განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100118002732033
საქმე #1/482-18 (011121018001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–---- ქ---------–---–- (დაბადებული 1----–-–------------------, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები გ------------------------–--------ში)
ადვოკატი - გ------- ჯ-------–---–-
კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 11 ოქტომბერს, დაახლოებით 22:20 საათზე, გ------------------------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალი ნ-----–---- ქ---------–---–- დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ძმას - გ---- ქ---------–---–სა და მის მეუღლეს - მ------- თ------–---–ს, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ასევე - ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ნ-----–---- ქ---------–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;
3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული გ---- ქ---------–---–-ს, მ------- თ------–---–ის, ნ-----–- ქ---------–---–-ს, ხ------- გ---–--–---–ის, გ------- წ---–-----ის, ნ---- ქ---------–---–-სა და რ----- თ------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით;
3.4. ამასთან, ბრალდებულის ქმედებები არასწორად არის დაკვალიფიცირებული ორი სხვადასხვა მუხლით, კერძოდ: პირის ბრალდების შესახებ დადგენილებითაც არ ირკვევა, ნ-----–---- ქ---------–---–მა მუქარა ერთი ქმედებით ჩაიდინა თუ არა, რამდენიმე ქმედების შემთხვევაში - ხომ არ არის სახეზე ერთიანი - საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით - დანაშაული (დენადი ან განგრძობადი), რაც ამ შემთხვევაში ქმედების ორი ან მეტი მუხლით კვალიფიკაციას გამორიცხავს. ამასთან, ძმის მეუღლე - რძალია, რომელიც აღნიშნულია სსკ-ის მე-111 მუხლში როგორც ოჯახის წევრი. შესაბამისად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ ერთი - 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ-----–---- ქ---------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ნ-----–---- ქ---------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის გულწრფელ აღიარებას, მტკიცებულებების უდავოდ ცნობას. ბრალდებულის წარსული არაფრით არის შებღალული (არ არის სახდელდადებულიც კი), დაზარალებულები შეურიგდნენ მას და პრეტენზია არ გააჩნიათ, სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს - მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და იღებს საარსებო შემწეობას, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ნ-----–---- ქ---------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ორ პირს;
5.2. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების არარსებობისა და არაერთი შემამსუბუქებელი გარემოების პირობებში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ნ-----–---- ქ---------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 81-ე, 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- ქ---------–---–-ს ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით;
ნ-----–---- ქ---------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
მსჯავრდებულ ნ-----–---- ქ---------–---–ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით;
მსჯავრდებულ ნ-----–---- ქ---------–---–ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს, ხოლო ნივთიერი მტკიცებულება - დანა - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი