განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
330100119002969216
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ ლ-–----------–---ს

ბრალდებულ _ ე----- კ--------ის

ადვოკატ - ე-–--------ა ჯ--------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ ე----- გ-------ს ძე კ--------ის, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ჭი---------------------------–-–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------–--------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე----- კ--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ე----- კ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 22:15 საათზე, ქ-------–--–-----------–--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ე----- კ--------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - თ----- ჯ---–---–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში და დააჯახა კედელს, რის შედეგადაც თ----- ჯ---–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამასთან, საერთო თანაცხოვრებისას ე----- კ--------ე 2019 წლის 11 მარტამდე სისტემატურად ახორციელებდა თ----- ჯ---–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც ამ უკანასკნელის ტანჯვას იწვევდა.

ე.ი. ე----- კ--------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ე----- კ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბრალდებულ ე----- კ--------ის დაკავების ოქმს, ალკოტესტით შემოწმების ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ:

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში მართალია, ბრალდებულის მიერ ძალადობრივი დანაშაული მეუღლის მიმართ ჩადენილია უმნიშვნელო მიზეზით (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ე----- კ--------ემ უსაყვედურა, რომ „არ მოეწონა საჭმლის გემო“, რის შემდეგაც განახორციელა ფიზიკური ძალადობა), რის გამოც ე----- კ--------ემ პასუხი უნდა აგოს, თუმცა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებულის მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არ გამოხატულა ისეთი სახის დაუნდობელ ძალადობაში, რაც აუცილებელს გახდიდა მისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენებას, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს არასაპატიმრო სასჯელი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წარსულში მსგავს კონფლიქტს მეუღლეებს შორის ადგილი არ ჰქონია (არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან დაახლოებით თხუთმეტი წელი). ფიზიკური ძალადობის პირველადობა დგინდება როგორც ბრალდებულის, ასევე დაზარალებულის განმარტებით, რომელმაც დაადასტურა, რომ ე----- კ--------ის მხრიდან ფიზიკურ ძალადობას წარსულში ადგილი არ ჰქონია. მანვე განმარტა, რომ მათ შორის ყოველგვარი კონფლიქტი დღეის მდგომარეობით ამოწურულია, ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ვინაიდან მისგან საფრთხეს არ მოელის, აპირებენ თანაცხოვრების გაგრძელებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს ე----- კ--------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება და მისი იზოლირება ოჯახისა და საზოგადოებისაგან საჭიროდ არ მიაჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ე----- კ--------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, მის მიმართ არასდროს ყოფილა სისხლისსამართლებრივი ანდა ადმინისტრაციული სახდელი გამოყენებული, აგრეთვე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული და დაზარალებული რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან უკვე თხუთმეტი წელია და მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არასდროს ჰქონია, მათ შორის ალკოჰოლური ზემოქმედების დროსაც მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტით შემოიფარგლებოდა, ხოლო ამ ეტაპზე აქვთ კარგი ურთიერთობა და შერიგებულია დაზარალებულთან, არ იკვეთება მისი მხრიდან ძალადობის განმეორების მაღალი რისკი, რის გამოც სასამართლოს აუცილებლად არ მიაჩნია საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ამასთან, დაზარალებულისა და ბრალდებულის განმარტებით, დღეისათვის აქვთ კარგი ურთიერთობა და აგრძელებენ თანაცხოვრებას, ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა აღზრდასა და მატერიალურად უზრუნველყოფაში ორივე მათგანი თანაბრად მონაწილეობს. რაც შეეხება ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრებას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თვითდასაქმებულია (ხელოსანია) და მისი შემოსავალი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული სასჯელის დაკისრება, რამდენადაც ამით ხელი შეეშლება ანაზღაურებადი საქმიანობის გაგრძელებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე----- კ--------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რომელიც იქნება მისი ნორმალური ქცევის უზრუნველმყოფელი, რათა მან ოჯახის წევრებთან გააგრძელოს მშვიდი და არაკონფლიქტური თანაცხოვრება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე----- კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

2. მსჯავრდებულ ე----- კ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 11 მარტიდან - 2019 წლის 2 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. მსჯავრდებულ ე----- კ--------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. ე----- კ--------ეს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი