განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლის თ----------------,ბრალდებულ ე-–-–----------------,ადვოკატ დ-----------------ს,თარჯიმან ე-–---------–--ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–-–-- ა------------ ჯ---------ის(პ/№0-----------) - დაბადებულის 1--- წლის 2--------–-- რეგისტრირებულის ყ-------------------- მ------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-----------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 19-178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ე-–-–-- ჯ---------ს ბრალად ედება ძარცვის მცდელობა ,ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 20 იანვარს დაახლოებით 20:10 საათზე , ქ.თბილისში, ქე-------–-------–----------------ის მიმდებარედ არსებულ ჯიხურში,ე-–---- ჯ---------მა დახლის ქვემოთ არსებული ჯამიდან სცადა აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ფულად თანხას 125 (ას ოცდახით) ლარის ოდენობით, რა დროსაც შემჩნეულ იქნა ე----------------ის მიერ.
ე-–-–---------------- ქმედების შედეგან ე----------------ეს შესაძლოა მისდგომოდა 125 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ე-–-–-- ჯ---------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ე----------------ის გამოკითხვის ოქმი, გ--------------ის, რ----------------–---–ის, დ-------------–---–ის, მ-------------------------ას გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დაკავებისა დაპირადი ჩხრეკის ოქმი, ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა) ერთობლიობა ე-–-–---------------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, ასევე იმ გარემოებას, რომ რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე-–-–-- ჯ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-178-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით,გაუქმდეს ე-–-–---------------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ე-–---- ჯ---------ის სასჯელის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან 2019 წლის 20 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ე-----------------ისგან ამოღებული ფულადი თანხა 125 ლარი დალუქული ერთ პაკეტად, ბრალდებულ ე-–-–---------------- პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი გასაღები, სამი ცალი მეტრომანის ბარათი და ერთი ცალი საკვნეტი დალუქული ოთხ პაკეტად, რომლებიც ინახე ი--------------------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი 01(ერთი) ცალ ლაზერულ დისკზე; ვიდეო ჩანაწერი 2 ცალ ლაზერულ დისკზე, რომელებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი