განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
№------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ _ ლ-–----------–--ის
ბრალდებულ _ ი-–-- კ-----–---–ის
ადვოკატ - ზ---ა ბ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ი-–-- თ------ს ძე კ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: გ-----------------------------–----–--ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–-- კ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ი-–-- კ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 19:10 საათზე, ქ------–--–-----------------------–-------------------ში არსებულ მაღაზია „--–---- მიმდებარედ, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო ი-–-- კ-----–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---- ნ--------ეს, კერძოდ, ხელით ძლიერად მოქაჩა საყელოში, მუშტი დაარტყა სახის არეში, ხელი ჰკრა და ფეხი დაარტყა ფეხების არეში, აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ---- ნ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ი-–-- კ-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ი-–-- კ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობა განხორციელებულია საჯარო ადგილას და გამოიხატა არაერთჯერად დარტყმაში, ხოლო მეორეს მხრივ მხედველობაში იღებს, რომ მეუღლეებს შორის მსგავსი ხასიათის ფიზიკურ ძალადობას პირველად ჰქონდა ადგილი (რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 19 წელი), რაც დგინდება როგორც ბრალდებულის, აგრეთვე, დაზარალებულის განმარტებით. ბრალდებული და დაზარალებული ამ ეტაპზე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და როგორც დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებით ირკვევა, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ი-–-- კ-----–---–ის მიმართ პირველივე შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საჭიროდ არ მიაჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ი-–-- კ-----–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, დღეის მდგომარეობით აღარ ითვლება ნასამართლევად, შეურიგდა დაზარალებულს და ამ უკანასკნელს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო სამომავლოდ აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას, ჰყავს სამი შვილი, რომელთაც უწევს მატერიალურ დახმარებას (სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლით), სასამართლოს საჭიროდ არ მიაჩნია მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება, რამდენადაც მისგან მომდინარე საფრთხეები შემცირებულია, რომელთა აღკვეთა შესაძლებელია ისეთი არასაპატიმრო სასჯელის პირობებში, როგორიცაა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-–-- კ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 2019 წლის 27 მარტიდან - 2019 წლის 30 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით და საბოლოოდ, ი-–-- კ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
2. მსჯავრდებულ ი-–-- კ-----–---–ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ი-–-- კ-----–---–ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
3. გაუქმდეს ი-–-- კ-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს გადამხდელ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე და ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული 1 (ერთ) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი