გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/49-2019
130311119003033419
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით
პირის სტაციონარში მოთავსების თაობაზე
07 ივნისი, 2019 წელი დაბა სურამი
ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლალი ბესტავაშვილმა, გიორგი გელაშვილის მდივნობით, შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს სურამის ფსიქიატრიული კლინიკის მენეჯერის ნიკოლოზ გოგალაძის, პაციენტის მევლუდ საბანაძის, მისი ადვოკატის გერმანე ადუაშვილის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა შუამდგომლობა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე,გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2019 წლის 07 ივნისს სურამის ფსიქიატრიული კლინიკიდან სასამართლოში შემოვიდა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საავადმყოფოში მკურნალობის მიზნით 2019 წლის 05 ივნისს 11 საათსა და 30 წუთზე მოთავსებულ იქნა პაციენტი მევლუდ საბანაძე. საავადმყოფოს ადმინისტრაცია ითხოვს, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით, პაციენტის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გაცემას.
ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნისა და სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტი შეკითხვებს პასუხობს აგრესიულად, მედპერსონალისადმი იჩენს უნდობლობას, კრიტიკა საკუთარი თავის მიმართ არ გააჩნია. წინასწარი დიაგნოზი - პარანოიდული შიზოფრენია (F 20.0). სტაციონარში მიყვანილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადისა და პოლიციის მიერ.
სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის ავტორმა ნიკოლოზ გოგალაძემ ითხოვა შუამდგომლობის დაკმაყოფილება და დამატებით განმარტა, რომ ფსიქიკური აშლილობის გამო პაციენტს არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; პაციენტმა საკუთარი მოქმედებეთ შესაძლოა, მიიღოს ან სხვას მიაყენოს ჯანმრთელობის დაზიანება, ან საფრთხე შეუქმნას გარკვეულ მატერიალურ ქონებას, მით უმეტეს, რომ, როგორც ირკვევა, იგი (მევლუდ საბანაძე) ცდილობდა მეზობლის სათავსში ცეცხლის გაჩენას; პაციენტის გუნება-განწყობის ფონი - დაძაბულია, არ ესმის სტაციონირების მიზეზი, არის აგრესიული, არ იცავს პირად ჰიგიენას. ნიკოლოზ გოგალაძემ ისიც აღნიშნა, რომ მევლუდ საბანაძე სხვადასხვა დრო გადიოდა მკურნალობის კურსს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, იგი მუდმივად საჭიროებს მედიკამენტების მიღებას, თუმცა თვითნებურად თავს არიდებს მკურნალობის გაგრძელებას; კონკრეტულ შემთხვევაში დაავადება არ არის გენეტიკური, დაახლოებით, 25 წლის ასაკიდან პაციენტი აღრიცხვაზეა; იგი (პაციენტი) საჭიროებს მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რის გარეშეც მისი მდგომარეობა დამძიმდება.
სასამართლო სხდომაზე პაციენტმა განმარტა, რომ არ სურს სტაციონარში დარჩენა; მისი ვინაობის დადგენის მიზნით დასმული შეკითხვების ნაწილს არ უპასუხა, ნაწილს გასცა არაადეკვატური პასუხი.
ადვოკატ გერმანე ადუაშვილს შუამდგომლობის საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. მან აღნიშნა, რომ არის საფუძველი, მევლუდ საბანაძე მოთავსდეს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ.
პატიენტის ოჯახის წევრი (ძმა), რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის თარიღისა და ადგილის შესახებ, სდომაზე არ გამოცხდდა.
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს და თვლის, რომ არსებობს მევლუდ საბანაძის მიმართ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ჩატარებისთვის ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლები, კერძოდ, ფსიქიკური აშლილობის გამო მას არ გააჩნია გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა შეუძლებელია სტაციონარში მოთავსების გარეშე; წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტმა საკუთარი მოქმედებით შესაძლოა, მიიღოს ან სხვას მიაყენოს ზიანი; იგი მკურნალობის კრიტერიუმის ამოწურვამდე, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა, უნდა მოთავსდეს სტაციონარში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2116-2118, 2120 მუხლებით და ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლით,ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:
1. მევლუდ საბანაძე (პ/ნ 59001006600), დაბადებული 1979 წლის 10 ნოემბერს, მცხოვრები გორის რაიონის სოფელ შინდისში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით მოთავსდეს სტაციონარში - შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი”-ს სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაში არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.
2. მითითებული ვადის ათვლა დაიწყოს პაციენტის სტაციონარში მოთავსებიდან - 2019 წლის 05 ივნისის 11:30 საათიდან.
3. ბრძანება მოქმედებს არანებაყოფლობითი მკურნალობის კრიტერიუმების ამოწურვამდე.
4. ბრძანების შესრულება დაევალოს შპს ,,აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს”.
5. ბრძანება ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
6. ბრძანება შეიძლება, გასაჩივრდეს მისი ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინიატრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, მერაბ კოსტავას ქუჩა №15) მეშვეობით.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი