განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
140100118002245436
დავის ტიპი
126 2 გ
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100118002245436

საქმე #1/6-18 (011061217001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ლ ი თ

 

16 მაისი, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შ----- მ------–---–- (დაბადებული 1----–-–------------, პ/ნ------------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–-----------ში)

 

ადვოკატი - მ--- გ-------–-–---–-

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2017 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მთვრალმა შ----- მ------–---–მა გ------------------------–-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მშობლებს - ლ---–- მ------–---–სა და შ----- ს---------ს მოსთხოვა ფული, რაზეც მიიღო უარი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მშობლებს, რის შემდეგაც დედას - ლ---–- მ------–---–ს შეშის ნაპობი დაარტყა ხელსა და ტანზე. მეუღლეს გამოესარჩლა შ----- ს---------, რის გამოც შ----- მ------–---–- მასაც შეშის ნაპობი დაარტყა თავსა და მარცხენა მხარზე. შ----- მ------–---–-ს ქმედებით ლ---–- მ------–---–მა და შ----- ს---------მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად;

 

1.2. მეორე დღეს - 6 დეკემბერს, დაახლოებით 10:50 საათზე, ამავე სახლში, მთვრალმა შ----- მ------–---–მა ლ---–- მ------–---–სა და შ----- ს---------ს კვლავ მოსთხოვა მისთვის ფულის მიცემა, უარით განაწყენებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ლ---–- მ------–---–ს სკამი დაარტყა მარცხენა ხელში, რის შემდეგაც წააქცია იგი ლოგინზე და ორჯერ დაარტყა ფეხი ტანის არეში. შედეგად, ლ---–- მ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის ორი წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, აგრეთვე - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება შ----- მ------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, კერძოდ:

 

3.2 დაზარალებულებმა - შ----- ს---------მ, ლ---–- მ------–---–მა და მოწმე ე-–--- მ------–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ;

 

3.3. ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ------ გ---------მ განმარტა, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ გ------------------------–-----------ში, შ----- ს--------ის ოჯახში იყო კონფლიქტი, კერძოდ, მათი შვილი - შ----- მ------–---–- მშობლებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ს------ ვ---–---–თან ერთად. შ----- მ------–---–- იყო მთვრალი და აგრესიას გამოხატავდა მშობლების - ლ---–- მ------–---–-სა და შ----- ს--------ის მიმართ - აგინებდა და ლანძღავდა. მშობლების განმარტებით, შ----- მ------–---–- მათ მთელი ღამის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლ---–- მ------–---–ს დაზიანება აღენიშნებოდა მხარზე, შ----- ს---------ს - თავზე.

 

3.4. ინსპექტორ-გამომძიებელ ს------ ვ---–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 11 საათზე, შეტყობინების საფუძველზე, ზ------ გ---------სთან ერთად მივიდა შ----- ს--------ის სახლში, სადაც შ----- მ------–---–- დახვდათ მთვრალი. იგი მშობლებს აგინებდა, ლანძღავდა, გამოხატავდა მათ მიმართ აგრესისას და იწევდა მათი ცემის მიზნით, მაგრამ შეაკავეს მან და ზ------ გ---------მ. მშობლებს აღენიშნებოდათ დაზიანებები, თუმცა შ----- მ------–---–-ს მიერ მშობლების ცემის ფაქტს არ შესწრებია.

 

3.5. ექსპერტ-კრიმინალისტ გ------- მ--------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 6 დეკემბერს, საღამოს, გ------------------------–-----------ში გამომძიებელ მ-----– ბ------სთან ერთად, ლ---–- მ------–---–-ს თანდასწრებით მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის - სახლისა და ეზოს დათვალიერებაში, რა დროსაც ამოიღეს პატარა ზომის ხის სკამი. ლ---–- მ------–---–- განმარტებით, აღნიშნული სკამი ესროლა შ----- მ------–---–მა.

 

3.6. გამომძიებელ მ-----– ბ-----ის განმარტებით, 2017 წლის 6 დეკემბერს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება შ----- მ------–---–-ს მიერ მშობლების ცემის ფაქტზე. მან დაკითხა დაზარალებულები - შ----- მ------–---–-ს მშობლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შ----- მ------–---–მა; დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ლ---–- მ------–---–-ს მითითებით ამოიღო ხის სკამი, რომლითაც ლ---–- მ------–---–-ს განმარტებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა.

 

3.7. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, 2017 წლის 6 დეკემბერს, 16:30 საათზე პირადი შემოწმებისას შ----- ს---------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევეის სახით, ხოლო 16:45 საათზე - ლ---–- მ------–---–ს -დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით. ორივე მათგანის დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. ეს დასკვნები სასამართლოში დაადასტურა ექსპერტმა მ--–---- მ----------მა.

 

3.7. ბრალდებულმა შ----- მ------–---–მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

 

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელი უტყუარი მტკიცებულებები, რადგან შ----- მ------–---–-ს მიერ ძალადობას სასამართლოში არ ადასტურებს არცერთი მოწმე. ცხადია, მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

ამდენად, შ----- მ------–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შ----- მ------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და შ----- მ------–---–- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

4. ნივთიერი მტკიცებულება - სკამი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი