გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/4740-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე - სს „ს------–----------------–---------“
წარმომადგენლები - მ-------–--–-----ი; გ-----------------ე
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–-----------ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №0------- გადაწყვეტილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 17 აპრილს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ №02/2---- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შემდგომი რეაგირების მიზნით, მოქალაქე რ-------------–--ის 2018 წლის 15 თებერვლის №1---- განცხადება წარუდგინა, რომელიც ეხებოდა სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–-------------------–ში პაციენტ ლ---–---------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურების საკითხს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 17 აპრილის №02/2---- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 95-1-9).
3.1.2. სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულის თანახმად, კოდი M9-.7 შეესაბამება დიაგნოზს - „ძ--–------------–---------------------------------- დროს (C---D4-+)“, ხოლო S7-.3 კოდი შეესაბამება დიაგნოზს - „ბ----------------------ი (სხეულის) მ--------–---ა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო კლასიფიკატორების მოდული (ს.ფ. 112-113).
3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოქალაქე რ-------------–--ის 2018 წლის 15 თებერვლის №1---- განცხადების საფუძველზე, შეისწავლა სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის მიერ წარდგენილი მოქალაქე ლ---–---------ის სამედიცინო (№9--0-0-----) და ფინანსური დოკუმენტაცია. მითითებული საკითხის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ლ---–---------ე 2017 წლის 9 ოქტომბერს, 12:03 სთ-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტალიზებულ იქნა სს „ს------–----------------–---------ს“ ტრავმატოლოგიურ კლინიკაში დიაგნოზით: მ---–------------------–----------------------–-------------------–---ა (M9-.7). პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: ბ------------–-- მ--------–---ის შიდა ფიქსაცია, ი-------------–------–---–--------ს გამოყენებით (NCSP: N-----) და სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა 2017 წლის 15 ოქტომბრის 14 საათამდე. მიმწოდებელს ზემოთ აღნიშნული კოდები (N-----; M9-.7) პაციენტის კლინიკიდან გაწერის დროისთვის ჰქონდა გასაფასებელი. დაწესებულების მიერ პაციენტის ინფორმირება მოხდა 4-- ლარის ოდენობით თანხის თანაგადახდის შესახებ. ხოლო სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ, მიმწოდენელმა პაციენტს დააკისრა 3---,75 ლარის თანაგადახდა, რასაც ადასტურებს სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის წერილიც (№5--; 30/11/2017). ვინაიდან, პაციენტი წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს და სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 1.2 დანართით გათვალისწინებული პირობებით (1---ე დადგენილება - ა-----------------ფი) და ამავე დადგენილების თანახმად, გათვალისწინებულია ბ------------–-- მ--------–---ის ოპერაციული მკურნალობა, მ--------–---ის შიდა ფიქსაციით, მათ შორის, S7-.3 - ბ----------------------ი (სხეულის) მ--------–---ა (რომელიც არ გამორიცხავს პათოლოგიურ მ--------–---ას), მიმწოდებელს აღნიშნული შემთხვევის მართვა შეეძლო წინასწარ განფასებული კოდების (S7-.3-N-----) მიხედვით, რომლის ფასი შეადგენს 2--- ლარს. ხოლო დაწესებულების მიერ დაფიქსირებული კომბინაციის (M9-.7- N-----) შემთხვევაში, ტარიფის არეალი განისაზღვრა 5--- ლარის ოდენობით, საიდანაც სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1---,25 ლარი, პაციენტის ასანაზღაურებელმა თანხამ კი 3---,75 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №0------- გადაწყვეტილებით სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ს პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (1---.25 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 5---.75 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს (სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ს) დაევალა პაციენტისთვის გადახდილი თანხის 4-- ლარის უკან დაბრუნება; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდიდან 1- (ათი) დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №0------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14--15-).
3.1.4. პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-1-0/ა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
1. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები შესაბამისი ICD – 1- კოდის მითითებით) - M9-.7 ძ--–------------–---------------------------------- დროს (C---D4-+) (09/1-/2017; 16:37) მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა; C5-.9 ს-----------------–ი, დაუზუსტებელი ნაწილის ა--------------------ე, მარჯვენამხრივი მ-------------ს, ქ-------------ის და ჰ------------------ის შ.პ.
2. მოკლე ანამნეზი: პაციენტმა 09.1-.17-ში სახლში საწოლში მარცხენა ქ--------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–-------------ს დ-------ის მიდამოში, რის შემდეგ 112 ბრიგადის მიერ მოყვანილია ჩვენს კლინიკაში, მოთავსდა ER -ში, შეკრებილ იქნა ანამნეზი (ო-----–--------- პაციენტი), ჩატარდა ყველა საჭირო კლინიკურ-დიაგნოსტიკურ (მარცხ. ბ------ის, მარცხ. მუხლის გ---–-------ის, წელის რენტგენი, ბ------ის ct კვლევა), ლაბორატორიული კვლევები, დადგინდა დიაგნოზი (მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა), პაციენტს და მის ოჯახის წევრებს გაეცათ პასუხი ყველა დასმულ შეკითხვაზე, მდგომარეობის, მ--------–---ის მკურნალობისა და პროგნოზის შესახებ. მათი თანხმობის შემდეგ, პაციენტი ER -ში სათანადო მომზადების შემდეგ აყვანილ იქნა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში, შემდგომი მკურნალობის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-1-0/ა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობა (ს.ფ. 39-40).
3.1.5. პაციენტ - ლ---–---------ის 2017 წლის 09 ოქტომბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზში (სამედიცინო დოკუმენტაცია №IV 300-15) მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
„კლინიკური დიაგნოზი: მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა“;
„დაავადების დინამიკა: ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტმა 2017 წლის 09 ოქტომბერს სახლში საწოლში მარცხენა ქ--------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–-------------ს დ-------ის მიდამოში, რის შემდეგ 112 ბრიგადის მიერ მოყვანილია ჩვენს კლინიკაში, მოთავსდა ER -ში, შეკრებილ იქნა ანამნეზი, ჩატარდა ყველა საჭირო კლინიკურ-დიაგნოსტიკურ (მარცხ. ბ------ის, მარცხ. მუხლის, გ---–-------ის, წელის რენტგენი, ბ------ის კტ-კვლევა), ლაბორატორიული გამოკვლევები, დადგინდა დიაგნოზი (მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა).“
„პაციენტის მკურნალ ექიმთან ო----ლოგთან განხორციელებული სატელეფონო კონსულტაციის, რეკომენდაციის და ანამნეზის (ო---- პაციენტი 201- წლიდან DS: ICD1--C5-.9 T-----) გათვალისწინებით პაციენტისთვის რეკომენდირებულია შეძლებისდაგვარად მინიინვაზიური ოპერაციული ჩარევა. ამის განხორციელება მოცემულ ვითარებაში (მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა) შესაძლებელია პაციენტის სათანადო მომზადების და შემდეგ მხოლოდ GAMMA NAIL-ის ტიტანის ინტრამედულარული ღეროს გამოყენებით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პაციენტ - ლ---–---------ის 2017 წლის 09 ოქტომბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზი (სამედიცინო დოკუმენტაცია №IV 300-15) (ს.ფ. 30-35).
3.1.6. სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ექიმ რადიოლოგის მიერ 2017 წლის 1- ოქტომბერს გაცემული ცნობაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
პაციენტ - ლ---–---------ეს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია სპირალურ რეჟიმში. მიღებულ ტომოგრამებზე მ-----ს სარტყელში შემავალი ძვლების დიფუზიური ოსტეოს--–---------ლი დაზიანების ფონზე ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ლ-------------------ბა, მაქსიმალური მათ შორის მ---–-------------ს ძვლის პროქსიმალური დ-------ის დონეზე 2,3/1,7. იწვევს კორტიკალური შრის რღვევას. ასეთივე, 1,6/0,7 სმ ზომის ლ-------------------ბა ისახება მარცხნივ დიდი ციბრუტის პროექციაზე, კორტიკალური შრის რღვევის ნიშნებით. მ---–----------------–-- ფრთის პროექციაზე ისახება 1-,4/1-,7 სმ ზომის ს--–---------ლი მოცულობითი უბანი, რომელიც ვრცელდება როგორც დ--------–- კუნთებისკენ, ასევე მ-----ს ღრუში. მარჯვენა ბ------------–-- პროქსიმალური დ-------ი, ყელი და თავი ს--–---------ლად შეცვლილია, ისახებ სპიკულისებრი კიდეებით. ვლინდება მარჯვენა თ-------------------------------------------–--ის პათოლოგიური ხანდაზმული მ--------–---ა, ძვლოვანი კორძებით. ვლინდება მარცხენა ტ-----ის ფოსოს უკანა კიდის და მ---–-------------ს ძვლის დ-------ის ხაზოვანი მ--------–---ა უხეში ცდომის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების 2017 წლის 1- ოქტომბრის ცნობა (ს.ფ. 51).
3.1.7. სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის 2017 წლის 9 ოქტომბრის, პაციენტ - ლ---–---------ის ბ------------–-- რენტგენოგრაფიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: მ---–------------------–----------------------–-------------------–---ა დამაკმაყოფილებელი დგომით. მარცხენა მენჯ-ბ------ის ს-------- ნაპრალი მკვეთრად შევიწროვებულია, ს--–---------ლია, ს-------- კიდეებზე აღინიშნება ძვლოვანი წანაზარდები (ო------------ბი). მ---–-------------ს ძვლის თავი ქვეამოვარდნილობაში, დეფორმიული და გაბრტყელებულია. მ---–-------------ს ძვლის ყელი დამოკლებულია. შენტონის ხაზის წყვეტა არ შეინიშნება. გავა-თ------–---------ის ნაპრალები შევიწროვებული და ს--–---------ლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის 2017 წლის 9 ოქტომბრის ბ------------–-- რენტგენოგრაფია (ს.ფ. 56).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა და ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „ს------–----------------–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №19-/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 1- ოქტომბრიდან).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №19-/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 1- ოქტომბრიდან) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას და უფლებამოსილებას წარმოადგენს მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
სასამართლო ასევე მოიხმობს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამას“ (დანართი №1), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი). ამავე პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ხოლო მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. მითითებული დანართი №1-ის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლი არეგულირებს პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის საკითხს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან.
ზემოაღნიშნული პროგრამის 151 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კონტროლი ხორციელდება გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. კონტროლი შესაძლებელია, გახორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოქალაქე რ-------------–--ის 2018 წლის 15 თებერვლის №1---- განცხადების საფუძველზე, შეისწავლა სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–--------------------–ის მიერ წარდგენილი მოქალაქე ლ---–---------ის სამედიცინო (№9--0-0-----) და ფინანსური დოკუმენტაცია.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №0------- გადაწყვეტილებით სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–-------------------–ს პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (1---.25 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 5---.75 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს (სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–-------------------–ს) დაევალა პაციენტისთვის გადახდილი თანხის 4-- ლარის უკან დაბრუნება; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდიდან 1- (ათი) დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.
6.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლზე უფლებამოსილ ორგანოს, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა მიმწოდებლის მიერ პროგრამით განსაზღვრული პირობების გარღვევის ფაქტს და არსებობს თუ არა მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების -საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძვლები, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
განსახილველ შემთხვევაში სს „ს------–----------------–---------ს“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ვინაიდან S7-.3 კოდი ითვალისწინებდა ბ---------------------- (სხეულის) მ--------–---ას (რომელიც არ გამორიცხავს პათოლოგიურ მ--------–---ას), მიმწოდებელს პაციენტ ლ---–---------ის შემთხვევის მართვა შეეძლო წინასწარ განფასებული კოდების (S7-.3-N-----) მიხედვით და არა დაწესებულების მიერ დაფიქსირებული კომბინაციით - M9-.7- N-----. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-1-0/ა-თი და 2017 წლის 09 ოქტომბრის წინასაოპერაციო ეპიკრიზით ირკვევა, პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით „სახლში საწოლში მარცხენა ქ--------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–-------------ს დ-------ის“. ამასთან, სს „ს------–----------------–---------ს“ ტ-----------–-------------------–ში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა: „მიღებულ ტომოგრამებზე მ-----ს სარტყელში შემავალი ძვლების დიფუზიური ოსტეოს--–---------ლი დაზიანების ფონზე ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ლ-------------------ბა, მაქსიმალური მათ შორის მ---–-------------ს ძვლის პროქსიმალური დ-------ის დონეზე 2,3/1,7.“, ხოლო ბ------------–-- რენტგენოგრაფიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: მ---–------------------–----------------------–-------------------–---ა დამაკმაყოფილებელი დგომით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლო ასევე მიუთითებს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხეც სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ სს „ს------–----------------–---------სთვის“ მიმართვისას პაციენტ ლ---–---------ის დიაგნოზი იყო - ა--------------------ე, რაც M9-.7 კოდის გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება მ---–-------------ს მ--------–---ის გამომწვევ ფაქტორს, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მ--------–---ის რაიმე სახის გარეგანი ფაქტორით, გარეგანი ძალის მოქმედებით გამოწვევა არ დასტურდება. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ ჩატარებული გამოკვლევებით პაციენტს მ---–------------------–----------------------–-------------------–---ა დაუდგინდა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს------–----------------–---------ს“ მიერ M9-.7 კოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია დადგინდეს პაციენტის (ლ---–---------ე) მ---–-------------ს ძვლის პათოლოგიური მ--------–---ის გამომწვევი გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელახლა უნდა იმსჯელოს სს „ს------–----------------–---------სთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე.
6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №0------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 1-0 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1-0 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-1-, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 24--ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „ს------–----------------–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის №0------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე სს „ს------–----------------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1-0 (ასი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: ნანა დარასელია