განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100118002424957
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ლ---- გ-------–--ის

ბრალდებულ _ დ----- მ-------–---–ის

ადვოკატ - მ----- ც----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ დ----- ა-------ს ძე მ-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ქ------–--–-----–------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----------–--------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- მ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

დ----- მ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 მარტს, დაახლოებით 16:15 საათზე, თბ--–--–-----–--------------------------------------ის შესასვლელთან, დ----- მ-------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა ყოფილი მეუღლის მშობლებთან: ნ---- გ------–---–-------- ე-–------ გ------–---–----. შელაპარაკებისას დ----- მ-------–---–მა მუშტი დაარტყა ბეჭში ნ---- გ------–---–ს, რა დროსაც მისი დახმარება სცადა ე-–------ გ------–---–მა. დ----- მ-------–---–ი აგრძელებდა მათ გინებას და ე-–------ გ------–---–ს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი გულ-მკერდის არეში, ასევე ნ---- გ------–---–ს მოქაჩა ტანსაცმელზე და უბიძგა კიბისკენ, რა დროსაც ის დაგორდა კიბეზე და დაიზიანა ხელი. გაბრაზებულმა დ----- მ-------–---–მა ისროლა ხის პატარა სკამი, რომელიც თავში მოხვდა ე-–------ გ------–---–ს და დაუზიანა საფეთქლისა და თვალის არე.

დ----- მ-------–---–ის ქმედებების შედეგად ნ---- გ------–---–ს და ე-–------ გ------–---–ს მიადგათ ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. დ----- მ-------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით.

სასამართლოს დასკვნა დ----- მ-------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ დ----- მ-------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულებისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- და №--------- დასკვნებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

ამასთან, სასამართლო ეთანხმება ბრალდების მხარეს ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რამდენადაც, როგორც დაზარალებულებისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით დგინდება, ნ--------------–---–---- ქორწინების შემდეგ ბრალდებული ცხოვრობდა ამ უკანასკნელის მშობლების (ნ---- გ------–---–ის და ე-–------ გ------–---–ის) საცხოვრებელ სახლში და მათთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრებად ითვლებიან „ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.“ შესაბამისად, ბრალდებული დ----- მ-------–---–ი და დაზარალებულები - ნ---- გ------–---–ი და ე-–------ გ------–---–ი, ერთმანეთისათვის წარმოადგენენ ოჯახის წევრებს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ დ----- მ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ განხორციელებულია ფიზიკური ძალადობა, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს ბრალდებულის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც პირველად ჰქონდა ადგილი და თავად დაზარალებულების განმარტებით, წარსულში მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არასდროს ჰქონია ადგილი. რაც შეეხება ძალადობის განმეორების რისკს, ბრალდებულის განმარტებითა და საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულს დაზარალებულებთან ურთიერთობა აქვს მხოლოდ შვილის ნახვის მიზნით, რომლის მოწესრიგებას აპირებს სასამართლოს გზით. ამასთან, დაზარალებულებს აქვთ შემრიგებლური და მიმტევებლური დამოკიდებულება ბრალდებულის მიმართ და თანახმა არიან გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები, რაც დადასტურებულია სასამართლოში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით. ეს კი მინიმუმამდე ამცირებს სამომავლოდ მათ შორის კონფლიქტურ ურთიერთობას და ძალადობის განმეორების რისკს. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია დ----- მ-------–---–ის იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საპატიმრო სასჯელის გამოყენებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იგი აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი სანქცია გამოყენებული, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომლის აღზრდაში იღებს მონაწილეობას, მათ შორის, მატერიალური უზრუნველყოფით (აქვს შემოსავალი საავტორო ნაშრომების (ნახატების) საზღვარგარეთ შესაბამისი ნებართვით გამოფენითა და რეალიზაციით, მეზობლებისაგან ხასიათდება დადებითად, შეურიგდა დაზარალებულებს და მათ შორის კონფლიქტის რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს დ----- მ-------–---–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ბრალდებულის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას, სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რამდენადაც ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებაში, რაც უარყოფითად აისახება მისი და მისი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- მ-------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად სასამართლოს მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ბრალდებულის სათანადო ქცევას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- მ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ დ----- მ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 28 მარტიდან 2018 წლის 8 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ დ----- მ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. დ----- მ-------–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. გაუქმდეს დ----- მ-------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------ს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ერთი ცალი ხის პატარა სკამი (ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–--------------------–--------- განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

– შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი