განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
140100117002996108
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100117002996108

საქმე #1/118-17 (028050915001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა-- დ------–---–- (დაბადებული 1----–-–-----------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ----–--------–---------------ში)

 

ადვოკატი - ტ---- რ-------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტები

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების არსი:

 

1.1 2014 წლის 29 იანვარს, კ---–-----–----–----–----------ში მდებარე ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, სხვა პირთან ერთად, ა-- დ------–---–მა ვ----– ბ-----–---–ს მოტყუებით გადასცა ინდმეწარმე ე-–------- ა-------ზე რეგისტრირებული ავტომანქანა ,,ბმვ”, სახ. №-------, რის სანაცვლოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მას გამოართვა 5 340 ლარი. შედეგად, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 თაღლითობა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1 სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება ა-- დ------–---–-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა ვ----– ბ-----–---–მა განმარტა, რომ არის ავტომანქანის ხ--–------. 2013 წლის აგვისტოში გ------ კ--–--------–---–ს შეუკეთა გერმანიიდან ჩამოყვანილი ავტომანქანა ,,ბმვ”. აგვისტოს ბოლოს გ------მა უთხრა, რომ აღნიშნული მანქანა ,,ისევ დაამტვრიეს” და კვლავ მიუყვანა გასაკეთებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ გ------ კ--–--------–---–მა მასთან მიიყვანა ი----- ა-------- და გააცნო ავტომანქანის მესაკუთრედ, რის შემდეგაც ი----- ა--------მ რამდენჯერმე მიაკითხა. 2014 წლის 20 იანვარს გ------ კ--–--------–---–მა შესთავაზა აღნიშნული მანქანის ყიდვა, რადგან მისი მესაკუთრე აპირებდა გაყიდვას. ვ----– ბ-----–---–ი დასთანხმდა. მეორე დღეს გ------მა ვ----– ბ-----–---–თან მიიყვანა ი----- ა--------. შეთანხმდნენ, რომ ვ----– ბ-----–---–ს ავტომანქანა უნდა შეეძინა 3200 აშშ დოლარად. ამასთან, ი----- ა--------მ მანქანის გადაფორმების ნაცვლად შესთავაზა მინდობილობით გადაცემა, ,,გაფორმების თანხის დაზოგვის მიზნით’’. 2014 წლის 29 იანვარს, კ---–-----–----–----–------------ში მდებარე ვ----– ბ-----–---–ის საცხოვრებელ სახლთან ტაქსით მივიდნენ ი----- ა-------- და ა-- დ------–---–-. ი----- ა-------- გადმოვიდა მანქანიდან და ვ----– ბ-----–---–ს მოსთხოვა პირადობის მოწმობა და თანხა. ვ----– ბ-----–---–მა მას უთხრა, რომ ფულს გამოუტანდა სახლიდან. ამ დროს ა-- დ------–---–- ტაქსიში იჯდა. როდესაც ვ----–მა ფული გამოიტანა, ი----- ა--------ც უკვე ავტომანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, ა-- დ------–---–თან ერთად. ვ----– ბ-----–---–მა ავტომანქანის ფული ტაქსიში გადასცა ი----- ა--------ს ისე, რომ თვითონ არ ჩამჯდარა. თან უთხრა, რომ ,,ბმვ“-ს ფულს აძლევდა. ამავე დროს შეთანხმდნენ, რომ 200 აშშ დოლარს გადასცემდა მას შემდეგ, რაც ი----- ა-------- მას მანქანის გენერალურ მინდობილობას გაუფორმებდა. ფულის გადაცემას და გენერალური მინდობილობის გაფორმების შესახებ საუბარს ესწრებოდა ა-- დ------–---–-ც. დაზარალებულმა განმარტა, რომ მანამდე მას ა-- დ------–---–- არასოდეს უნახავს. გარკვეული ხნის შემდეგ მასთან მივიდა რამდენიმე ქალბატონი, რომლებმაც უთხრეს, რომ მისი ნაყიდი მანქანა დალომბარდებული იყო ა-- დ------–---–-ს მიერ. საკითხის გარკვევის მიზნით ვ----– ბ-----–---–მა დაურეკა ი----- ა--------ს, რის შემდეგაც ი----- ა-------- და ა-- დ------–---–- მივიდნენ მასთან. მათ ისაუბრეს ვ----– ბ-----–---–ის ახლობელ ნ------- ც--–--ის თანდასწრებით, რა დროსაც ა-- დ------–---–მა და ი----- ა--------მ განმარტეს, რომ ვ----– ბ-----–---–ის მიერ მიცემული თანხა გაინაწილეს - 1 800 აშშ დოლარი აიღო ა-- დ------–---–მა, ხოლო - 1 200 - ი----- ა--------მ. ი----- და ა-- სთხოვდნენ ვ----– ბ-----–---–ს, მიეცა 1 თვის ვადა მათთვის, არ შეეტანა საჩივარი და ფულს დაუბრუნებდნენ. თუმცა ამ ვადის რამდენჯერმე გაგრძელების მიუხედავად, მათ ვ----– ბ-----–---–ისათვის თანხა არ დაუბრუნებიათ, რის შემდეგ შეიტანა განცხადება პოლიციაში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ა-- დ------–---–- რამდენჯერმე მარტო მივიდა მათთან და ვ----– ბ-----–---–ის მეუღლეს - ნ-----–- ბ-----–---–ს უთხრა, რომ მანქანა ი----- ა--------მ და გ------ კ--–--------–---–მა გაუყიდეს, უთხრეს, რომ ჩუმად ყოფილიყო და ფულს დაუბრუნებდნენ (2018 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი);

 

ვ----– ბ-----–---–ის მეუღლემ - ნ-----–- ბ-----–---–მა დაადასტურა, რომ ავტომანქანის გაყიდვაზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდნენ ი----- ა--------, როგორც ავტომანქანის მესაკუთრე და გ------ კ--–--------–---–ი. მანქანის გაყიდვის დღეს მან სახლის კარიდან დაინახა, რომ ვ----– ბ-----–---–მა ფული გადასცა ი----- ა--------ს ტაქსიში, სადაც იჯდა ა-- დ------–---–-ც. რამდენიმე თვის შემდეგ ნ-----–- ბ-----–---–მა მეუღლისაგან შეიტყო, რომ აღნიშნული მანქანა ყოფილა დალომბარდებული, რის გამოც დაურეკა ი----- ა--------ს და სთხოვა მისვლა. ი----- ა-------- მივიდა ა-- დ------–---–თან ერთად, მათ ისაუბრეს ნ-----–- ბ-----–---–ის ახლობლის - ნ------- ც--–--ის თანდასწრებით, რა დროსაც ა-- დ------–---–მა და ი----- ა--------მ აღიარეს, რომ მანქანაში აღებული ფული გაინაწილეს გორში შესვლისას. ამასთან, ბ-----–---–ებს სთხოვეს, მიეცათ ერთი თვის ვადა, არ შეეტანათ საჩივარი პოლიციაში და ფულს დაუბრუნებდნენ. ერთი თვის შემდეგ ა-- დ------–---–მა ბ-----–---–ებს მიუტანა მხოლოდ 300 აშშ დოლარი და სთხოვა კიდევ ერთი თვე მოეცადათ, მაგრამ თანხის მიტანა ვეღარ შეძლო, ი----- ა--------ს კი ვეღარ დაუკავშირდნენ (2018 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ე-–------- ა------ის განმარტებით, მუშაობდა გორში, ინდმეწარმე ,,ეკა ე-–-----ის” ლომბარდში, სადაც ძირითადად ხდებოდა ავტომანქანების დაგირავება, მესაკუთრისათვის ავტომანქანის მართვის უფლების შენარჩუნებით. 2013 წლის აგვისტოში აღნიშნულ ლომბარდში ა-- დ------–---–მა დააგირავა თავისი ავტომანქანა ,,ბმვ”, სახ. №-------, რის სანაცვლოდ მას გადაეცა 2 400 აშშ დოლარი. სარგებელი შეადგენდა 8 %-ს. აღნიშნულზე გაფორმდა ხელშეკრულება ა-- დ------–---–სა და ე-–------- ა-------ს შორის 1 თვის ვადით. ავტომანქანა გადაფორმდა ე-–------- ა-------ზე. ამასთან, იგი დაუბრუნდა ა-- დ------–---–ს მართვის უფლებით. ერთი თვის შემდეგ - სექტემბერში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა ა-- დ------–---–-ს ინიციატივით. პროცენტის სახით მას უწევდა თვეში 192 აშშ დოლარის გადახდა, რომელსაც თავდაპირველად იხდიდა, თუმცა არასტაბილურად, შემდგომ მისი გადახდა შეწყვიტა. ამ ეტაპზე მას არ აქვს დაფარული ძირითადი თანხაც. ე-–------- ა------- სთხოვდა ა-- დ------–---–ს, მანქანა მაინც ეჩვენებინა, მაგრამ ა-- დ------–---–მა მას უთხრა, რომ მანქანას ვერ აჩვენებდა, რადგან ამ მანქანით მისი მამა დადიოდა, ასევე ეუბნებოდა - ,,რა გინდა, პროცენტს ხომ გიხდიო”. 2014 წლის დეკემბრის ბოლოს, იმის გამო, რომ ა-- დ------–---–ს ვეღარ დაუკავშირდა ტელეფონით, მივიდა მასთან. ა-- დ------–---–მა ჯერ უთხრა, რომ მანქანა ,,წაართვა” ი----- ა--------მ, ხოლო შემდეგ უთხრა, რომ მანქანა იყო ხელოსან ვ----– ბ-----–---–თან და მისცა მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი. 2015 წლის აპრილში ხელოსანთან მისვლისას ე-–------- ა-------მ შეიტყო, რომ მან მანქანა 3 000 აშშ დოლარად იყიდა ი----- ა-------ისა და ა-- დ------–---–-საგან. მოწმის განმარტებით, სალომბარდე ხელშეკრულება და მანქანის ტექნიკური პასპორტი ჩააბარა კასპის პოლიციას, ხოლო ავტომანქანა დღეის მდგომარეობით მასზეა რეგისტრირებული და ვინაიდან ა-- დ------–---–მა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ავტომანქანის მესაკუთრეს წარმოადგენს ე-–------- ა------- (2018 წლის 17 მაისის სხდომის ოქმი);

 

მოწმე გ------- კ--–--------–---–ის ჩვენებით, მან 2013 წლის ზაფხულში ჩამოიყვანა ავტომანქანა ,,ბმვ”, რომლიც ვ----– ბ-----–---–თან შეკეთების შემდეგ მიჰყიდა ა-- დ------–---–ს. ვინაიდან მანქანა მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევაში (რის თაობაზეც მას დაურეკა ი----- ა--------მ), მან კვლავ მიიყვანა იგი ვ----– ბ-----–---–თან შესაკეთებლად. მანქანა ვ----–თან იდგა ძალიან დიდხანს. ვინაიდან ი----- ა-------- აწუხებდა გ------- კ--–--------–---–ს, ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე მიიყვანა იგი ვ----– ბ-----–---–თან. მან ი----- ა-------ისაგან იცოდა, რომ მოქმედებდა ა-- დ------–---–თან შეთანხმებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვ----– ბ-----–---–მა გ------- კ--–--------–---–ს უთხრა, რომ ავტომანქანის გაყიდვის შემთხვევაში, იგი შეიძენდა მას. გ------- კ--–--------–---–მა აღნიშნული შეატყობინა ი----- ა--------ს. როგორც მისთვის ი----- ა-------ისაგან არის ცნობილი, იგი დაუკავშირდა ა-- დ------–---–ს და შეთანხმდნენ მანქანის გაყიდვაზე. აღნიშნულზე ვ----– ბ-----–---–მა და ი----- ა--------მ ისაუბრეს გ------- კ--–--------–---–ის ავტომანქანაში და შეთანხმდნენ ფასზე. როდესაც გ------- კ--–--------–---–მა ჰკითხა ი----- ა--------ს, იცოდა თუ არა ფასის შესახებ ა-- დ------–---–მა, მან უპასუხა, რომ აღნიშნული საკითხი მასთან შეთანხმებული ჰქონდა (2018 წლის 17 მაისის სხდომის ოქმი);

 

მოწმე (ადვოკატ) ნ------- ც--–--ის ჩვენებით, 2014 წელს მისი მეუღლის ახლო ნათესავმა - ვ----– ბ-----–---–მა უამბო, რომ ორი ქალბატონისაგან - ი----- ა-------ისა და ა-- დ------–---–-საგან შეიძინა ავტომანქანა ,,ბმვ”, მოგვიანებით შეიტყო, რომ ეს ავტომობილი იყო დალომბარდებული და გაფორმებული იყო ლომბარდის წარმომადგენელზე. ვ----– ბ-----–---–მა აღნიშნულ საკითხზე ნ------- ც--–--ეს სთხოვა სამართლებრივი დახმარება. მან ურჩია ვ----–ს, რომ შეხვედროდა ი----- ა--------სა და ა-- დ------–---–ს, იგი აუხსნიდა მათ მოსალოდნელ შედეგებს და იქნებ შეთანხმებულიყვნენ თანხის დაბრუნებაზე. შეხვედრა შედგა ნ------- ც--–--ის ოფისში, სადაც იმყოფებოდნენ ვ----– ბ-----–---–ი, მისი მეუღლე - ნ-----–- ბ-----–---–ი, ა-- დ------–---–- და ი----- ა--------. მან აუხსნა ა-- დ------–---–სა და ი----- ა--------ს, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მათ ქმედებას. ა-- დ------–---–მა თქვა, რომ მზად არის აუნაზღაუროს ვ----– ბ-----–---–ს თანხა, რისთვისაც მას დასჭირდება მხოლოდ ერთი თვე. ამასთან, რამდენიმე დღეში იგი ვ----– ბ-----–---–ს მისცემს 300 აშშ დოლარს, რითაც დარწმუნდებიან, რომ ეს პროცესი დაიწყო. ვ----– ბ-----–---–ი დათანხმდა. საუბრისას ი----- ა--------ც ერთვებოდა რაღაც საკითხებში, მაგრამ ცდილობდა, რომ პასუხისმგებლობა არ აეღო, აქტიურობდა ა-- დ------–---–- და ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნოდა მას. მოწმის განმარტებით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ა-- დ------–---–- რაღაცას ვერ ამბობდა ი----- ა-------ის თანდასწრებით, და მათ ვ----– ბ-----–---–ის მიღმა რაღაც სხვა საკითხები ჰქონდათ ერთმანეთთან. ნ------- ც--–--ემ შესთავაზა ა-- დ------–---–ს, თუ მას არ ეკუთვნოდა ამ თანხის გადახდა, ეთქვა სიმართლე, მაგრამ მან უპასუხა - ,,არა, მე ამ თანხას დავაბრუნებო”. ი----- ა--------ც უდასტურებდა, რომ თანხას ა-- დ------–---–- დააბრუნებდა. ნ------- ც--–--ემ ა-- დ------–---–სა და ი----- ა--------ს შესთავაზა უფასო იურიდიული დახმარება (ვ----– ბ-----–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე) ლომბარდის წინააღმდეგ, თუ ისინი ლომბარდთან მომგებიან პოზიციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ასეთი რამ არ უთქვამთ (ა--ს არ უთქვამს, რომ იგი ლომბარდში ბოლომდე იხდიდა თანხას) და დარჩა შთაბეჭდილება, რომ მათ მანქანა ჯერ დაალომბარდეს, შემდეგ ისე წამოიყვანეს, რომ ლომბარდისთვის არაფერი გადაუხდიათ და ლომბარდის წარმომადგენლები ,,სამართლიანად ითხოვდნენ, რასაც ითხოვდნენ“. ამ შეხვედრის შემდეგ ნ------- ც--–--ემ შეიტყო, რომ ა-- დ------–---–მა მართლაც გადაუხადა ვ----– ბ-----–---–ს 300 აშშ დოლარი, თუმცა შემდეგ შეწყვიტა მასთან ყოველგვარი ურთიერთობა, რის გამოც ვ----– ბ-----–---–მა შეიტანა განცხადება პოლიციაში. ამის შემდეგ ნ------- ც-–----ს ი----- ა--------მ სთხოვა შეხვედრა, რა დროსაც უთხრა, რომ გააფორმებდა ვალის აღიარების ხელშეკრულებას, რომლის უზრუნველსაყოფად ,,ჩადებდა” სოფელ დოესში მდებარე თვის საცხოვრებელ სახლს. ამის სანაცვლოდ, ვ----– ბ-----–---–ს პოლიციაში განეცხადებინა, რომ ზიანი აუნაზღაურდა და პრეტენზია აღარ ჰქონდა. ამდენად, არც ა-- დ------–---–- და არც ი----- ა-------- არ უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ ვ----– ბ-----–---–ის წინაშე ფულადი ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა ვ----– ბ-----–---–ი არ დათანხმდა. შემდეგ იყო შეთავაზება, რომ მანქანას დაუტოვებდნენ, თუმცა მანქანა სხვის სახელზე იყო გაფორმებული და ამას ვერ შეძლებდნენ (2018 წლის 3 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე კ------- გ------ის განმარტებით, იგი მუშაობდა ტაქსის მძღოლად და მისი მომსახურებით სარგებლობდნენ ი----- ა-------- და ა-- დ------–---–-. 2014 წლის ზამთარში მან ა-- დ------–---–- და ი----- ა-------- წაიყვანა კასპში, კერძო სახლთან. ისინი გადავიდნენ ავტომანქანიდან და დაათვალიერეს ამ სახლთან გაჩერებული ვერცხლისფერი ავტომანქანა ,,ბმვ”, შემდეგ ისევ დასხდნენ ავტომანქანაში. ავტომანქანა იყო მარცხენასაჭიანი, მძღოლის უკან იჯდა ა-- დ------–---–-, ხოლო ა--ს გვერდით, მარჯვნივ - ი----- ა--------. სახლიდან გამოვიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც გამოაღო მძღოლის უკან მანქანის მარცხენა კარი და რაღაც მიაწოდა. როდესაც მანქანით უკანსვლის დროს მოიხედა, დაინახა რომ ა-- დ------–---–სა და ი----- ა--------ს დოლარის კუპიურები ჰქონდათ ხელში, რაც მანამდე მას არ დაუნახავს და შესაძლოა ეს ფული მათ ვ----– ბ-----–---–მა მიაწოდა (2018 წლის 2 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

მოწმე თ-------- კ-----–---–მა განმარტა, რომ არის ა-- დ------–---–-ს ნათესავი. ი----- ა-------- რამდენჯერმე ჰყავს ნანახი დ------–---–ების სახლში. ი----- ა--------მ და ა-- დ------–---–მა ერთად დაგეგმეს ავტომანქანის ,,დალომბარდება ბიზნესის დასაწყებად“. ისინი საუბრობდნენ ლომბარდიდან აღებული თანხის განკარგვაზე - კერძოდ ი----- ა--------მ რამდენჯერმე ახსენა საზღვარგარეთიდან ავტომანქანების შემოყვანა. მისთვის ა--საგან ცნობილია, რომ როდესაც ი----- ა--ს ავტომანქანას მართავდა, მოჰყვა საგზაო შემთხვევაში, რა დროსაც ა--ს მანქანა დაიმტვრა. ი----- ა--------მ ავტომანქანა მიიყვანა კასპში ხელოსანთან შესაკეთებლად, მაგრამ დაპირების მიუხედავად, მანქანა დიდხანს აღარ დაუბრუნებია. ა--ს მისთვის არ უთქვამს, რომ მანქანა მის დაუკითხავად გაასხვისეს (2019 წლის 14 იანვრის სხდომის ოქმი);

 

ა-- დ------–---–-ს დედამ - დ--–- ჩ-------მ განმარტა, რომ ი----- ა-------- იყო მათი ოჯახის ახლობელი. 2013 წლის ივნისში ან ივლისში მან დ------–---–ებს მანქანა აყიდინა გ------ კ--–--------–---–ისაგან. როდესაც ი----- ა--------ს ფული დასჭირდა, ა-- დ------–---–მა სხვისგან ისესხა ფული და მისცა მას, თუმცა ი-----მ დათქმულ დროს ფული ვერ დაუბრუნა, რის გამოც ა-- დ------–---–- იძულებული გახდა, აგვისტოში მანქანა ლომბარდში დაეგირავებინა და ვალი გადაეხადა. ამის შესახებ იცოდა ი----- ა--------მაც. 11 სექტემბერს ი----- ა--------ს ა-- დ------–---–-ს მანქანით შეემთხვა ავარია. მან და გ------ კ--–--------–---–მა ავტომანქანა შესაკეთებლად კასპში ხელოსანთან მიიყვანეს. ი----- დიდი ხნის მანძილზე ატყუებდა ა--ს, რომ მანქანა კეთდებოდა და მალე დასრულდებოდა მისი შეკეთება, თუმცა როდესაც ა-- წაჰყვა ი-----ს კასპში მანქანის სანახავად, მანქანას ჯერ ,,ხელიც არ ჰქონდა დადებული’’. დ------–---–ები კი ამ დროის განმავლობაში ყოველთვიურად იხდიდნენ ლომბარდის პროცენტს 192 აშშ დოლარის ოდენობით. მანქანის გაყიდვის შესახებ მაშინ შეიტყვეს, როდესაც დაუკავშირდა ავტომანქანის ხ--–------ ვ----– ბ-----–---–ი და სთხოვა მანქანის გადაფორმება. მან უთხრა, რომ ავტომანქანა მას ი-----მ მიჰყიდა. ეს ფაქტი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ა-- დ------–---–- ვ----– ბ-----–---–ს არ იცნობდა და მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა, როდესაც ი-----მ იგი მანქანის სანახავად წაიყვანა. ა-- დ------–---–- ვ----– ბ-----–---–ს არც მანქანის გადაფორმებას და არც ვალის დაბრუნებას არ შეჰპირებია, არც თანხა მიუცია მისთვის. დ------–---–ებს ლომბარდიდან აწუხებდნენ მანქანის დაბრუნების თაობაზე, თუმცა მანქანის გაყიდვის შესახებ ლომბარდის თანამშრომლებისათვის თავდაპირველად არაფერი უთქვამთ, არ განუცხადებიათ პოლიციაშიც. მოგვიანებით სხვა საქმეზე გამოძიებისას განაცხადა აღნიშნულის შესახებ. ი----- ა-------- ჰპირდებოდა ა-- დ------–---–ს, რომ მანქანის თანხას თვითონ გადაიხდიდა (2019 წლის 18 თებერვლის სხდომის ოქმი);

 

მოწმე ი----- ა--------მ განმარტა, რომ მას ა-- დ------–---–თან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, აპირებდა მის მონათვლას. 2013 წლის აგვისტოში გ------ კ--–--------–---–მა გერმანიიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა ,,ბმვ”, რომელიც შეიძინა ა-- დ------–---–მა. მანქანის შესაძენი თანხა - 6 000 აშშ დოლარი მას ასესხა ი----- ა--------მ. 2014 წლის 11 სექტემბერს ი----- ა-------- მართავდა ა-- დ------–---–-ს ავტომანქანას, რა დროსაც მოყვა ავტოავარიაში. როდესაც გ------ კ--–--------–---–მა შეიტყო, მანქანა შესაკეთებლად წაიყვანა ხელოსან ვ----– ბ-----–---–თან. ა-- დ------–---–-ს თხოვნით, ი----- ა-------- გ------ კ--–--------–---–თან ერთად რამდენჯერმე მივიდა ხელოსანთან მანქანის სანახავად და მისი შეკეთების ფასზე დასალაპარაკებლად. ვ----– ბ-----–---–ს შეხვდა აგრეთვე ა-- დ------–---–თან ერთად. ი----- ა--------მ ვ----– ბ-----–---–ს უთხრა, რომ მანქანა იყო ,,მისი ნათლულის” საკუთრება. მოწმის განმარტებით, იგი იმიტომ იყო დაინტერესებული მანქანის შეკეთებით, რომ ა-- დ-------–---–ი შემდეგ გაყიდდა ამ მანქანას და დაუბრუნებდა თავის ვალს. მანქანა რამდენიმე თვის განმავლობაში იდგა ხელოსანთან. ნოემბერში ი----- ა--------ს გ------ კ--–--------–---–მა უთხრა, რომ ვ----– ბ-----–---–ი შეიძენდა მანქანას. აღნიშნული ი----- ა--------მ შეატყობინა ა-- დ------–---–სა და მის მშობელს. ისინი დათანხმდნენ. ა--მ ი----- ა--------ს სთხოვა, დალაპარაკებოდა ვ----– ბ-----–---–ს. ი----- ა-------- გ------ კ--–--------–---–თან ერთად შეხვდა ხელოსანს, რომელმაც განუცხადა, რომ მანქანას შეიძენდა 3 200 აშშ დოლარად. აღნიშნული ი----- ა--------მ შეატყობინა ა-- დ------–---–ს, რომელიც დათანხმდა. დ---------ა თუ იანვარში ი----- ა-------- და ა-- დ------–---–- კ--- გ------ის ტაქსით მივიდნენ ვ----– ბ-----–---–თან სახლში. ბ-----–---–მა უთხრა მათ, რომ მისცემდა 3 000 აშშ დოლარს, ხოლო 200 აშშ დოლარს გადასცემდა მანქანის გაფორმების შემდეგ. ა-- დ------–---–- დათანხმდა, რის შემდეგაც იგი ჩაჯდა ტაქსიში, მძღოლის უკან, ხოლო ი----- ა-------- - ა-- დ------–---–-ს გვერდით. ვ----– ბ-----–---–მა სახლიდან გამოიტანა 3 000 აშშ დოლარი და გადასცა ა-- დ------–---–ს, რომელმაც ეს თანხა იქვე გადასცა ი----- ა--------ს. ვ----– ბ-----–---–მა ა-- დ------–---–ს გადასცა ასევე თავისი პირადობის მოწმობა, რადგან ა-- დ------–---–- დაპირდა, რომ გაუფორმებდა გენერალურ მინდობილობას. ვ----– ბ-----–---–ის პირადობის მოწმობა რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ა-- დ------–---–ს. ვ----– ბ-----–---–მა არაერთხელ მიუგზავნა ხალხი ი----- ა--------ს, ,,ა-- დ------–---–- ტელეფონს არ იღებს და პირადობის მოწმობა გამომიგზავნოსო”. შემდეგ თავად ა-- დ------–---–მა დაურეკა ი----- ა--------ს და უთხრა, რომ ვ----– ბ-----–---–ს პირადობის მოწმობას ვერ მიუტანდა და მანქანას ვერ გაუფორმებდა, რადგან არ ეცალა. ი----- ა--------მ შესთავაზა მას - ტაქსით გამომიგზავნე და მე მივუტანო. 2015 წლის მაისში ვ----– ბ-----–---–მა დაურეკა ი----- ა--------ს და უთხრა, რომ მასთან მისულები იყვნენ ლომბარდიდან - ა-- დ------–---–ს ,,დალომბარდებული” ჰქონია მანქანა, ა-- დ------–---–- კი ტელეფონს არ პასუხობდა. ი----- ა-------- დაუკავშირდა ა-- დ------–---–ს და ჰკითხა - რატომ არ მითხარი მანქანა დალომბარდებული თუ გქონდაო. ა-- დ------–---–მა უპასუხა, რომ არ სურდა ი----- ა-------ის განერვიულება, რადგან ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდა (ი----- ა--------ს ავად ჰყავდა მეუღლე, რომელიც გარდაეცვალა). ი----- ა-------- და ა-- დ------–---–- მივიდნენ ვ----– ბ-----–---–თან დასალაპარაკებლად, რომელმაც ისინი წაიყვანა ადვოკატ ნ------- ც--–--ესთან. ი----- ა-------- მას შეჰპირდა, რომ ერთ თვეში ა-- დ------–---–- ფულს დაუბრუნებდა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ა-- და ი----- ვ----– ბ-----–---–ს, შემდეგ მარტო ა-- მიდიოდა. მოწმე განმარტავს, რომ ვ----– ბ-----–---–ის მიერ მიცემული თანხიდან 1 600 თუ 1 800 აშშ დოლარი ა--მ გადაიხადა ლომბარდში, დანარჩენი თანხა თვითონ ჰქონდა, მისთვის არ მიუცია. მოწმის განმარტებით, ა-- დ------–---–-ს მანქანის ტექნიკური პასპორტი ინახებოდა ამავე მანქანაში, თუმცა ი----- ა--------ს იგი არ გამოუყენებია და არც ,,დაუხედავს” მისთვის, აგრეთვე - მან არ იცოდა მანქანის დაგირავების შესახებ და გაიგო ვ----– ბ-----–---–ისაგან (2018 წლის 11 სექტემბრის სხდომის ოქმი);

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-- დ------–---–-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა არ დასტურდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თაღლითობა გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით. ამდენად, დასადგენია პირის მოტყუება და ნივთის დაუფლებაც. დაზარალებული ვ----– ბ-----–---–ი თავდაპირველად თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ თანხა გადასცა ი----- ა--------ს, თავისი მეუღლისა და ტაქსის მძღოლის (არა - ა-- დ------–---–-ს) თანდასწრებით. მოგვიანებით, როდესაც ი----- ა--------ს მოსთხოვა ავტომანქანის გაფორმება, ამ უკანასკნელმა უპასუხა - ,,ტექნიკური პასპორტი აქვს ერთ ქალს, რომელიც თურქეთშია, ჩამოვა და მანქანას გაგიფორმებო“. ვ----– ბ-----–---–ს გაუკვირდა - ,,სხვა ადამიანი რა შუაში იყო“ (ს.ფ. 2-3). მეორე დღეს გამოკითხვის დროს ვ----– ბ-----–---–ი განმარტავს, რომ მასთან მისულ ი----- ა--------ს ახლდა ა-- დ------–---–- და ,,მათ“ გადასცა 3000 აშშ დოლარი. გამოკითხვის ბოლოს დაზარალებული აღნიშნავს, რომ თანხა გადასცა ა-- დ------–---–ს, ,,ვითომდა მანქანის შესყიდვის სანაცვლოდ“ (ს.ფ. 4-6); შემდეგ ჩვენებაში დაზარალებული აღნიშნავს: ,,მანქანიდან გადმოვიდა ი----- ა--------. მას შევხვდი ჩემი სახლის წინ..... 3 000 აშშ დოლარი მივეცი ხელში ი-----ს. მოშორებით იდგა ტაქსის მძღოლი ..... მე რომ თანხა მივეცი ი-----ს, ახლოს არავინ იდგა“. ვ----– ბ-----–---–ი ასევე მიუთითებს, რომ ავტომანქანის ყიდვასთან დაკავშირებით მოელაპარაკა ი----- ა--------ს, თანხაც მას გადასცა. მოლაპარაკებისა და თანხის გადაცემის პროცესში ა-- დ------–---–- არ უნახავს. მან იცოდა, რომ ავტომანქანის მესაკუთრე იყო ი----- ა--------. ეს უთხრა თავად ი-----მ და გ------ კ--–--------–---–მა. ამ ჩვენების ბოლოს დაზარალებული აღნიშნავს: ,,ვითხოვ დამიბრუნდეს ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც მე გადავეცი ა-- დ------–---–ს“ (ს.ფ. 21-25); მომდევნო გამოკითხვის დროს დაზარალებული აცხადებს, რომ თანხა ი----- ა--------ს გადასცა ტაქსიში, სადაც ასევე იჯდა ა-- დ------–---–-. ეს ჩვენება საყურადღებოა იმის გამოც, რომ ვ----– ბ-----–---–მა უსაყვედურა გ------- (იგივე გ------) კ--–--------–---–ს: ,,რატომ მითხარი, რომ მანქანის მესაკუთრე იყო ი----- ა--------“, რაზეც გ------- კ--–--------–---–მა უპასუხა - ეს ი----- ა-------ის თხოვნით გავაკეთეო (ს.ფ. 142-145);

 

გარდა იმისა, რომ მოწმე ნ-----–- ბ-----–---–ის ყველა ჩვენებით, მისმა მეუღლემ თანხა გადასცა ი----- ა--------ს, ერთ-ერთი ჩვენებით, ი----- ა-------- დაზარალებულს სთხოვდა, გამომძიებლისათვის ეთქვა, თითქოს მან ფული გადასცა არა ი-----ს, არამედ - ა-- დ------–---–ს. ი----- ა-------- ,,აშკარად ცდილობდა, მანქანის გაყიდვის პასუხისმგებლობა გადაეტანა ა-- დ------–---–ზე“ (ს.ფ. 146-148);

 

ტაქსის მძღოლ კ------- გ------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, დაზარალებულმა თანხა გადასცა ავტომანქანის მარცხენა მხრიდან, სადაც იჯდა ა-- დ------–---–-. იგი გამოძიების ეტაპზეც ამასვე აღნიშნავს იმ განსხვავებით, რომ შემდეგ დაინახა, როგორ გადასცა თანხა ა-- დ------–---–მა ი----- ა--------ს. კ------- გ------ის ეს ჩვენებები არსებითად ეწინააღმდეგება დაზარალებულის ჩვენებებს;

 

სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, აფასებს რა მტკიცებულებათა უტყუარობას, ამ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან დაკავშირებით დაზარალებულისა და სხვა პირთა ჩვენებები იმდენად წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავია, რომ შეუძლებელია მათი გაზიარება ბრალდებულის საზიანოდ. საქმეში არსებული გამოკითხვის ოქმები იმდენად არ შეესაბამება სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და იმდენად მეტყველებენ ა-- დ------–---–-ს უდანაშაულობაზე, რომ შეუძლებელია მათი შეფასების გარეშე დატოვება. არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურდა, რომ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკება აწარმოა ა-- დ------–---–მა ან ამ საკითხზე იგი საქმის კურსში იყო. ასევე უტყუარად არ დასტურდება, რომ დაზარალებულმა სწორედ ბრალდებულს გადასცა თანხა. რაც შეეხება სხვა პირთა ჩვენებებს, რომლებიც შეესწრნენ ა-- დ------–---–-სა და სხვა პირთა საუბარს, მათი ჩვენებები ირიბია.

 

სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;

 

ამრიგად, ა-- დ------–---–- უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა-- დ------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

3. ნივთიერი მტკიცებულების - ავტომანქანა ,,ბმვ“-ს საკითხი გადაწყდეს ამ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შედეგად;

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი