განაჩენი

სისხლის სამართლის 24.12.2018
საქმის ნომერი
080100118002401388
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/313-18 წ.

გამოძიების ნომერი N069090318001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

24 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ფ-------–---–---ე

 

ბრალდებული - ნ--------------–---–ი

მამის სახელი: ო------

პირადი ნომერი: 6----------

დაბადების თარიღი: 31.0-.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

განათლება: საშუალო

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: ო--------, სოფ. კ-------

საცხოვრებელი ადგილი: წ---–-------, სოფ. ფ---–----------, კ-----------ს მე-4 ს------------------–---.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ნ--------------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ ფ---–---------ში, კ-----------ს დასახლებაში #1----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ნ--------------–---–მა ცემა არასრულწლოვან შვილს, ი-----–---------–---–ს კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული ნ--------------–---–ი, ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, შემდეგი გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, დასავლეთ საქართველოს სასამართლო ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური განყოფილების ექსპერტმა მ-----------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 9 მარტს წ---–-------ს რაიონული სამმართველოს ფ---–---------ის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის დ-----------–-–---–ისა და ა-–---------------------ის დადგენილებით, ექსპერტიზის განყოფილებაში წარდგენილი იქნა მოქალაქე ნ--------------–---–ი. უნდა გაერკვიათ იმყოფებოდა თუ არა ნ---------------–---–ი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. განმარტავს, რომ მის მიერ აღნიშნული პიროვნება შემოწმებული იქნა, როგორც კლინიკურად, ასევე, ლაბორატორიულად, ორივე შემოწმების შედეგად გამოტანილი იქნა დასკვნა, რომ ნ--------------–---–ი იმყოფებოდა საშუალო ხარისხის ალკოჰოლური თრობის ქვეშ. განმარტავს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილმა პიროვნებამ განუმარტა, რომ მიღებული ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი ,,არაყი“. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

მოწმის სახით დაკითხულმა, ფ---–---------ის პოლიციის უბნის-ინსპექტორ გამომძიებელმა ა-–---------------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 8 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც საცხოვრებელი ბინის პირველი სართულიდან ისმოდა ნ--------------–---–ის ლანძღვა- გინების ხმა, როდესაც საცხოვრებელ სახლში შევიდნენ, ბრალდებულმა ნ--------------–---–მა თქვა მათი მისამართით ,,ძაღლებს ვინ დაურეკაო“, მოუწოდეს მას დამშვიდებულიყო. ოთახში ფარდა იყო ჩამოგდებული, სამზარეულო ოთახში ყველაფერი არეული იყო, ხოლო საძინებელი ოთახი ჩაკეტილი იყო და მის კარებს ეტყობოდა დაზიანების კვალი, ამ ჩაკეტილ ოთახში იმყოფებოდა ბრალდებულის მეუღლე. აღნიშნულის გამო ადგილზევე მოხდა ნ--------------–---–ის დაკავება. გაირკვა, რომ ბრალდებულ ნ--------------–---–ს მათ მისვლამდე ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია მისი მეუღლისთვის და შვილისთვის, მათი იქ ყოფნის დროს ის მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მისი ოჯახის წევრებს. დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობა ბრალდებულს პოლიციის მიმართ არ განუხორციელებია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა მა------------–--ემ განმარტა, რომ 2018 წლის 9 მარტს გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა მოქალაქე ნ--------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ იყო ნასვამი და ილაპარაკა ოჯახში ხმამაღლა. ობიექტური შემოწმებით მოქალაქე რაიმე ტკივილებს არ უჩიოდა, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, სხვა რაიმე მექანიკური დაზიანების კვალი სხეულზე არ აღენიშნებოდა. აღნიშნული სისხლნაჟღენთი მიყენებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც განეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული სისხლნაჟღენთი თუ რატომ აღენიშნებოდა ამის შესახებ შესამოწმებელ პირს განმარტება არ გაუკეთებია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს ფ---–---------ის პოლიციის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა დ-----------–-–---–მა განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში შემოსული შეტყობინების თანახმად, ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს რაზედაც მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: დააკავა ბრალდებულის სახით ნ--------------–---–ი და დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებს დახვდათ შემდეგი სიტუაცია: ნ--------------–---–ი იგინებოდა ილანძღებოდა მისი მეუღლის და შვილის მიმართულებით, ასევე, იქვე იმყოფებოდა ნ--------------–---–ის სიდედრი. განმარტავს, რომ ნ--------------–---–მა პოლიციის მიმართაც გამოხატა გაღიზიანება, კერძოდ თქვა ,,ვინ დაურეკა ამათო“ ხმამაღლა. დაზარალებულმა ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ მისი მამა ნ--------------–---–ი იმ დღეს მთელი დღე სვამდა ქუჩაში და როდესაც სახლში მივიდა უმიზეზოდ დაუწყო ჩხუბი და ხელი ჩაარტყა თავში მას და როდესაც ოთახში ჩაიკეტა ძალის გამოყენებით გააღო კარები. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, როდესაც შევიდნენ საცხოვრებელ სახლში ნ--------------–---–ის მეუღლის დ---------------–---ს მითითებით ნახეს დაზიანებული საძინებელი ოთახის კარები და ასევე ,,ზალაში“ ჩამოვარდნილი იყო ფარდა. დანარჩენ ოთახებში არეულობის კვალი არ იყო. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა რაიმე ინფორმაცია არ გააჩნია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა ო-–----------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ექსპერტ შ--–------------ესთან ერთად გამოცხადდა კ-----------ს ს------------------–---ში, სადაც დახვდათ გამომძიებელი დ-----------–-–---–ი. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ მყოფმა ქალბატონმა მიუთითა კარების ზედაპირზე, რომელიც დაზიანებული იყო და ასევე ,,ზალაში“ იყო ფარდა ჩამოვარდნილი, რაზედაც კანონით დადგენილი წესით მოხდა აღნიშნული ადგილების დასურათება და ოქმის შედგენა. სხვა რაიმე დაზიანებული არ ყოფილა. განმარტავს, რომ აღნიშნულ დაზიანებებზე იქ მყოფმა ქალბატონმა განმარტა, რომ იგი ჩადენილი ქონდა მის მეუღლეს.

 

ანალოგიურად აჩვენა, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა შ--–------------ემ და განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ექსპერტ ო-–---------ესთან ერთად გამოცხადდა კ-----------ს ს------------------–---ში, სადაც დახვდათ გამომძიებელი დ-----------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს და უნდა მოეხდინათ შემთხვევის ადგილის დათვალიერება. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ მყოფმა ქალბატონმა მიუთითა კარების ზედაპირზე, რომელიც დაზიანებული იყო და ასევე ,,ზალაში“ იყო ფარდა ჩამოვარდნილი, რაზედაც კანონით დადგენილი წესით მოხდა აღნიშნული ადგილების დასურათება და ოქმის შედგენა. იქვე მყოფმა ქალბატონმა განმარტა, რომ მისი მეუღლე იყო ნასვამი და მათ შვილზე მოახდინა ძალადობა, ხოლო თუ რა ფორმით მოახდინა ძალადობა აღნიშნულის შესახებ არ უთქვამს.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–---------–---მ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე შეესწრო მხოლოდ კონფლიქტის დამთავრების მომენტს, მან იცოდა, რომ მისი სიძე ნ--------------–---–ი იყო ნასვამი, რის გამოც წავიდა მათთან სახლში და როდესაც მივიდა, ნ--------------–---–ი იყო გაბრაზებული ყვიროდა რაღაცის გამო, რაზედაც მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო და ამ დროს თან მოვიდა პოლიცია. განმარტავს, რომ იქ მისვლამდე რა მოხდა და რის გამო იყო მისი სიძე ნ--------------–---–ი გაბრაზებული, აღნიშნულის შესახებ მას ინფორმაცია არ გააჩნია. განმარტავს, რომ სახლში მხოლოდ ფარდა იყო ჩამოვარდნილი თავისი ე.წ ,,შტორით“. არ იცის თუ რის გამო იყო ასე, ან ვინ ჩამოაგდო ის. განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სხვა რაიმე სახის ინფორმაცია არ გააჩნია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს ფ---–---------ის პოლიციის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ო-------------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოახდინა არასრულწლოვანი მოწმის ი-----–---------–---–ის გამოკითხვა კანონით დადგენილი წესით, მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. აღნიშნულ საქმეზე ი-----–---------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად. განმარტავს, რომ მის მიმართ არ მომხდარა სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა, ვინაიდან დაზარალებულმა თვითონ განაცხადა უარი ამაზე. განმარტავს, რომ ვიზუალურად დაზარალებულ ი-----–---------–---–ს რაიმე დაზიანების კვალია არ ეტყობოდა.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-------ს რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ--------------ემ განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოხდა მოწმის დ---------------–---ს გამოკითხვა, საქმე შეეხებოდა ოჯახური ძალადობის ფაქტს, რომელიც მოხდა 2018 წლის 9 მარტს. განმარტავს, რომ როგორც გამოკითხვით დადგინდა, ნ--------------–---–მა ნასვამ მდგომარეობაში ცემა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მის შვილს, რის შემდეგაც მისი შვილი დაიმალა ოთახში, ასევე დ---------------–---მ განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ნ--------------–---–მა. განმარტავს, რომ სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში თავად მონაწილეობა არ მიუღია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს, დაზარალებულმა ი-----–---------–---–მა და მოწმე დ---------------–---მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ--------------–---–მა განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და ითხოვს მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ნ--------------–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-7-ე, 1-8-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

დადგენილია, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის მიმართ ექსპერტიზა არ ჩატარებულა, რადგან მან აღნიშნულზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულისათვის ბრალდებულის მიერ დაზიანების მიყენების ფაქტი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ ნ--------------–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, რადგანაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება, გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა. მოწმის სახით დაკითხულმა, წ---–-------ს რაიონული სამმართველოს ფ---–---------ის პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა ა-–---------------------ემ, დ-----------–-–---–მა, გ--------------ემ და ო-------------–---–მა დაადასტურეს, რომ მონაწილეობას იღებდნენ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, რომელიც დაიწყო პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ოჯახური ძალადობის ფაქტზე. თავიანთ ჩვენებებში განმარტეს, რომ ისინი უშუალოდ ძალადობის განხორციელების ფაქტს არ შესწრებიან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლიციის არცერთი თანამშრომელი არ არის თვითმხილველი და არ შესწრებია ბრალდებულ ნ--------------–---–ის მხრიდან მისი შვილის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკური ძალადობის განხორცილების ფაქტს, ასევე, მოწმე ნ-----–---------–---მ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეზე შეესწრო მხოლოდ კონფლიქტის დამთავრების მომენტს, მან იცოდა, რომ მისი სიძე ნ--------------–---–ი იყო ნასვამი, რის გამოც, წავიდა მათთან სახლში და როდესაც მივიდა, ნ--------------–---–ი იყო გაბრაზებული ყვიროდა რაღაცის გამო, რაზედაც მოუწოდა, რომ დამშვიდებულიყო ამ დროს მივიდა პოლიციაც. განმარტავს, რომ იქ მისვლამდე თუ რა მოხდა და რის გამო იყო მისი სიძე ნ--------------–---–ი გაბრაზებული არ იცის. ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ი-----–---------–---–ს და მოწმე დ---------------–---ს, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, ნ--------------–---–ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 8 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, წ---–-------ს რაიონის სოფელ ფ---–---------ში, კ-----------ს დასახლებაში #1----ში, თავის საცხოვრებელ ბინაში, ნ--------------–---–მა ცემა არასრულწლოვან შვილს, ი-----–---------–---–ს კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგად ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის გარდა მოწმეთა ირიბი ჩვენებებისა, სხვა არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ--------------–---–ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ნ--------------–---–ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ ნ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ ნ--------------–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც, ნ--------------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ნ--------------–---–ი, ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2. ნ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის #12-22 განჩინებით დაყადაღებულ დ------------–---ს, ბ---------------–---ს და მ--------------–---ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე წ---–-------ს რაიონი, კ-----------ს ს------------------–--- #4, კორპუსი #1- ბინა #24, საკადასტრო კოდი #2--1-.3-.2--.01/024, ფართი 75.50 კვ.მ. დ------------–---ს (პ/ნ 6----------) წილს, გირაოთი განსაზღვრული 3 000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების ნაწილში.

3. საქმეზე არსებული მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ,,CD-R“ დისკი, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

4. გამართლებულ ნ--------------–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე