განაჩენი

სისხლის სამართლის 07.05.2019
საქმის ნომერი
330100119002954378
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ _ ი----------ს

ბრალდებულ _ ი-–-- პ----–-–---–ის

ადვოკატ - ზ------ გ--–---ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ი-–-- რ-----ის ძე პ----–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ------------------------–--------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–------–------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–-- პ----–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ი-–-- პ----–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 2 იანვარს, დაახლოებით 00:29 საათზე, ქ-------–--–-------------–-------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–-- პ----–-–---–მა განაგრძო რა ა------- ო-----–---–ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანა „სუბარუფორესტერში“ დაწყებული ურთიერთშეკამათება, ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, რკინის ბორდიურთან, ჯერ თავის არეში, ხოლო შემდეგ თავის, ზურგისა და ბეჭის მიდამოებში ხელების რამდენჯერმე დარტყმით სცემა ა------- ო-----–---–ს, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ე.ი. ი-–-- პ----–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ი-–-- პ----–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოცნობის ოქმს, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას, ნივთიერი მტკიცებულებისა გახსნისა და დათვალიერების ოქმს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

სასჯელის დანიშვნის დროს აღსანიშნავია, რომ ი-–-- პ----–-–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ხოლო საქმეში არსებული მასალების მიხედვით ბრალდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რასაც თავად ბრალდებულიც ადასტურებს და რის გამოც მან პასუხი უნდა აგოს, თუმცა სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კონფლიქტი პროვოცირებულია დაზარალებულის ვიქტიმურად აქტიური ქცევით, კერძოდ, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, დაზარალებულის გაღიზიანება გამოიწვია ბრალდებულის შეკითხვამ მისი ვინაობის შესახებ, რაზეც ა------- ო-----–---–მა შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა და ამავდროულად, ბრალდებულსა და მის თანმხლებ (გ------- გ-------, ს--- მ-------–---) პირებს დაემუქრა პოლიციაში დარეკვით, რაც შეასრულა კიდეც და სამივე მათგანი „ამხილა“ მის მიმართ ყაჩაღობის ჩადენაში. ა------- ო-----–---–ის მიერ გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე, ი-–-- პ----–-–---–ის, გ------- გ-------ს და ს--- მა------–--ის მიმართ დაიწყო დევნა ყაჩაღობის ფაქტზე და სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა, რაც მოგვიანებით - 2----–-–---------------–ის განჩინებით შეეცვალათ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით - გირაოთი.

საქმეზე ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ არცერთი მათგანის ქმედებაში არ იკვეთებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის შემდეგაც ს--- მა------–--ის და გ------- გ-------ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო ი-–-- პ----–-–---–ის მიმართ შეიცვალა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია და სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 17 აპრილის დადგენილება კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ), რასაც თავად არც ბრალდებული უარყოფს და ბრალდებაც უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სასამართლო მხედველობაში იღებს ი-–-- პ----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი და მის მიმართ პირველად უნდა იქნეს გამოყენებული სისხლისსამართლებრივი სანქცია, ამასთან, მის მიერ განხორციელებული ძალადობა არ გამოხატულა მომეტებული საშიშროების მქონე დაუნდობელ ხასიათის ძალადობრივ ქმედებაში, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე აფასებს დანაშაულის რეციდივის რისკს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული ამჟამად სასჯელს იხდის საპატიმრო დაწესებულებაში, კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, ა------- ო-----–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 25 მარტიდან. შესაბამისად, ერთის მხრივ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს ამ ეტაპზე ფიზიკურად ვერ ექნებათ ერთმანეთთან შემხებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, ბრალდებული ინანიებს და გაცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრიობა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ შორის კონფლიქტის განმეორების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული, რის გამოც საკმარისად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება შემაკავებელი ხასიათის ბრალდებულის შემდგომი დანაშაულებრივი ქცევის აღსაკვეთად და სხვა ალტერნატიულ სასჯელებთან შედარებით უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების ეფექტურ და რეალურ შესრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-–-- პ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ი-–-- პ----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 2 იანვრიდან - 2----–-–---------------–ის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ ი-–-- პ----–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-–-- პ----–-–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–---------------–ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით - ი-–-- პ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს თანხის - 5.000 (ხუთი ათასი) ლარის უზრუნველყოფის მიზნით, თ-----------–---–ის (პ/ნ------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ-------–--–------–--------------ში (სართული №-- 113.00 კვ.მ), საკადასტრო კოდით 0----------------------, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 20---–-–------------ის განჩინებით დადებული ყადაღა მოიხსნას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი ა------- ო-----–---–ის ავტომანქანა (განთავსებულია საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მ-–----------------–--ის ავტოსადგომზე), ა------- ო-----–---–ის ტანსაცმელი, ავტომანქანის გასაღები, ტელეფონი (ინახება საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მ-–----------------–--აში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ ა------- ო-----–---–ის ოჯახის წევრებს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

- ი-–-- პ----–-–---–ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, გ------- გ-------ს ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, ს--- მა------–--ის ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, ქვაფენილის ზედაპირიდან ამოღებული სამაჯური (ინახება საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მ-–----------------–--აში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს;

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ნიმუშები, ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, ავტომანქანიდან ამოღებული მიკრონაწილაკები, ხელის კვლები, ს--- მა------–--ისაგან, გ------- გ-------საგან და ი-–-- პ----–-–---–ისაგან აღებული ხელის კვლების, სუნის და ნერწყვის ნიმუშები (ინახება საქართველოს შსს ძველი თბილისის სამმართველოს მ-–----------------–--აში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- შემთხვევის ადგილის, ადგილმდებარეობის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოსურათები - განთავსებული 3 (სამ) ცალ დისკზე, ვიდეოჩანაწერები - განთავსებული 4 (ოთხ) ცალ დისკზე, სხდომის აუდიოჩანაწერი - განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და სსიპ 112-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერები -განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი