განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
090100119002939734
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N(1/19–2019) 090100119002939734

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 მაისი, 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლეილა გურგუჩიანი

სხდომის მდივანი - იამზე მურუსიძე

 

პროკურორი - ზ------–--–----------

ბრალდებული - ე-–-------------

ადვოკატი - მ----------------–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №0----------- საქმე

 

ბრალდებულ ე-–------------- მიმართ

მამის სახელი: ა--------

დაბადებული: 0--------- წელი;

დაბადების ადგილი: საქართველო, ა-------–-------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება:ტ----------;

ოჯახური მდგომარეობა: ქ------;

პირადი ნომერი: 0-----------

რეგისტრირებული მისამართზე: ქვეყანა-საქართველო, რაიონი – ა-------–-----------------------–---–------------–------------------

 

ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქვეყანა-საქართველო, რაიონი – ა-------–-----------------------–---–------------–------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.ე-–--------------, წლების განმავლობაში, მათ შორის 2017 წლის 30 ივლისს, 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს, ქ----------–-----–---–---–-----------------ში, სისტემატური შეურაცხყოფა მიაყენა რძალს თ--------------–---–-- რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს(2019 წლის 8 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ.203–207)

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4.ე-–------------- სრულად აღიარა და მონანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და ითხოვა პატიება.

 

5.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლისაგან 2019 წლის 11 იანვარს გამოცემული შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით დგინდება, რომ ბრალდებულ ე-–------------- მიერ, თ--------------–---–-- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური შეურაცხყოფის გამო მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა, იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.(ს.ფ.18–24).

 

6.დაზარალებულ თ--------------–---–-- წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულ მტკიცებულებად მიჩნეული ჩვენებით დასტურდება, რომ 2012 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება პ-----------------ან. თანაცხოვრების მანძილზე შეეძინათ ორი შვილი: დ-------- და მ-------. ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებით დედამთილთან და მეუღლესთან დაეძაბა ურთიერთობა. დედამთილი მოითხოვდა ხელფასი მთლიანად მისთვის ჩაებარებინა და განეკარგა მას. 10 იანვარს ოჯახში მივიდა გაზის გადახდის ქვითრი 60 ლარის ოდენობით. დედამთილმა მოითხოვა, რომ გადაეხადა, რადგან გაზს ის მოიხმარდა. აუხსნა, რომ საშუალება არ ჰქონდა, რის გამოც დაუწყო ლანძღვა. მათ შორის გარდაცვლილი დედის მისამართით. ე-–------------- შეუძლია მიიყენოს თვითდაზიანება და დააბრალოს მას.

 

დედამთილი მუდმივად ლანძღავს და შეურაცხყოფს. 2017 წლის 30 ივლისს ასევე მოექცა დაბადების დღეზე, 2019 წლის 10 და 11 იანვარს ლანძღავდა და შეურაცხყოფდა, რის გამოც განიცდიდა ტანჯვას(მოწმის და დაზარალებულის სახით დაკითხვის ოქმები, ს.ფ.5–7, 49–51).

 

7.მოწმის სახით დაკითხული თ----------------- (დაზარალებულის და ბრალდებულის მეზობელი) წინასწარ გამოძიებაში მიცემული და წინასასამართლო სხდომის განჩინებით პრეიუდიციულად მიჩნეული მტკიცებულებით ადასტურებს, რომ ე-–-------------ა და თ--------------–---–-- ოჯახთან აქვს ახლო ურთიერთობა. თ---------–--------- აქვს დაძაბული ურთიერთობა. დედამთილი ხშირად ეჩხუბება. 2018 წლის 30 ივლისს, თ------- დაბადების დღეზე შემოესმა ხმაური და ჩხუბი. გადავიდა მათთან და დაინახა რომ ე-–---- ეჩხუბებოდა თ-----ს. (მოწმის დაკითხვის ოქმი, ს.ფ. 52–54);

 

8.2019 წლის 20 მარტის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დასტურდება, რომ ე-–-------------, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა –2017 წლის 30 ივლისს, 2019 წლის 10 იანვარს და 2019 წლის 11 იანვარს (დადგენილება პირის ბრალდების შესახებ ს.ფ.177 – 179);

 

9.სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 15 თებერვლის ამბულატორიული სასამართლო – ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ე-–------------- ქმედებებიდან გამომდინარე თ----- ბ-------–---–- განიცდიდა სისტემურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას. (ს.ფ.117–123).

 

10. ე-–------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება დასტურდება ასევე საქმეზე პრეიუდიციულად მიჩნეული ბრალდების მხარის შემდეგი მტკიცებულებებით: 2019 წლის 12 იანვრის, 13 იანვრისა და 8 თებერვლის მოწმე პ---------------ს გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 25 იანვრის და 22 თებერვლის მოწმე ლ-------------–-- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 25 იანვრის და 22 თებერვლის მოწმე ბ---------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 27 იანვრის და 25 თებერვლის მოწმე ნ------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 27 იანვრის და 25 თებერვლის მოწმე ა-----------–----- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 12 იანვრის, 6 თებერვლის და 20 მარტის ბრალდებულ ე-–------------- გამოკითხვის ოქმებით; 2019 წლის 11 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; 2019 წკის 26 თებერვლის ოქმით დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების შესახებ; 2019 წლის 20 მარტის ოქმით შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ; 2019 წლის 12 იანვრის დადგენილებით თ--------------–---–--ათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 12 იანვრის დადგენილებით ე-–-------------ათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; 2019 წლის 25 იანვრის დადგენილებით დაზარალებულ თ--------------–---–--ათვის ამბულატორიული სასამართლო – ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 4 მარტის ცნობებით ე-–---- ვახაძის ნასამართლობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ; 2019 წლის 5 მარტის ცნობით სოციალური მომსახურების სააგენტოდან ე-–------------- შესახებ; 2019 წლის 11 მარტის ცნობით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან ე-–---- კ------- შესახებ; 2019 წლის 11 იანვრის შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; 2019 წლის 21 თებერვლის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ; წერილობითი მიმართვებით და პასუხებით; 2019 წლის 12 იანვრის დადგენილებით თ--------------–---–-- დაზარალებულად ცნობის შესახებ და საქმეზე დართული სხვა პრეიუდიციული მტკიცებულებებით.

 

11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

12.აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა ე-–------------- ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

13.სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117–ე, 118–ე ან 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

14.ე-–---- კ------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

15.ე-–------------- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა შეუბღალავი წარსული (არ არის ნასამართლები და ადმინისტრაციულსახდელდადებული) ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

16. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე-–---- კ------- ჩადენილი დანაშაულისათვის საბოლოოდ უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე- თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე-–---- კ------- მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ე-–------------- მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, დაცული იქნება ბალანსი საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1.ბრალდებული ე-–---- კ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, იარაღთან დაკავსირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდდექსის 63–ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და 64–ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

2.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ ე-–------------- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

3.გაუქმდეს ბრალდებულ ე-–------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

5.განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გურგუჩიანი