განაჩენი

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
140100119002990657
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140100119002990657

საქმე #1/200-19 (028160419001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ივნისი, 2019 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი

სხდომის მდივანი - თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ----- კ----–--

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ა---------– ბ-------- (დაბადებული 1----–-–-----------–-, პ/ნ------------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები კ-----------------------–--------ში)

 

ადვოკატი - მ------ ი------–---–-

 

თარჯიმანი - ლ-------–- გ----------

 

კვალიფიკაცია: სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 2019 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, კ-----------------------–--------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა ა---------– ბ-------მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ი-----–- ი-–-------ს ხელი დაარტყა თავზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა ა---------– ბ-------მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, მხარეებს წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ;

 

3.3. გარდა ბრალდებულის აღიარებისა, მის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული ი-----–- ი-–------ის, ი----- ს----–---–ის, ქ------- ო------ის გამოკითხვის ოქმებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა---------– ბ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ა---------– ბ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - მის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, აგრეთვე მის ასაკს - იგი 65 წლისაა, დაზარალებული მას შეურიგდა და პრეტენზია არ აქვს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის ასაკსაც, რომელიც 69 წლისაა. ასეთ პირობებში, სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი სასჯელის მიზნების, მათ შორის - ახალი დანაშაულის თავიდან აცილების - მისაღწევად არ არის აუცილებელი ა---------– ბ--------ს საზოგადოებისაგან იზოლაცია, მაგრამ აუცილებელია მის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა---------– ბ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მსჯავრდებულ ა---------– ბ-------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 16 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით;

 

მსჯავრდებულ ა---------– ბ-------ს დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო მის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. დადეშქელიანი