გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35096-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - გ--–---–--------------ე
წარმომადგენელი - ჯ--–------------–--ე
მოპასუხე - შპს „კ------- ი---------–----– ლ--------“-ის წარმომადგენლობა საქართველოში
წარმომადგენელი - კ------------------------
დავის საგანი - ზიანის ანაზრაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „კ------- ი---------–----– ლ--------“-ის წარმომადგენლობას საქართველოში გ--–---–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 436.95 ლარის გადახდა;
1.2. შპს „კ------- ი---------–----– ლ--------“-ის წარმომადგენლობას საქართველოში გ--–---–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები საერთო ჯამში 3 574.55 ლარი, საიდანაც საადვოკატო მომსახურების საფასურია - 1300 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი თანხა 50 ლარი, ექსპერტიზის ხარჯი 801.65 ლარი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყადაღის რეგისტრაციის საფასური - 101 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 1300 ლარი, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში გადახდილი თანხა - 21 ლარი.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
შპს „კ------- ი---------–----– ლ--------“-ის წარმომადგენლობა საქართველოში ხ--–--------------------------–----------ში ახორციელებდა N3-- და N3-- ანძების მშენებლობას. მოპასუხის მიერ N3-- და N3-- ანძების მშენებლობის დროს დაზიანდა ხ--–--------------------------–----------ში მცხოვრებ გ--–---–--------------ის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი საავტომობილო გზა დაახლოებით 500 მეტრის სიგრძის, მშენებლობის დროს ასევე დაზიანდა გ--–---–--------------ის საკუთრებაში არსებული 100 მეტრიანი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობის მონაკვეთი, რასაც ადასტურებს 2017 წლის 29 სექტემბერს მოპასუხესთან შეხვედრის ოქმი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ სოფელ კ--------ში განხორციელებული N3-- და N3-- ანძების მშენებლობის დროს მოსარჩელეს მიადგა 2 436.95 ლარის ოდენობის ზიანი, რაც დასტურდება შესაბამისი ხარჯთაღრიცხვისა და ექსპერტიზის დასკვნით. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მოპასუხე ნებაყოფლობით ზიანის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა. მოპასუხის განმარტებით, კომპანია უშუალოდ არ ასრულებდა სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები სხვადასხვა ეტაპზე განხორციელებულია ქვეკონტრაქტორი კომპანიების „ტ------------–-–----------------------ი“ და შპს „კ-------------“-ს მიერ. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი სახეზე რომ იყოს რაიმე სახის ზიანი, მოსარჩელე ვალდებულია მისი ანაზღაურება მოთხოვოს ზიანის მიმყენებელს, თუმცა მოპასუხის ინფორმაციით არც ზემოაღნიშნულ არცერთ კომპანიას არ გამოუწვევია ის ზიანი, რომელთან დაკავშირებით მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას რომ ზიანის მიყენების ფაქტი აღიარებულია 29/09.2017 წლის შეხვედრის ოქმით, მასში მითითებულია მხოლოდ შეხვედრისას მოსარჩელის განმარტება, სადაც თავად აცხადებს, რომ ოქმი შედგენილია მისი კარნახით და აწერს ხელს. არსად მითითებული არცერთ დოკუმენტში არ არის საუბარი რომ მოპასუხე კომპანიის მიერ მოხდა რაიმე გზის დაზიანება. უფრო მეტიც, აღნიშნული გზა სამუშაოების დაწყებამდეც იყო იმავე მდგომარეობაში როგორშიც არის დღეს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მიზეზშედეგობრივ კავშირს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია ხარჯთაღრიცხვის ღირებულება, თუმცა მითითებული არ არის რომ აღნიშნული ზიანი გამოწვეულია მოპასუხის მიერ. სამუშაოები რომელზეც საუბარია ხარჯთაღრიცხვაში არ გულისხმობს ზიანის გამოსწორებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ა------–---------ი“-ს ხარჯთაღრიცხვით სოფელ ე----ში (კ--------ი) გ--–---–--------------ის საცხოვრებელ სახლთან ღობის რეაბილიტაციისათვის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 2 436.95 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხარჯთაღრიცხვა (ტომი 3, ს.ფ. 66-70)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 04 მარტის დასკვნით ხ--–--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ე----ში (კ--------ი) გ--–---–--------------ის საცხოვრებელ სახლთან ღობის რეაბილიტაციის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას, ლიმიტირებუული დანარიცხების და დღგ-ს ჩათვლით თანხით 2 436.95 ლარის ოდენობით, მიეცა რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ტომი 3, ს.ფ.71-78);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. 2017 წლის 29 სექტემბრის გ--–---–--------------ის შეხვედრის ოქმში ასახულია გ--–---–--------------ის მოთხოვნა ანძების N3---3-- საძირკვლებისა და მისასავლელი სამანქანა გზის მშენებლობის დროს საჭირო მოქმედებების შესახებ, კერძოდ, გ--–---–--------------ის განმარტებით, საჭიროა: 2 ცალი 6 მ სიგრძის 500 სმ დიამეტრის მილი; 130 მ სიგრძეზე ბეტონის საწრეტი არხის ჩამოხსნა, 200 მ სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარველის დაგება. N3-- ანძის პოლიგონზე წვიმის დროს დაგროვილი წყლის გატანა ხევის მიმართულებით; 100 მ სიგრძის რკინის სეტკის ღობის შესაბამისი დიამეტრის და ხარისხით შეცვლა, რაც დაზიანდა N3-- ანძაზე მისასვლელი სამანქანე გზის მშენებლობით. შეხვედრის ოქმში ასახულია, რომ შეხვედრა მოხდა კომპანია „კ--------------–------–--–-------“-ს წარმომადგენელ უ–-----------ესთან, ამასთან შეხვედრის ოქმი დაწერილია გ--–---–--------------ის კარნახით და მის სისწორეს ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეხვედრის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 46)
3.2.4. 2017 წლის 20 ოქტომბერს N0--------- გამოკითხვის შესახებ ოქმით სახელმწიფო ელექტროსისტემის პროექტების ნებართვების და ქონების მართვის დეპარტამენტის უფროს ლ------–-------ის განმარტებით, 2017 წლის ზაფხულში აწარმოებდნენ ბ--------–------ის მონაკვეთზე მიმდებარე მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში, ხ--–--------------------------–----------ში დაამონტაჟეს მაღალი ძაბვის ორი ელექტროგადამცემი ანძა, დამონტაჟების დროს ისარგებლეს ხ--–--------ის რაიონის სოფლებში მისასვლელი მუნიციპალური გზებით, რა დროსაც მძიმე ტექნიკის გადაადგილების დროს დაზიანდა აღნიშნული გზები, მილები და ღობე, რომელიც 2017 წლის 29 სექტემბერს დადებული წერილობითი შეთანხმებით სავარაუდოდ 2017 წლის ოქტომბრის ბოლომდე იქნება აღდგენილი სრულად, გაკეთებული იქნა გზები, მილები, ღობე და აღდგენილი ან ანაზღაურებული იქნება მიყენებული ზიანი. ლ------–-------ის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების სრულად და ხარისხიანად შესრულებაზე პასუხისმგებელია სამშენებლო კომპანია “K--”, რომლის მონიტორინგსაც ახორციელებს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომლის წარმომადგენელიც არის თვით ლ------–-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი გამოკითხვის შესახებ N0--------- (ს.ფ. 28)
3.2.5. 2016-2017 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოხდა სოფელ კ--------ში სასოფლო გზების მოწყობა, კერძოდ, მზა-სასაქონლო ბეტონით დაბეტონება. აღნიშნული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები განახორციელა სს „ს----------–---------–-–--------–---------------ა“-ს კონტრაქტორმა კომპანიამ - შპს „კ-------. ი---------–----– ლ--------“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–---------–-–--------–---------------ას წერილი (ტომი 3, ს.ფ. 35);
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ხ--–--------ის მუნიციპალური მერიის წერილი (ტომი 3, ს.ფ. 36)
3.2.6 არ დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი კომპანია - შპს „კ-------. ი---------–----– ლ--------“-ის მიერ ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებსა და გ--–---–--------------ის საცხოვრებელ სახლთან ღობის დაზიანებას შორის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეხვედრის ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 46);
- ხარჯთაღრიცხვა (ტომი 3, ს.ფ. 66-70)
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ტომი 3, ს.ფ.71-78);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა გ--–---–--------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდე-ბულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულე-ბათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშო-ბისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწი-ნააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაუ-რებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვე-ტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერი-ალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალ-საზრისით) (იხ. სუსგ, საქმე №ას-53-49-2017).
შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასა-მართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოებით დაზიანდა მისი საკუთრება და აღდგენითი სამუშაობისთვის საჭიროა 2 436.95 ლარი. მოსარჩელის მითითებით აღნიშნული თანხები გამოხატავს მისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ , საქმე Nას-1206-1166-2016).
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომ-დინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბა-მისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინა-აღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).
მოსარჩელე მხარე ზიანის ოდენობას ამყარებს სსიპ ლევან სამზარაულის ექსპერტიზის დასკვნით და შპს „ა------–---------ი“-ს ხარჯთაღრიცხვით. მნიშვნელოვანია განიმარ-ტოს თითოეული მათგანი. კერძოდ, ხართჯაღრიცხვაში დართული განმარტებით ბარათზე მითითებულია, რომ მოქალაქე გ--–---–--------------ესთან ერთად სამუშაოთა შესასრულებლად მოხდა ადგილზე დათვალიერება და დადგინდა ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი. მითითებულია, რომ დაზიანებულია ლითონის ღობე სიგრძით 100 მ, სიმაღლე 1.3 მ, საჭიროა მავთულბადის მოწყობა 70*70*2.5 მმ და სამაგრი მავთულის (გლინულა) დ 6 მმ სამ რიგად, შეცვლა ხოლო არსებული დგარები არ საჭიროებს გამოცვლას და ვარგისია. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ უკვე წარდგენილ ხარჯთაღრიცხვას ეძლევა რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უზრუნ-ველყო არა ჩასატარებელი სამუშაოების განპირობება მოპასუხის ბრალეული ქმედების შედეგად, არამედ მან აღნიშნულით დაადასტურა ის თუ რა ოდენობის ხარჯია საჭირო იმისათვის, რომ აღდგეს მის საკუთრებაში არსებული ლითონის ღობე.
რაც შეეხება მიზეზშედეგობრივ კავშირს მოსარჩელე აღნიშნულს ადასტურებს წერილებით, აგრეთვე, შეხვედრისა და გამოკითხვის ოქმით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არც აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი. ვინაიდან, შეხვედრის ოქმი, რასაც მხარე მოპასუხის მხრიდან ზიანის ფაქტის აღიარებად მიიჩნევს, ხელს აწერს მხოლოდ თავად, როგორც საჩივრის ავტორი და მასში მითითებულია მხოლოდ მისი მოთხოვნები თუ რაში გამოიხატება ზიანი და რა ესაჭიროება მის ასანაზღაურებლად. რაც შეეხება გამო-კითხვის ოქმს მართალია სახელწმიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი ლ------–-------ე მასში ასახავს ფაქტს მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო გზების, მილებისა და ღობის დაზიანების შესახებ, თუმცა იგი წარმოადგენს სხვა კომპანიის თანამშრომელს და არ არის ის უფლებამოსილი პირი ვინც შეიძლება დაადასტურის ზიანის მიყენების ფაქტი და სუბიექტი. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ფაქტი იმის შესახებ თუ რამდენად უფლებამოსილ პირს წარმოადგენდა ლ------–-------ე აღნიშნულ ურთიერთობაში. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალება სადაც მითითებულია, რომ ვინმე თ----------------ე თანხას ურიცხავს გ--–---–--------------ეს, არ შეიძლება ჩაითვალოს მოპასუხის მხრიდან ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებად. ვინაიდან, მხარემ ვერ დაადასტურა თ----------------ის კავშირი და მისი უფლებამოსილება მოპასუხე მხარესთან.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკ-რულებით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხის ქმედების მართლსაწინა-აღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, ვინაიდან არ იკვეთება მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელის მატერიალურ ზიანს შორის.
როგორც უკვე აღინიშნა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხის-მგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელია არსებობდეს აღნიშნული სამართლებრივი ინსტიტუტის სადამფუძნებლო ნორმით დადგენილი წინაპირობების ერთობლიობა. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მიზეზშედეგობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელე მხარეს. განსახილველ შემთხვევაში, არც მოსარჩელის მიერ მითითებული და არც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს შორის. კერძოდ, საქმეში არსებული მასალებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოპასუხის ქმედებამ, რომელიც მოსარჩელის განმარტებით გამოიხატა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში განაპირობა მისი საკუთრების დაზიანება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ დასტურდება ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილე-ბისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი პოზიციის მართებულობას. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად, მოსარჩელეს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 70%, რაც შეადგენს 910 ლარს. დარჩენილ ნაწილში ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, არ არსებობს სასამართ-ლოსგარეშე გაწეული ხარჯის ნაწილშიც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან”
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „კ-------. ი---------–----– ლ--------ი“-ს წარმომად-გენლობა საქართველოში საჩივარი; გ--–---–--------------ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს „კ-------.ი---------–----– ლ--------ი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში კუთვნილ 2 000 (ორი ათასი) ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 43 317.00 (ორმოცდასამი ათას სამასჩვიდმეტი) ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის არაუმეტეს 50% -სა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის საოქმო განჩინებით ნაწილობრივ, კერძოდ, 40 316.17 ლარის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. 2019 წლის 25 აპრილს მოპასუხემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმების შესახებ მომართა სასამართლოს, რაც დაკმაყოფილდა 2019 წლის 01 მაისის განჩინებით.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი არ არსებობს სარჩელის უზრუნვლეყოფის ღონისძიების დარჩენილ ნაწილში შენარჩუნების საფუძველიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--–---–--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და სარჩელის უზრუნვლეყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს „კ-------.ი---------–----– ლ--------ი“-ს წარმომადგენლობა საქართველოში კუთვნილ 2 000 (ორი ათასი) ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს საქართველოში არსებულ ყველა კომერციულ ბანკში, ჯამში 2 436.95 ლარის ფარგლებში, ოღონდ ანგარიშზე ჩარიცხული ან/და არსებული თანხის არაუმეტეს 50 % -სა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე