გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8072-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ა-------–-------ა
მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - მ----------------ა
მესამე პირი - ხ----------–------ი
დავის საგანი - სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს გაცემული N2--------- უკანონო სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება N1-------.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირი - ხ----------–------ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მისთვის ცნობილი იყო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის N2--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ა-------–-------ას მოსარჩელე ხ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–--------------–----------––-------–--------------------------––------–-------------–--------–---–---------------------------------–--------------------–-------------–-------------------–---------------------–-–--------------–----------––-------–-----------------------------------––------–-------------–--------–---–--------------------------------–--------------------–-------------–-------------------–---------------------–-–------------–------––-------–--------------------------------------------–--------------------––------–-------------–--------–---–--------------------------------–--------------------–-------------–-------------------–--------------------------–-------------------–-------–-–--------–------------–--------------------ა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 18 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის N2--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილება - ს/ფ 72-77
- 2018 წლის 18 სექტემბრის სააღსრულებო ფურცელი - ს/ფ 70-71.
4.1.2. 2018 წლის 26 სექტემბრის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში.
თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალე - ა-------–-------ას მიმართ გამოსცა №A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოვალე ა-------–-------ას აცნობა, რომ ხ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 29 000 აშშ დოლარისა და 2088 ლარის გადახდა. ამავე წინადადებით ა-------–-------ას 2018 წლის 18 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი კუთვნილი ქონების რეალიზაცია და ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. ხსენებული წინადადება 2018 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად ა-------–-------ას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 26 სექტემბრის განცხადება - ს/ფ 69.
- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ - ს/ფ 79-83; 87-91.
- შეტყობინება - ს/ფ 93.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო მიუთითებს, რომ ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.
ამავე კანონის 25-ე მუხლით დადგენილია აღსრულების დაწყების საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებია და სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის N2--------- დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ა-------–-------ას მოსარჩელე ხ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2----–-–--------------–----------––-------–--------------------------––------–-------------–--------–---–---------------------------------–--------------------–-------------–-------------------–---------------------–-–--------------–----------––-------–-----------------------------------––------–-------------–--------–---–--------------------------------–--------------------–-------------–-------------------–---------------------–-–------------–------––-------–--------------------------------------------–--------------------––------–-------------–--------–---–--------------------------------–--------------------–-------------–-------------------–--------------------------–-------------------–-------–-–--------–------------–--------------------ა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2018 წლის 18 სექტემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის განცხადებით იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტი მიღებული იქნა წარმოებაში. თბილისის სააღსრულებო ბიურომ მოვალე - ა-------–-------ას მიმართ გამოსცა №A1--------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ და მოვალე ა-------–-------ას აცნობა, რომ ხ----------–------ის სასარგებლოდ დაეკისრა 29 000 აშშ დოლარისა და 2088 ლარის გადახდა. ამავე წინადადებით ა-------–-------ას 2018 წლის 18 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხისა და სააღსრულებო საფასურის ნებაყოფლობით გადასახდელად განესაზღვრა 07 (შვიდი) დღის ვადა. მასვე განემარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდებოდა მისი კუთვნილი ქონების რეალიზაცია და ამ მიზნით განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. ასევე განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. ხსენებული წინადადება 2018 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა პირადად ა-------–-------ას.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამავე კანონის 34-ე მუხლი არეგულირებს აღსრულების შეწყვეტის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღსრულება შეწყდება, თუ: ა) კრედიტორმა უარი თქვა აღსრულებაზე; ბ) კრედიტორი და მოვალე მორიგდნენ; გ) კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნები ან მოვალეობები ვერ გადავა გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეზე; დ) გადაწყვეტილება, რომლის აღსასრულებლადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება, გაუქმებულია; ე) გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა; ვ) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეუძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება; ზ) განხორციელდა იურიდიული პირის (კრედიტორის ან მოვალის) ლიკვიდაცია და სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია ან არ არსებობს უფლებამონაცვლე; კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა; ლ) ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.
მოსარჩელე წარმოდგენილ სარჩელში განმარტავს, რომ აღსრულების შეწყვეტის საფუძველია სააღსრულებო ფურცლის უკანონობა, მოსარჩელე უთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული, მას არ ჩაბარებია გადაწყვეტილება, არ მისცემია მისი გასაჩივრების შესაძლებლობა, თუმცა სასამართლო კიდევ ერთხელ განუმარტავს მოსარჩელეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ არის უფლებამოსილი შეაფასოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერების საკითხი, არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობასა და კანონიერებაზე, შეისწავლოს გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი და ის გარემოება, ჰქონდა თუ არა მხარეს მისი გასაჩივრების შესაძლებლობა. სარჩელში მითითებულ, ყველა აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის უფლება აქვს სასამართლოს - სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. აღნიშნული არაერთი განჩინებით განემარტა მოსარჩელს, ასევე მოსარჩელის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე. ამდენად, მითითებული გარემოებები აღნიშნული სარჩელის საფუძველზე, ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას არ შეიძლება გახდეს აღსრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას არ აქვს ამ გარემოებების შეფასების შესაძლებლობა. აღნიშნულის გამო, წარმოდგენილი სარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, განსჯადობით, განსახილველად გადაგზავნილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში. საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის N2--------- დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი გაუქმებულია, ამდენად, არ არსებობს სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-------–-------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი