განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2019
საქმის ნომერი
330100119002931150
თარიღი
25.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ქ------- გ-----–---–ის,ბრალდებულ _ ნ-----–---- კ--–------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ნ-----–---- კ------------ეს ძე კ--–------ის, დაბადებულის 19---–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–------------------------------------------------–ი, ამჟამად აღკვეთის ღონისძიების - გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–---- კ--–------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

ნ-----–---- კ--–------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

ნ-----–---- კ--–------ემ არ შეასრულა 2----–-–--------------–ის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლითაც მას 30 დღით აკრძალული ჰქონდა მეუღლის - ნ--- ტ----------ს ადგილსამყოფელთან მიახლოება. 2019 წლის 18 თებერვალს, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–-------- განყოფილების მართლწესრიგის ოფიცერი მივიდა ქ------–--–------------------------------------ში მდებარე ნ--- ტ----------ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ამ უკანასკნელთან ერთად იმყოფებოდა ნ-----–---- კ--–------ე.

ე.ი. ნ-----–---- კ--–------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მიუხედავად ნ-----–---- კ--–------ის პოზიციისა, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო, კერძოდ, დაადასტურა მხოლოდ 2019 წლის 18 თებერვალს მსხვერპლის - ნ--- ტ----------ს საცხოვრებელ სახლში ყოფნის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ მას შემაკავებელი ორდერის პირობები განზრახ არ დაურღვევია, ვინაიდან მისთვის ცნობილი არ იყო და არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ნ--- ტ----------ს საცხოვრებელ სახლში ყოფნით არღვევდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, სასამართლოს დასკვნა მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ნ-----–---- კ--–------ის მიმართ 2019 წლის 2 თებერვალს გამოწერილ №------ შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან ვიზიტის ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

ნ-----–---- კ--–------ის პოზიციასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც საქმეში არსებული და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული 2019 წლის 2 თებერვალს შედგენილი ახსნა-განმარტებით დგინდება, ბრალდებულს განემარტა შემაკავებელი ორდერის არსი და პირობები, რაც გაცხადებულია თავად ბრალდებულის მიერ და დადასტურებულია მისივე ხელმოწერით, ხოლო 2019 წლის 2 თებერვალს გამოცემული შემაკავებელ ორდერში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მოძალადე - ნ-----–---- კ--–------ეს აეკრძალა მსხვერპლის - ნ--- ტ----------ს საცხოვრებელ სახლთან მიახლოება. ასევე შემაკავებელი ორდერის შემდგენელი პირის - ლ----- ჯ--–------იას გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ნ-----–---- კ--–------ე და მისი მეუღლე სრულყოფილად გაეცნენ შემაკავებელი ორდერის პირობებს და კონკრეტული აკრძალვების შესახებ დეტალური განმარტება მიიღეს მისგან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- კ--–------ის განმარტება შემაკავებელი ორდერის პირობების გაუცნობიერებლად დარღვევის შესახებ მიმართულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებისკენ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–---- კ--–------ისათვის ცნობილი იყო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესახებ.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ-----–---- კ--–------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ნ-----–---- კ--–------ეს ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სასჯელი, ხოლო საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სამართლიანი სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის ხასიათთან და სიმძიმესთან, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი, აგრეთვე, მსჯავრდებულის პიროვნება და მისგან მომდინარე საფრთხეები.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მოვალეობების დარღვევის ხასიათს და აღნიშნავს, რომ მართალია, ნ-----–---- კ--–------ემ 2019 წლის 18 თებერვალს დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვა, თუმცა აღნიშნული გამოიხატა მხოლოდ მსხვერპლის საცხოვრებელ სახლში ყოფნით, რა დროსაც განმეორებით კონფლიქტს ანდა ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, გასათვალისწინებელია წარსულში განხორციელებული ძალადობის ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც უნდა აღინიშნოს, რომ ნ-----–---- კ--–------ის მიმართ 2019 წლის 2 თებერვალს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის პოზიციას, კერძოდ, დაზარალებული შეურიგდა მას, განაგრძობენ თანაცხოვრებას და მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია. შესაბამისად, სასამართლოს ნ-----–---- კ--–------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება საჭიროდ არ მიაჩნია, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, არ არსებობს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ალტერნატიულ სასჯელებს, - ჯარიმას და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, სასამართლოს ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით (არ არის დასაქმებული და არ აქვს საკუთარი შემოსავალი, იმყოფება მეუღლის კმაყოფაზე, რომელსაც ასევე არ აქვს სტაბილური შემოსავალი) მისთვის ჯარიმის დაკისრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება, რამდენადაც ბრალდებული არ არის დასაქმებული და არ აქვს ჯანმრთელობის რაიმე ისეთი პრობლემა, რითაც ხელი შეეშლებოდა მოცემული სასჯელის აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–---- კ--–------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და ბრალდებულის ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა წარმოადგენს ყველაზე ადეკვატურ და ეფექტურ სასჯელს, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის ზოგადი და კერძო მიზნების მიღწევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ-----–---- კ--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ს განჩინებით ნ-----–---- კ--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

3. მსჯავრდებულ ნ-----–---- კ--–------ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნ-----–---- კ--–------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი