განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ლ-–- გ-------–--ის,ბრალდებულ _ ე---–--- გ------–--ის,ადვოკატ - ვ-–- ნ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ე---–--- ვ----–-ს ძე გ------–--ის, დაბადებულის 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-------------–------------–--------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------–-----------–---------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე---–--- გ------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ე---–--- გ------–--ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ------–--–----------------------------------------------------ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ურთიერთშელაპარაკების დროს ე---–--- გ------–--ემ, არასრულწლოვანი შვილის - გ-------– გ------–--ის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ე-–--- თ------ს, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა მუცლის არეში, ხელი ჰკრა და თავი მიარტყმევინა კარის სახელურზე, რის შედეგადაც ე-–--- თ------ს გაუტყდა თავი და წამოუვიდა სისხლი. ე---–--- გ------–--ის ქმედების შედეგად ე-–--- თ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ე---–--- გ------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.
სასამართლოს დასკვნა ე---–--- გ------–--ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ ე---–--- გ------–--ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემაკავებელ ორდერს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
საქმის ირგვლივ შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მეუღლის მიმართ რეალურად განხორციელდა ძალადობა ბრალდებულის მხრიდან, რასაც არც თავად ბრალდებული უარყოფს და ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, რის საფუძვლადაც მიუთითებს იმას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სურს მატერიალურად დაეხმაროს ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ე---–--- გ------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რომელიც მისივე განმარტებით, გამოიწვია მეუღლის მიერ ბავშვის უყურადღებოდ დატოვების გამო წარმოშობილმა კონფლიქტმა და ამასთან, ნასვამ მდგომარეობაში მისმა ყოფნამ. ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოირჩეოდა ისეთი დაუნდობელი ხასიათით, რაც აუცილებელს გახდიდა ე---–--- გ------–--ის იზოლირებას ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენების გზით. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის განმარტებით დგინდება, რომ ბრალდებულის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას წარსულში ადგილი არ ჰქონია და სიტყვიერ შელაპარაკებასაც კი რამდენიმე წლის წინ ჰქონდა ადგილი, რის გამოც ე---–--- გ------–--ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობებიც ბრალდებულს არ დაურღვევია. მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია და ამ ეტაპზე, ბრალდებულის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულის სამუშაო ადგილიდან გამომდინარე, აპირებენ ცალ-ცალკე (სხვადასხვა ქალაქში) ცხოვრებას, რაც ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელსაც უწევს მატერიალურ მხარდაჭერას (აქვს კომპიუტერული ტექნიკის სახელოსნო, დაკავებამდე მუშაობდა ხელოსნად და მიღებული შემოსავლით ეხმარებოდა შვილს), შეურიგდა დაზარალებულს, ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და სასამართლოსაგან ითხოვს ბრალდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს ე---–--- გ------–--ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბრალდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რამდენადაც ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც უარყოფითად აისახება მისი და მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე---–--- გ------–--ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე---–--- გ------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2. მსჯავრდებულ ე---–--- გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 24 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. მსჯავრდებულ ე---–--- გ------–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ე---–--- გ------–--ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი