გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.06.2019
საქმის ნომერი
330224019002893768
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
10.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5160-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - თამარ ლაკერბაია

 

სხდომის მდივანი - ქეთევან დიდებაშვილი

 

განმცხადებელი: რ--------- კ---------

დაინტერესებული პირი: სსიპ ს--–---–----ი მ------------ის ს---------ს თ---–---ს ს--–---–----ი მ------------ის საქალაქო ც------ი (ვ---------------–--ს ს--–---–----ი მ------------ის ც------ი)

წარმომადგენელი: მ-----ა ს------–---–ი

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი: ზ------ მ--------ე

მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირის ადვოკატი: ა---- ლ------ე

 

მოთხოვნა: მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე, რ--------- კ--------ის განცხადებისა გამო, მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე მუხლებით, 36321 მუხლით, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს რ--------- კ--------ის განცხადება.

 

შეიცვალოს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით, ზ------ მ--------ეზე დაწესებული მხარდაჭერის ფარგლები, მისი გაფართოების გზით.

 

2. თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სფერო: უძრავი ნივთის მდებარე ქალაქ თ---–--–ი, წ-----ი, ა---–----ა, ს/კ 0-.--.0-.1---0-- თ----- მ--------ეზე პ/ნ 0-026000048 გასხვისების სფეროში.

 

3. ზემოაღნიშნულ სფეროებში მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა განისაზღვროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ივლისის საქმეზე #2/6361-16 გამოტანილი გადაწყვეტილების ფარგლებში.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განმცხადებლისა და დაინტერესებული პირებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია