განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2019
საქმის ნომერი
330100119002899659
თარიღი
08.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – თ------- ჭ---------–--ს

ბრალდებულ _ გ---- დ--------–---–ის

ადვოკატ - ვ----–-- ბ--–----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ---- გ---ს ძე დ--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ქ-------–--–-------------------------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- დ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

გ---- დ--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.თბილისში, მ-----------------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ---- დ--------–---–მა დედას - ც---- დ--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი ჩაარტყა თავში, შემდეგ ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა თავზე, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ---- დ--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ---- დ--------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ---- დ--------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ---- დ--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ გ---- დ--------–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რის გამოც გ---- დ--------–---–მა პასუხი უნდა აგოს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მხრიდან დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობას სხვა დროს ადგილი არ ჰქონია და ეს იყო პირველი შემთხვევა, ამასთან, მათ შორის სიტყვიერ კონფლიქტსაც კი იშვიათად ჰქონდა ადგილი (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, „ჩემი შვილის - გ---- დ--------–---–ის მხრიდან ჩემი ცემის ფაქტი არის პირველი შემთხვევა, მას სხვა დროს არასოდეს არ ვუცემივარ, პირიქით, იქცევა კარგად და მივლის...“), ხოლო 2019 წლის 18 თებერვალს განხორციელებული ძალადობა არ გამოხატულა არაერთჯერად დარტყმასა და სხვა ისეთი სახის დაუნდობელი ხასიათის ძალადობრივ ქმედებებში, რაც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება უპირველეს ყოვლისა ეწინააღმდეგება დაზარალებულის ინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, კერძოდ, როგორც დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითა და ბრალდებულის განმარტებით ირკვევა, ც---- დ--------–---–ი არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, გადის მკურნალობის კურსს, რაშიც ყოველდღიურ დახმარებას უწევს გ---- დ--------–---–ი, რომელიც ამავდროულად მატერიალურადაც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველ და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე ოჯახის წევრებს (დედას და ლოგინადჩავარდნილ ბებიას).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- დ--------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მის მიმართ პირობითი მსჯავრის დანიშვნა და გამოსაცდელი ვადის დადგენა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მომავალში ბრალდებულის სათანადო ქცევას. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, აღნიშნული სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ბრალდებულს დროებითი სამუშაოების შესრულებაში, რაც მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომლის გარეშე დარჩენა კიდევ უფრო უარყოფითად აისახება ისედაც მძიმე მატერიალური მდგომარეობის მქონე ოჯახის ქონებრივ მდგომარეობაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ---- დ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ გ---- დ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 18 თებერვლიდან - 2----–-–---------------–ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ გ---- დ--------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. გ---- დ--------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. გაუქმდეს გ---- დ--------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 1.000 (ათასი) ლარის ოდენობით.

5. საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი