განაჩენი

სისხლის სამართლის 04.06.2019
საქმის ნომერი
200100119003002662
დავის ტიპი
210 1
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119003002662

#1/149-19 (№0-----------)

თელავის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ივნისი 2019 წელი თელავი

 

თელავის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ზვიად შარაძემ

თინათინ ფეიქრიშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - თ---------ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ----------------–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ა-------------–------------.

 

ადვოკატი - უ–--------–--–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 15 იანვარს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა გ----------------–---–ი (ს/ნ 0----------), რომელიც სატვირთო ავტომანქანებით ახორციელებდა ფიცრის ტრანსპორტირებას და რეალიზაციას. ტრანსპორტირებას და რეალიზაციას ზოგჯერ თავად გ----------------–---–ი ახდენდა, ზოგჯერ კი ავალებდა თავის შვილს - გ----------------–---–ს. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში გ----------------–---–მა, სახელმწიფოს წინაშე შესაბამისი ფინასური ვალდებულებისაგან გათავისუფლების მიზნით, გადაწყვიტა, დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, იგი ბუღალტერს აწვდიდა, არასწორ, ზეპირ ინფორმაციას ოპერაციის შინაარსის და განხორციელების თაობაზე და აწერინებდა ყალბ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს, რომელსაც შემდგომ იყენებდა ფიცრის ტრანსპორტირების და რეალიზაციის დროს.

კერძოდ, ი/მ „გ----------------–---–მა“ (ს/ნ 0----------) ი/მ ი--------------–---–ისგან (ს/ნ 0----------) - 2018 წლის 30 ივლისს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით N ელ-0--------- შეიძინა 0.6900 მ3 და 2.8400 მ3 ფიცარი, 2018 წლის 17 ნოემბერს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით N ელ-0--------- შეიძინა 0.5800 მ3, 1.0200 მ3 და 1.6200 მ3 ფიცარი, 2018 წლის 20 ოქტომბერს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით N ელ-0--------- შეიძინა 1.2000მ3 და 1.9300 მ3 ფიცარი, ხოლო 2018 წლის 26 დეკემბერს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით N ელ-0--------- 3.0100 მ3 ფიცარი.

2018 წლის 07 დეკემბერს ი/მ „გ----------------–---–მა“ ქ. ახმეტა-პიტნიანიდან განახორციელა 1.2000მ3 და 1.9300 მ3 ფიცრის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ქ.თბილისში ვარკეთილში, რომლის განხორციელება დაავალა თავის შვილს გ----------------–---–ს, ხოლო თავად მეწარმე გ----------------–---–მა ბუღალტერს გააწერინა შიდა გადაზიდვის N ელ-0--------- ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, ხოლო N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები დაასრულა, იმის ნიშნად, რომ თითქოს მეწარმემ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული ოპერაციის შინაარსში მითითებული მოქმედება - შიდა გადაზიდვა განახორციელა.

2018 წლის 08 დეკემბერს ი/მ „გ----------------–---–მა“ ქ. ახმეტა-პიტნიანიდან განახორციელა 0.6900 მ3 და 2.8400 მ3 ფიცრის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ქ.თბილისში თემქაში, ხოლო ბუღალტერს გააწერინა შიდა გადაზიდვის N ელ-0--------- ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, ხოლო N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გააუქმა, იმის ნიშნად, რომ თითქოს მეწარმეს ფიცრის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია.

2018 წლის 12 დეკემბერს ი/მ „გ----------------–---–მა“ ქ.ახმეტა-პიტნიანიდან განახორციელა 0.5800 მ3, 1.0200 მ3 და 1.6200 მ3 ფიცრის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ქ.თბილისში ზაჰესში, ხოლო ბუღალტერს გააწერინა შიდა გადაზიდვის N ელ-0--------- ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, ხოლო N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გააუქმა, იმის ნიშნად, რომ თითქოს მეწარმეს ფიცრის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია.

2018 წლის 24 დეკემბერს ი/მ „გ----------------–---–მა“ ქ.ახმეტა-პიტნიანიდან განახორციელა 0.6900 მ3 და 2.8400 მ3 ფიცრის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ქ.თბილისში მოსკოვის პროსპექტზე, რომლის განხორციელება დაავალა თავის შვილს გ----------------–---–ს, ხოლო თავად მეწარმე გ----------------–---–მა ბუღალტერს გააწერინა შიდა გადაზიდვის N ელ-0--------- ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, ხოლო N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გააუქმა იმის ნიშნად, რომ თითქოს მეწარმეს ფიცრის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია.

ასევე, 2018 წლის 26 დეკემბერს ი/მ „გ----------------–---–მა“ ქ.ახმეტა-პიტნიანიდან განახორციელა 3.0100 მ3 ფიცრის ტრანსპორტირება და რეალიზაცია ქ.თბილისში ვარკეთილში, ხოლო ბუღალტერს გააწერინა შიდა გადაზიდვის N ელ-0--------- ხე-ტყის ყალბი სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მითითებულია სასაქონლო ზედნადები N ელ-0---------, ხოლო N ელ-0--------- ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები გააუქმა, იმის ნიშნად, რომ თითქოს მეწარმეს ფიცრის ტრანსპორტირება არ განუხორციელებია.

რეალურად, ი/მ „გ----------------–---–მა“ განახორციელა არა შიდა გადაზიდვის ოპერაცია, არამედ ფიცრის რეალიზაცია, რომლის განსახორციელებლად გაწერა და გამოიყენა შიდა გადაზიდვის ხე-ტყის ყალბი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელშიც ხე-ტყის წარმოშობის გრაფაში მიუთითა მის მიერ უკვე დამზადებულ და გამოყენებულ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული, ი/მ „ი--------------–---–ი“-გან შეძენილი, სასაქონლო ზედნადებების ნომრები, რომლითაც უკვე განხორციელენული ჰქონდა ფიცრის ტრანსპორტირება და რეალიზაცია.

ამდენად, გ----------------–---–მა არასწორი ინფორმაციის ასახვით დაამზადა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები_ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენა ინდ/მეწარმის სახელით ფიცრის ტრანპორტირების და რეალიზაციის დროს.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა ჩვენებები; დათვალიერების ოქმი, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და სხვ.) ერთობლიობა გ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ივანე სირაძემ ჩაიდინა ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ----------------–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ----------------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გ----------------–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 3 მაისის განჩინებით 4000 (ოთხი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ გ----------------–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N------------.

 

CD და DVD დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ზვიად შარაძე