განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2019
საქმის ნომერი
090100119002982286
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
23.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/26–2019)090100119002982286

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

პროკურორის - ზ------–--–----------

ბრალდებულის - ს---–--------------–--

ადვოკატის – მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ს---–--------------–-- მიმართ

მამის სახელი: დ------;

დაბადებული: 1---------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, თ---–----

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: უ-----–-სი;

ოჯახური მდგომარეობა: გ-------–-------–-;

პირადი ნომერი: 3----------;

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, მუნიციპალიტეტი–ო--------------------------------------–-------------------

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, ქალაქი – ზ----------------------------------------–--------–--------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ს---–--------------–-ა, 2019 წლის 6 პარილს, დაახლოებით 22:30 საათზე, ო-–-------------------------------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ძალადობა ყოფილი მეუღლის ნ---------–-----–---ს მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა და უმიზეზოდ განაწყენებულმა ხელი მოუჭირა სახეზე, წააქცია, ხოლო შემდეგ თავი მიარტყმევინა კედელზე. ს---–--------------–-- ქმედების შედეგად ნ-------–------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 16 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.117–121).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.ს---–--------------–-ა სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ონის რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის მიერ, 2019 წლის 7 აპრილს შედგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულმა ს---–--------------–-ა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, ნ--------–-----–----, რის გამოც აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ს.ფ.33–39).

 

6.დაზარალებულ ნ--------–-----–---ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულთან არის ჯვარდაწერილი. 2010 წლის აგვისტოდან, 2017 წლის შემოდგომამდე ცხოვრობდნენ ერთად. ჰყავთ ორი შვილი: 4 წლის დ-------------------–- და 7 წლის დ----------------–-. გაშორების შემდეგ შვილები ცხოვრობდნენ მასთან და ვინაიდან ვერ შეძლო მათი ფინანსური უზრუნველყოფა შვილები მიუყვანა მამას– ს---–--------------–-. პირადად მუშაობს თბილისში და დროგამოშვებით ჩადის ზესტაფონში ბავშვების სანახავად. 2019 წლის 6 აპრილს ჩავიდა ბავშვების მოსანახულებლად. ს---–----- უთხრა, რომ შვილები ონში მოჰყავდა და შეეძლო ისიც გაჰყოლოდა, რაზედაც დაეთანხმა. ონში მივიდნენ ს---–----- სახლში. ს---–---- სადღაც წავიდა, ხოლო პირადად სახლში დარჩა. უფროს შვილს, დ------ საღამოს აუწია სიცხემ და მას ხედავდა. დაახლოებით 22:30 საათზე ს---–---- ნასვამი დაბრუნდა. იმის გამო, რომ მანქანიდან არ ჰქონდა გადმოტანილი პირველადი ნივთები რაც რაც მას და შვილებს სჭირდებოდა, რამდენჯერმე დაურეკა. სახლში დაბრუნების შემდგომ საუბრის დროს ს---–---- გახდა აგრესიული, რა დროსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისი აზრით ს---–---- მიიჩნევს, რომ არ აქვს უფლება რაიმე უთხრას, თუნდაც მაღაზიასთან დაკავშირებით, რადგანაც ერთად აღარ ცხოვრობენ. ეჩხუბებოდა, ხელს ჰკრავდა, შემდეგ კედელთან მიიყვანა, მოუჭირა სახეზე ხელი და ცდილობდა შეეშინებინა. თან აფრთხილებდა, რომ ხელი არ შეებრუნებინა. სახეზე ხელის მოჭერით ძლიერი ფიზიკური ტკივილი არ უგრძვნია, ცოტათი ეტკინა. ს---–---- სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. გარეთ გასვლამ და მეზობლებისათვის დაძახებამ უფრო გააღიზიანა. ოთახში შეიყვანა, ხელის კვრით წააქცია და როცა წამოდგა კედელზე თავი მიარტყმევინა, რა დროსაც ტკივილი განიცადა და აცნობა პოლიციას. სხვა დროს ს---–---- ფიზიკურად არ შეხებია.(დაზარალებულის დაკითხვის ოქმები, ს.ფ.3–5;63–65).

 

7. ბრალდებულ ს---–--------------–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებებით დასტურდება, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სცნობს დამნაშავედ და ნანობს მს მიერ ჩადენილ ქმედებას(ს.ფ.70–72).

 

8.2018 წლის 3 დეკემბრის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დგინდება, რომ ს---–--------------–-ა, 2019 წლის 6 პარილს, ონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჩაიდინა ძალადობა ყოფილი მეუღლის ნ---------–-----–---ს მიმართ. რის შედეგად ნ-------–------–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი. (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.67–69);

 

9.ს-----–----------------–--------–-----------ართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 აპრილის N0-------- დასკვნით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას, მოქალაქე ნ--------–-----–----, სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება(ს.ფ.99–102);

 

10. ს---–--------------–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმე თ--------------–-----–---- 2019 წლის 7 აპრილის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ ს---–--------------–-- 2019 წლის 7 აპრილისა და 8 აპრილის გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 7 აპრილის ს---–--------------–-- დაკავების ოქმით; 2019 წლის 7 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით; დადგენილებით სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ნ--------–-----–---ს მიმართ; ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ს---–--------------–-- ნასამართლობის ცნობით; ცნობით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან; შეტყობინებით; გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით; ოქმით უფასო სამედიცინო შემოწმების უფლების განმარტების შესახებ; ოქმით დაკავების თაობაზე შეტყობინების შესახებ; ოქმით ადვოკატის მომსახურებაზე უარის თქმის შესახებ; მიმარვით სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი; მიმართვით შპს ,,ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისადმი“ მიმართვით სოციალური მომახურების სააგენტოსადმი; ბრალდებულის უფლებების განმარტების ოქმით; ალკოტესტზე შემოწმების შესახებ ქვითრით; მიმარვით ონის რაიონული სამმართველოსადმი; დადგენილებით ნ--------–-----–---ს დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმით; დ-------- და დ----------------–---- დაბადების მოწმობების ასლებით; შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მოსამართლის შესაბამისი განჩინებით; გირაოს შემტანის პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების ოქმით; გირაოს გადახდის ქვითრით; წერილით სასჯელაღსრულების დაწესებულებისადმი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ; საჩივრით მოსამართლის განჩინებაზე და ქუთაისის სააპერლაციო სასამართლოს განჩინებით; ოქმებით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ონფორმაციის გაცვლის შესახებ;

 

11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. შესაბამისად ნ--------–-----–--- არის ს---–--------------–-- ოჯახის წევრი.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ს---–--------------–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13.სასამართლოს მიაჩნია, რომ ს---–--------------–-ა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.ს---–--------------–- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

15.ს---–--------------–-- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება. შეუბღალავი წარსული, არის ორი მცირეწლოვანი შვილის დამოუკიდებლად აღმზრდელი და ერთადერთი მარჩენალი.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ს---–--------------–- ჩადენილი დანაშაულისათვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად. აღნიშნული გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ს---–--------------–-- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხს, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა. გასათვალისწინებელია ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვა შემამსუბუქებელი გარემოებები: ოჯახური მდგომარეობა(ზრუნავს და არჩენს ორ მცირეწლოვან შვილს), ხასიათდება დადებითად.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ს---–--------------–- არ ზღუდავს ყოფილ მეუღლეს ბავშვებთან ურთიერთობაში, რომელმაც პირადად მიუყვანა მამას შვილები იმ მოტივით, რომ მათზე ზრუნვას ვერ ახერხებდა. ბრალდებულ მ---------–- სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარისაგან წარმოდგენილი მტკიცებულებები, თავშეკავებას იჩენს ოჯახური ურთიერთობების დეტალიზებაში და არ ახმაურებს მიზეზს, რამაც მისი ასეთი რეაქცია გამოიწვია, რაც არ შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სატელეფონო ზარებზე დაფუძნებული. არ იყენებს მოტივს, რომ დედამ მიუყვანა შვილები აღსაზრდელად და დუმილით უფრთხილდება ყოფილი მეუღლის ავტორიტეტს, რაც მისი დადებითი მახასიათებელია და ასეთი თავშეკავებულობის პირობებში სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მაპროვოცირებელი გარემოებების არსებობის გარეშე მის ძალადობრივ ქმედებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ს---–--------------–-- მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვასთან ერთად, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ს---–--------------–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62–ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ს---–--------------–-, 2019 წლის 07 აპრილის 01:35 საათიდან, 2019 წლის 8 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 5 საათით და საბოლოოდ მოსახდელად დარჩეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145(ას ორმოცდახუთი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვთ 1 წლის ვადით.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ს---–--------------–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ს---–--------------–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი