიდებულიყო. მიუხედავად ამისა, მისი არ შეისმინა გაუსხლტდა ხელიდან, მივიდა ისევ მამამისთან და მუშტებით დაუწყო ცემა თავის არეში, ასევე ფეხიც ამოარტყა სახეში. განაგრძობდა გინებას მამამისის მისამართით უშვერი სიტყვებით, ცალკე ბავშვები ტიროდნენ, ისე იყვნენ შეშინებულები ამ ყველაფრის დანახვით. მამამისს მოუტრიალდა და შეეხვეწა წასულიყო სახლიდან, გაცლოდა გ---ს, რათა ვეღარ აჩერებდნენ ისეთი აგრესიული იყო მისი მეუღლე. იმდენად შეშინებული და აღელვებული იყო, მეტი გზა არ ქონდა, კუთვნილი მობილური ტელეფონით დარეკა ,,11-"-ში და უამბო ოპერატორს მომხდარის შესახებ, და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 6-7;

 

თ-------ე ჯ---–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად 20-9 წლის 2- მ-----ს იმყოფებოდა სახლში ბებოსთან ზ----- ნ------ესთან და თავის პატარა ძმასთან ს--- ჯ---–-------თან ერთად. საღამოს ზუსტად საათი არ ახსოვს მათთან სახლში მოვიდა ბაბაუა ჯ-------ი მ--–----ე, რომელმაც დაურეკა მამამისს გ--- ჯ---–-------ს და უთხრა მოსულიყო სახლში და იქ ესაუბრათ. მამაც მალევე მივიდა სახლში დედასთან ნ---- ჯოლბოლრდთან და მის ძმასთან ვ---ლი ჯ---–-------ისთან ერთად, როგორც შეამჩნიეს იყო ნასვამი. მან უთხრა ბაბუას, რომ ვ----ს აქვს შენთან სალაპარაკოო. ჯ-------იც მიიწია ვ----სკენ და უთხრა რა სალაპარაკო გაქვს გისმენ ბაბუ. ვ----მ უხრა, რომ შენ მამაჩემზე ამბობდი ზარმაცია არ უნდა სამსახურის მოძებნა და მუშაობის დაწყებაო. ამ დროს გ--- მოულოდნელად სწრაფად მივიდა ჯ-------ისთან და მუშტებით დაუწყო ცემა სახის არეში. დედამისი და ბებიამისი ჩადგნე6 მათ შუაში და დაიწყეს გ---ს დაწყნარება. ამ გაშველებაში მამამისის მიერ მოქნეული მუშტი დედამისს ნ----ს მოხვდა თავის არეში. გ--- არ ჩერდებოდა, აგინებდა ბაბუამისს დედის მისამართით, მას და ს---ს შეეშინდათ და დაიწყეს ტირილი. ზ-----მა ჯ-------ი დააჯინა კრესლოში, ხოლო დადამისი ნონო ცდილობდა გ---ს დამშვიდებას. თუმცა გ--- არ მშვიდდებოდა და ისევ მივარდა ჯ-------ისთან და დაარტყა რამოდენიმეჯერ თავში. დედამისმა ნ----მ უთხრა ბაბუამისს წასულიყო სახლიდან, რაზეც დაუჯერა ჯ-------იმ და წავიდა სახლიდან. ამის მერე დედამისმა აიღო ტელეფონი დარეკა 11--ში და გამოიძახა პოლიცია.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 1--13;

 

დაზარალებულის ჯ------- მ--–----ის ჩვენება, რომლის თანახმად 20-9 წლის 2- მ-----ს იმყოფებოდა ა---–-----ში იქნებოდა დაახლოებით 19:00 საათი რა დროსაც ტელეფონზე დაურეკა მისმა სიძემ გ--- ჯ---–-------მა და უთხრა რომ ამოდი ეხლა აქ და ვ---კოს ბოდიში მოუხადეო. მას ეტყობოდა ხმაზე რომ იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, ვერ მიხვდა თუ რა უნდოდა მას და ახალდაბიდან გამოყვა ბ---------ში ტაქსს. მივიდა პირდაპირ მის შვილთან სახლში, სახლში როდესაც შევიდა იყვნენ შუთანა და პატარა შვილიშვილი და ასევე გ--- ჯ---–-------ის დედა ზ-----ი. ვინაიდან გ--- სახლში არ იყო დაურეკა და უთხრა, რომ მასთან იყო სახლში და მოსულიყო, რის შემდეგაც მალევე შევიდა სახლში გ--- და მისი უფროსი შვილიშვილი ვ---კო, გ--- შემოსვლისთანავე აგრესიული იყო მის მიმართ და მან უთხრა ვ---კოს საქმე აქვს შენთანო, მან ვ---კოს მიმართა და კითხა რა ხდება ბაბუთქო, რაზეც უპასუხა მან რომ ამის წინ მამაჩემზე რატო თქვი უქნარააო. მან ცადა აეხსნა ბავშვისათვის, რომ ცუდი არაფერი უთქვამს, ამან უარესი აგრესიული გახადა გ--- მის მიმართ, წამოხტა მდივანიდან ფეხზე და ხმამაღლა დაუწყო გინება უცენზურო სიტყვებით და ღრიალებდა გაეთრიე აქედანო, მიუახლოვდა და მოულოდნელად დაარტყა ხელი თავის არეში რა დროსაც განიცადა თავის არეში ფიზიკური ტკივილი. ხელის კვრით ცადა მოეშორებინა გ--- თავიდან, რთმ სახის არეში არ დაერტყა და რამე არ დატყობოდა სახეზე, მაგრამ იგი ხელებს კვლავ იქნევდა მისი მიმართულებით რომ დაერტყა, რის გამოც ხელები დაუკავა მას და ცდილობდა დაეკავებინა.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 15-16

 

ვ---ლ ჯ---–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად 2- მ-----ს დილის საათებში ვ---ლი ჯ---–-------ი, გ--- ჯ---–-------ი, დედამისი ნ---- ჯ---–-------ი და ძმა თ-------ე წავიდნენ ბ---------ის რ-ნ, ს------– დ----ში, სადაც დაასუფთავეს იქ არსებული მიწის ნაკვეთი, შესვენების დროს მამამისმა დალია რამდენიმე ჭიქა არაყი, საღამოს ქ.ბ---------ის სახლში დაბრუნების შემდეგ, მამამისმა გ--- ჯოლბარდმა დაურეკა ჯ------- მ--–----ეს და უთხრა ,რომ მისულიყო მათთან სახლში, რადგან საქმე ჰქონდა. პაპამისის მისვლის შემდეგ ვ---კო შევიდა ოთახში ტანსაცმლის გამოსაცვლელად, რა დროსაც შემოესმა გ---სა და ჯ-------ის ყვირილის ხმა. ის გამოვიდა ოთახიდან და დაინახა, რომ დედამისი ნ---- და ზ-----ი აშველებდნენ მამამისსა და პაპამისს, რომლებიც ჯიკაობდნენ და ერთმანეთს აგინებდნენ ხმამაღლა. ვითონაც შეეცადა მათ დაწყნარებას, მიზეზი თუ რატომ შეკამათდნენ ისინი მან არ იცის. ყველაფერი მალევე დასრულდა, პაპაც და მამაც მალევე გავიდნენ სახლიდან.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 46-50;

ბრალდებულის გ--- ჯ---–-------ის ჩვენება, რომლის თანახმად 20-9 წლის 2- მ-----ს დილის საათებში გ--- ჯ---–-------ი,მისი მეუღლე ნ--ა და მათი შვილები წავიდნენ ბ---------ის რ-ნ ს------– დ----ში სადაც მიწის ნაკვეთი უნდა დაესუფთავებინათ,იქ შესვენების დროს გ---ს უთხრა თავის შვილმა ვ---კომ, რომ პაპამისი ჯ------- მ--–----ე გ---ს მოიხსენიებდა უსაქმურ, არაფრის გამკეთებელ და უვარგის ადამიანად. ამ სიტყვებმა გ--- საკმაოდ გააღიზიანა და გადაწყვიტა ჯ-------ისთვის დაერეკა და ესაყვედურა, რადგან ის არ იმსახურებდა ამ სიტყვებს, მითუმეტეს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით. სატელეფონო საუბრის შემდეგ, საკითხის უკეთ გარკვევის მიზნით შეიკრიბნენ სახლში გ---, ჯ-------ი ,ნ----, გ---ს დედა და სამივე შვილი. იქ გ---ს შეკითხვაზე თუ რატომ უთხრა შეურაცხმყოფელი სიტყვები, პასუხად მიიღო, რომ ზუსტად ის უთხრა რაც იყო. ამის შემდეგ დაიწყო გაწევ-გამოწევა, ჯიკაობა, რომლის დროსაც ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ ქმედებამდე არც-ერთი მათგანი ერთმანეთს არ დაპირისპირებია. წარსულში გ---ს მეუღლემ, ნ---მ დალია წამლები იმის გამო, რომ მას უნდოდა სახლში წასვლა, მამამისმა ჯ-------მა კი ამაზე უარი განუცხადა. გ---სა და ჯ-------ს შორის უთანხმოების გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ არასრულწლოვან შვილებს აძულებდა მის თავს. ასევე გ---ს თქმით მის სიმამრი მატერიალური კუთხით არასდროს ეხმარებოდა, ის ოჯახის სარჩენად მუშაობს სხვადასხვა სამუშაოებზე, მეუღლე არის პედაგოგი.

იხ. ტომი 1 ს.ფ. 6--69;

 

20-9 წლის 24 მ-----ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული მოწმის ზ----- ნ------ის ჩვენება, რომელმაც ადგილზე აღწერა, 20-9 წლის 2- მ-----ს შვილის გ--- ჯ---–-------ის მიერ ჯ------- მ--–----ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 24-35;

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის ო----- ს--------- 20-9 წლის 2- მ-----ის დადგენილებით ჯ------- მ--–----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის N0-0-30------ საქმეზე.

 

იხ. ტომი 1 ს.ფ. 70;

 

ბრალდებულმა გ--- ჯ---–-------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

7.სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ--- ჯ---–-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული

 

8.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--- ჯ---–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი გულწრფელი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება, რომ ქმედება ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

 

9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას შეურიგდეს დაზარალებულს, დანაშაული ჩადენილი აქვს 20-9 წლის 2- მ-----ს, საიდანაც გასულია გარკვეული დრო და მის რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი არ ყოფილა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, გ--- ჯ---–-------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შეს---მისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277 ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--- ჯ---–-------ი პ/ნ #1---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-61 მუხლის მეორე ნაწილის,,ბ“ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 6--ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 0- (ერთი) წელი.

 

2. გ--- ჯ---–-------ის პ/ნ #1---------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისაგან გათავისუფლდეს ბრალდებულის გ--- ჯ---–-------ის (პ/ნ-1----------) მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად, 10 000 ლარის ფარგლებში, დაყადაღებული ჯ------- მ--–----ის (პ/ნ-1----0-0---) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 10486,00 კვ.მ., მდებარე ბ---------ის რაიონი, ს------–ი ბ--–-----, საკადასტრო კოდით 6-.3-.0-.1--.

გ--- ჯ---–-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 20-9 წლის 2- მ-----იდან 20-9 წლის 27 მ-----ის ჩათვლით.

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე