გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002729041
საქმე № 3/316-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო გერგაული
სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი
მოსარჩელე: დ----- ბ--–---–---–ი
წარმომადგენელი: მ--- ს-----ი
მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
წარმომადგენელი: მ------ ბ---–---------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 05 ოქტომბრის №455 ,,დ----- ბ--–---–---–ის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ განკარგულების ბათილად ცნობა;
1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №427669 წერილის საფუძველზე ქ.გორში, ს----–---–ის ქუჩის მდებარედ 831.00 კვ.მ მიწის ფართზე დ----- ბ--–---–---–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
სარჩელის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე განიხილავდა დ.ბ--–---–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ დამხმარე შენობის ფართზე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, მდებარე ქ.გორში, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარედ, 831.00 კვ.მ. აღნიშნული კომისიის 2018 წლის 05 ოქტომბრის №455 განკარგულების თანახმად, დ.ბ--–---–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, თითქოს ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუფლების ფაქტი. მაშინ როდესაც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ იქნა ვერავითარი მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოძიებული და ამავე დროს, რეალურად, 2 000 წლიდან დღემდე დ.ბ--–---–---–ი ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული დამხმარე შენობით, რომელიც აშენებულია 2007 წლამდე, დ.ბ--–---–---–ის მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებობდა მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი და მოპასუხეს საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შემდეგ, უნდა მიეღო დ.ბ--–---–---–ისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ვინაიდან მოწმეთა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებითაც დასტურდება, შენობა-ნაგებობის 2 000 წელს აშენების ფაქტი. იქიდან გამომდინარე, რომ 2003 წლის მდგომარეობით არსებული ორთოფოტო არ არსებობს, ხოლო 2005 წლის ორთოფოტოზე არ ჩანს მათ მიერ აშენებული შენობა-ნაგებობა, შესაძლოა 2 000 წლის ორთო გაკეთდა 2000 წლის დასაწყისში და არ გამოჩნდა მათი შენობა-ნაგებობა, ამიტომ 2000 წლის ორთოფოტო ვერ გამოდგება აღნიშნულის დასამტკიცებლად, ამიტომ კომისიას გადაწყვეტილება უნდა მიეღო მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფატობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, კომისიის სხდომა ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საქმის განხილვას ესწრებოდა დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, ამავდროულად, კომისიის წევრების მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება, დ.ბ--–---–---–ის მიერ წარმოდგენილი იყო მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლითაც მოწმეები ადასტურებდნენ, რომ დ.ბ--–---–---–მა მიწის ნაკვეთი 2 000 წელს დაიკავა თვითნებურად და დამხმარე შენობაც ააშენა 2 000 წელს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან 2003 წლის ორთოფოტოს მიხედვით, მიწის ნაკვეთზე შენობის აშენება არ დასტურდება. დამხამარე შენობა ჩანს 2010 წლიდან. აღნიშნულის საფუძველზე არ არსებობს კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ვ-–-------- ბ-------–---–მა და პ----- მ---------–---–მა განმარტეს, რომ დ----- ბ--–---–---–ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე შენობა-ნაგებობა აშენდა 2 000 წელს, რომლის აშენებაშიც თვითონ ეხმარებოდა. აღნიშნულ უძრავ ქონებას ამჟამადაც ფლობს დ----- ბ--–---–---–ი.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 დ----- ბ--–---–---–მა №882017799795 სარეგისტრაციო განცახდებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაზე, უძრავი ნივთის მისამართი: ქ.გორი, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარედ; საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართვით გადაუგზავნა დ----- ბ--–---–---–ის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი მასალები, მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ საკითხის განსახილველად.
მტკიცებულება: 2017 წლის 13 ოქტომბრის წერილი №427669;
4.2. დ----- ბ--–---–---–ის მიერ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ იქნა მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, განცხადებაზე ხელმომწერი პირები - ა---– მ------–---–ი, ვ-–-------- ბ-------–---–ი და პ----- მ---------–---–ი სრული პასუხისმგებლობით აცახდებენ, რომ ქ.გორში, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ მეზობელს დ----- ბ--–---–---–ს 2 000 წლიდან დაკავებული აქვს 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2 000 წელს მის მიერ აშენდა შენობა-ნაგებობა და ოჯახი უძრავ ქონებას ფლობს დღემდე;
მტკიცებულება: 2018 წლის 09 ივლისის ნოტარიულად დამოწმებული განცახდება;
4.3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №882017799795-13 გადაწყვეტილებით დ----- ბ--–---–---–ს უარი ეთქვა უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ.გორი, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია) საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №882017799795-13 გადაწყვეტილება;
4.4. საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა დ----- ბ--–---–---–ის განცხადება და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, კერძოდ, უარი ეთქვა დ----- ბ--–---–---–ს ქ.გორი, ა-----ის ქ.№1--ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 831 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რომელზეც დგას ერთი შენობა, საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან წარდგენილი მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და ორთოფოტოები იძლევა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და ვერ დასტურდება დამხმარე შენობის 2007 წლამდე აშენების ფაქტი.
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 05 ოქტომბრის №455 განკარგულება;
4.5. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018 წლის 07 ნოემბრის №543 განკარგულებით ,,დ----- ბ--–---–---–ის თვითნებუბად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ 2018 წლის 05 ოქტომბრის №455 განკარგულებაში გასწორდა ტექნიკრი შეცდომა და განკარგულების თანახმად, დ----- ბ--–---–---–ს უარი ეთქვა ქ.გორი, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 831 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რომელზეც დგას ერთი დამხმარე შენობა, საკუთრების უფლების აღიარებაზე.
მტკიცებულება: გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 07 ნოემბრის №543 განკარგულება;
4.6. 2003 წლის სიტუაციური გეგმის (ორთოფოტოს) მიხედვით მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ ფიქსირდება, ხოლო 2010 წლის მდგომარეობით არსებულ სიტუაციურ ნახაზზე (ორთოფოტოზე) აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება შენობა-ნაგებობა.
მტკიცებულება: სიტუაციური გეგმა 2003 წლის მდგომარეობით; სიტუაციური გეგმა 2010 წლის მდგომარეობით;
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე;
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მითითებული კანონი ამოქმედდა 2007 წლის სექტემბერში, როდესაც ამოქმედდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის № 525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი”.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე განიხილავდა დ.ბ--–---–---–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ დამხმარე შენობის ფართზე, საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, მდებარე ქ.გორში, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარედ, 831.00 კვ.მ-ზე.
აღნიშნული კომისიის 2018 წლის 05 ოქტომბრის №455 განკარგულების თანახმად, დ.ბ--–---–---–ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ 2007 წლამდე შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი;
კომისიაში წარდგენილ იქნა დ----- ბ--–---–---–ის მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის მიხედვითაც დ.ბ--–---–---–ს 2000 წლიდან დაკავებული აქვს 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2000 წელს მის მიერ აშენდა შენობა-ნაგებობა და ოჯახი უძრავ ქონებას დღემდე ფლობს.
ასევე, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული 2003 წლის და 2010 წლების სიტუაციური გეგმებით (ორთოფოტებით) დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე, რომელზე საკუთრების უფლების აღიარებასაც ითხოვს მოსარჩელე, 2003 წლის მდგომარეობით არ ფიქსირდება შენობა-ნაგებობის არსებობის ფაქტი, ხოლო 2010 წლის მონაცემებით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია სარწმუნოდ მოწმეების მიერ მოცემული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ----- ბ--–---–---–ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა აშენდა 2 000 წელს, შესაბამისად, ის უნდა ჩანდეს 2003 წლის ორთოფოტოზე, რომელზეც არ ჩანს, რითიც დგინდება, რომ არ არის აშენებული.
დადგენილია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განიხილა დ----- ბ--–---–---–ის განცხადება და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, კერძოდ, უარი ეთქვა დ----- ბ--–---–---–ს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 831 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რომელზეც დგას ერთი შენობა, საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან წარდგენილი მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება და ორთოფოტოები იძლევა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას და ვერ დასტურდება დამხმარე შენობის 2007 წლამდე აშენების ფაქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის შესაბამისად. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მიუთითა კონკრეტული გარემოებები, რომლთა მიხედვითაც არ დასტურდებოდა 2007 წლამდე შენობის აშენების ფაქტი.
აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის კრიტერიუმებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის შესახებ.
დასახელებული კანონი მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარებისას იმპერატიულად ადგენს ორ მოთხოვნას: ა) უფლებააღიარებისთვის მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი უნდა იყოს მართლზომიერ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, ან ბ) მოთხოვნილი მიწის ნაკვეთზე უნდა იყოს განთავსებული შენობა-ნაგებობა.
დასახელებული კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოთხოვნაა შენობა-ნაგებობა უშუალოდ განმცხადებლის მიერ იყოს აშენებული, ხოლო შემდგომ აშენებული შენობა-ნაგებობის დაკავება არ აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, კომისია ვერ გასცემდა საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობას მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებული შენობა-ნაგებობა არ არის განმცხადებლის მიერ 2007 წლამდე აშენებული და იგი უფლებააღიარებისთვის მოთხოვნილ მიწის ნაკვეთის განმცხადებლის მიერ დაკავებამდე არსებობდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე პირის საკუთრების უფლების აღიარებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილება და წესის დაცვა, რის შემდეგაც ხდება კონკრეტული უძრავი ქონება პირის საკუთრება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სწორად მოხდა ფაქტობრივი გარემოებების შეფასება, რის გამოც მის მიერ მიღებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, რაც თავის მხრივ, არ არის მისი ბათილად ცნობის საფუძველია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ბ--–---–---–ს საფუძვლიანად ეთქვა უარი კომისიის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე და მისი სასარჩელო მოთხოვნა უნდა არ დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აქედან გამომდინარე, 2018 წლის 18 დეკემბერს დ----- ბ--–---–---–ის მიერ საკუთარ სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ბ--–---–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ქალაქ გორის მინუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 05 ოქტომბრის №455 ,,დ----- ბ--–---–---–ის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ“ განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
2. დ----- ბ--–---–---–ის სარჩელი გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ ფიზიკურ და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №427669 წერილის საფუძველზე ქ.გორში, ს----–---–ის ქუჩის მიმდებარედ 831.00 კვ.მ მიწის ფართზე დ----- ბ--–---–---–ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
3. 2018 წლის 18 დეკემბერს მ--- ს-----ის მიერ დ----- ბ--–---–---–ის სარჩელზე ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: ნინო გერგაული