განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი
სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ--------–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-------------------–----------–--–--–---–- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პ------------------------------–-------–-- საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: თ---–-------------------------–---------------------–----------------–-------------------------–--–-------–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, თ---–--–-----------------------–--–------–-- ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ნ-------------–--–--–---–--- ურთიერთშელაპარაკებისას, საწოლში მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ 7--–-–-- მამას, ა---------–-----–--–--–---–-- თავის არეში ჩაარტყა სამზარეულოს ხის სკამი. აღნიშნულის შედეგად, ა---------–-----–--–--–---–-- მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, კერძოდ ჭრილობა შუბლის არეში და ძლიერი სისხლდენისა და ტკივილის გამო ადგილზე გამოძახებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა კ-–----------------------–---–-- ხოლო ნ-------------–--–--–---–- ცდილობდა რა მიმალვას, საპატრულო პოლიციის მუშაკების მიერ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-------------–--–--–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან მხარეებს ისინი არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ნ-------------–--–--–---–-ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დასტურდება სისხლის სამართლის საქმეში არსებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ა---------–-----–--–--–---–-- გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - თ---------–-–---–----------------------------–-------–---- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ნ-------------–--–--–---–-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებებით, ალკოტესტის შემოწმების შედეგებით, სამედიცინო ცნობებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბრალდებულიც.
ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისად, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ-------------–--–--–---–-- ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზნებს წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ზემოხსენებული მუხლი წარმოადგენს სასჯელის კერძო და ზოგადი პრევენციის ერთობლიობას. კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება მისი რესოციალიზაციის გზით, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების გაფრთხილებას, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც მკაცრი სასჯელი იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან.
ნ-------------–--–--–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელ, ისე დამამძიმებელ გარემოებებს, ასევე დანაშაულის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისა და დამდგარი შედეგის მიმართ.
ნ-------------–--–--–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ამდენად, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ-------------–--–--–---–- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------------–--–--–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები 01 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------------–--–--–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–---------------------
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთები:
_ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, დალუქული ერთ პაკეტად, რაც ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------------–----–-–------–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
_ ერთი ცალი ბალიშის ჩიხოლი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ პაკეტად; ერთი ცალი დაზიანებული სკამი მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული ერთ პაკეტად; ერთი ცალი მეტალის ხანჯალი, დალუქული ერთ პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი