განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002653743
საქმე #1/384-18 (011080818003)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ--- კ------- (დაბადებული 1----–-–-------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-----–--------------------–------ში, მცხოვრები გ------------------------–----------–ში)
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
1.1 2018 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ------------------------–----------–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში თ--- კ-------მ, უკმაყოფილომ იმით, რომ მისი შვილი - მ------ ს-------–---–- აპირებდა ცოლად გაჰყოლოდა ჯ---- ჯ------–---–ს, მ------ ს-------–---–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახეში და უჩქმიტა მუცელზე, რა დროსაც მ------ ს-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს, დაახლოებით 16:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე პოლიციის განყოფილებაში თ--- კ-------მ, იმავე მიზეზით, მ------ ს-------–---–ს ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ შეისწავლა და გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები, რის შედეგად მიაჩნია, რომ უტყუარად არ დასტურდება თ--- კ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, კერძოდ:
3.2. დაზარალებულმა მ------ ს-------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
3.3. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებიც არ მეტყველებს თ--- კ------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, კერძოდ: სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით: სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ შვილისათვის არ მიუყენებია იმგვარი ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ტკივილს გამოიწვევდა. როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ასეთ პირობებში, ცალკეულ შემთხვევაში შესაძლოა სასამართლომ სხვა მტკიცებულების საფუძველზეც დაადგინოს ფიზიკური ტკივილის არსებობა, თუმცა ამჯერად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ფიზიკურ ტკივილზე მიანიშნებს, მოწმის სახით დაკითხული პოლიციელის - ნ-----–---- ა--–---ის ირიბი ჩვენებაა, რომელსაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკური ტკივილთან დაკავშირებით ბრალდებულის განმარტების საპირისპიროს უტყუარად დადგენა შეუძლებელია;
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ;
სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, მხოლოდ ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაუშვებელია (სსსკ-ის მე-13 და 76-ე მუხლები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/548);
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ--- კ------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 270-271, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ--- კ------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ თ--- კ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველსაყოფად, 1500 (ათას ხუთასი) ლარის ფარგლებში, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის #12/30-18 განჩინებით დაყადაღებულ, ი----- კ------ის (პ/ნ------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - გ------------------------–--–------------, საკადასტრო კოდი --------------;
3. გამართლებულს განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი