განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/517-18 (N046120518001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17.12.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ე-----–-----------ე
მამის სახელი: ა-------
დაბადების თარიღი: 0-.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
მცხოვრები: ტ------–-, სოფ. ნ------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ე-----–-----------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ტ------–-ს რაიონის სოფელ ნ------–--ში, თავისსავე საცხოვრებელ სახლში, ე-----–-----------ემ მეუღლეს მ----------–--ეს სიტყვიერი შელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ე. ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ე-----–-----------ე, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, შემდეგი გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.
საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ტ------–-ს რაიონული სამმართველოს გელათის პოლიციის დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა დ-------------ემ განმარტა, რომ ღამის საათებში პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების თანახმად, ადგილი ქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, რის შემდეგაც მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ოჯახურ კონფლიქტს ქონდა ადგილი, რის გამოც, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ე-----–-----------ე. განმარტავს, როგორც ბრალდებულის, ასევე, სხვა მოწმეების დაკითხვა მოხდა პოლიციის განყოფილებაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, როგორც დაზარალებულმა მ----------–--ემ მათ უთხრა, მისი მეუღლე ე-----–-----------ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, აგინებდა მას და როდესაც დაწოლილი იყო ცდილობდა, რომ მაისური გაეხადა, ამ დროს მოიქნია ხელი და მოქნეული ხელი მოხვდა სახის არეში, რის გამოც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. განმარტავს, რომ დაზარალებულის მიმართ დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ა---------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, შემოესმა ხმაურის ხმა და ამის გამო გადაწყვიტა ასულიყო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. თუმცა კიბეზე შეხვდა მისი შვილი ე-----–-----------ე, რომელმაც უთხრა მას, რომ ყველაფერი კარგად იყო და ისევ ძირს ჩამოვიდა. განმარტავს, რომ შემდეგ მისი შვილისგან ე-----–-----------ისგან გაიგო, რომ მეუღლესთან მოსვლია მხოლოდ შელაპარაკება. განმარტავს, რომ თავად არც შელაპარაკების და არც სხვა რამის ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია.
საქმეში არსებული N003330418 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “12.05.2018წ. 03:40-03:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ----------–--ეს სხეულზე დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.“
საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა გ--------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ტ------–-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ კობა კუბლაშვილის დადგენილების საფუძველზე, 2018 წლის 12 მაისს 03:40 საათზე დასავლეთ საქართველოს ეროვნული ექსპერტიზის დეპარტამენტის შენობაში წარმოდგენილი იქნა მოქალაქე მ----------–--ე, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა. შესამოწმებლის გადმოცემით 2018 წლის 11 მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შელაპარაკების ნიადაგზე ცემა მეუღლემ ე-----–-----------ემ. განმარტავს, რომ გასინჯვით და შემოწმებით შესამოწმებელ პიროვნებას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა.
საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა მ----------–--ემ და მოწმეებმა დ--------------ემ, ა------------ემ და ს--–-------------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ე-----–-----------ემ განმარტა, რომ არ სცნობს თავს დამნაშავედ და მიაჩნია, რომ უდანაშაულოა წარდგენილ ბრალდებაში, ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ე-----–-----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმეში არსებული N003330418 სასამართლოო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თნახმად, “12.05.2018წ. 03:40-03:45 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ----------–--ეს სხეულზე დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.“ შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულისათვის ბრალდებულის მიერ დაზიანების მიყენების ფაქტი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ე-----–-----------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმე ა---------------ის ირიბი ჩვენებისა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, შემოესმა ხმაურის ხმა და ამის გამო გადაწყვიტა ასულიყო საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. თუმცა იქ ასულს უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო და ისევ ძირს ჩამოვიდა. როგორც შემდეგ მისი შვილისგან ე-----–-----------ისგან გაიგო, მის მეუღლესთან ჰქონდა მხოლოდ შელაპარაკება სხვა რაიმე ფაქტს ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ თავად არც შელაპარაკების და არც სხვა რამის ძალადობის შემსწრე პირადად არ ყოფილა.
ამასთან საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოწმის სახით დაკითხულმა, ტ------–-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა დ-------------ემ, დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავის ჩვენებაში განმარტა, რომ უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომელი არ არის თვითმხილველი და არ შესწრები ბრალდებულ ე-----–-----------ის მხრიდან მისი მეუღლის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ მ----------–--ეს, ასევე, მოწმეებს დ--------------ეს, ა------------ეს და ს--–-------------ეს, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვეტურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ე-----–-----------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 11 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ტ------–-ს რაიონის სოფელ ნ------–--ში, თავისსავე საცხოვრებელ სახლში, ე-----–-----------ემ მეუღლეს მ----------–--ეს სიტყვიერი შელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახის არეში. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ე-----–-----------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ე-----–-----------ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ე-----–-----------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ე-----–-----------ის ბრალეულობაში, რის გამოც, ე-----–-----------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-----–-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ე-----–-----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს შ---------------ეს (პირადი N4----------) განაჩენის აღსრულებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
3. გამართლებულ ე-----–-----------ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე