განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2019
საქმის ნომერი
330100119002865935
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/753-19

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

21 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი დარახველიძე

სხდომის მდივანი ნათია კოპალიანი

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ე-------------–---–--

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატი - ლ-------------–-–---–--

 

ბრალდებული ლ------------------–-----–---

დაბადების თარიღი:------------7 წელი;

პირადი ნომერი: 0-----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,ნასამართლეობა: არ მქონე,განათლება: საშუალო,რეგისტრაციის ადგილი:ქ. თბილისი შ--–------–----------------------------------------------------–---------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი შ--–------–----------------------------------------------------–---------------------------

სისხლის სამართლის საქმე №0------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილი;

 

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 6 იანვარს, დაახლოებით 00:35 საათზე ქ. თბილისში, ე-–----------–-----–-- ქუჩაზე ლ-----–-----–---- რომელიც მართავდა ,,აუდის“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით W--------, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-11 პუნქტების მოთხოვნები და შეეჯახა ავტომობილ ,,რენოს“ სახელმწიფო ნომრით U--------, რომელსაც მართავდა გ------------

 

შეჯახების შედეგად ავტომობილ ,,რენოს“ მძღოლი გ----------- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 04 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ლ-----–-----–--- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2019 წლის 21 მაისს საქმის არსებითი განხილვის დროს ლ-----–-----–--- თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლ-----–-----–--- მიერ დანაშაულის ჩადენას უტყუარად ადასტურებს საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: ბ----–--–------- ნ-----–---------------, დ-----------–----, გ----------------–---–-- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, ბრალდებულ ლ-----–-----–--- გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზის------ დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და თანდართული სქემა, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობა და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ლ-----–-----–--- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ლ-----–-----–--- აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ”სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს”. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი კი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულზე ზემოქმედებით, რათა ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.

 

ლ-----–-----–--- მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ლ-----–-----–-- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

ამდენად, ლ-----–-----–--- მიმართ უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, მის მიერ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ლ-----–-----–---თან მიმართებით სასჯელის მიზნების შესრულება შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ-----–-----–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. მასვე 02 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალებბის მართვის უფლება.

 

მსჯავრდებულ ლ-----–-----–--- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ლ-----–-----–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 08 იანვარს 14:55 საათიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ავტომობილი ,,აუდი“ სახელმწიფო ნომრით W--------- დაუბრუდნეს მესაკუთრეს ან ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ავტომობილი ,, რენო“ სახელმწიფო ნომრით U-------- დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.

 

ვიდეოჩანაწერები დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძე