განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #-------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნინო ელიეშვილი,სოფიკო უგრეხელიძის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-------------–---–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ლ----------–-----------------–---–- (დაბადებული -------–-–-------------------------–----------–--------------------------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 16:10 საათზე, თ---–--–------–------------–--–---------------------------------------------, ლ--------------–---–-- სახესა და სხეულზე რამდენჯერმე დაარტყა ხელი გ-------------- რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ გ------------- ჩვენებით, 2019 წლის 23 იანვარს, ეზოში ბურთით თამაშის დროს მასთან მივიდა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც სთხოვეს მათთან ერთად თამაში, რაზეც უთხრა უარი. აღნიშნულზე გაღიზიანებულმა ლ--------------–---–-- შეაგინა და ხელი დაარტყა სახის არეში. მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ მათ გაშველებას. ფიზიკური დაპირისპირების დროს ცდილობდა ლ--------------–---–----- თავის დაღწევას, თუმცა მან მოახერხა საყელოში ხელის მოკიდება და სხეულზე რამდენჯერმე დარტყმა. ლ--------------–---–-- მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის დროს განიცადა ტკივილი. ლ---------–---–------- არ სურდა ბილწი სიტყვის თქმა და ეუბნებოდა, რომ იყო ეშმაკის შვილი. მოწმის განმარტებით, მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო ბრალდებული ლ--------------–---–--
მოწმე ლ------------- ჩვენებით, ბრალდებულ ლ--------------–---–თან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. 2019 წლის 23 იანვარს, ლ--------------–---–თან, თ---------------–---- და ი------------------ ერთად ბრუნდებოდა ს------–---დან, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც ხ-------------------------- ტერიტორიაზე შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარტო თამაშობდა ბურთს. სთხოვეს მათთან ერთად ფეხბურთის თამაში, რაზეც გ------------- სრულიად უმიზეზოდ მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით. განსაკუთრებით აგრესიული იყო ლ------ მიმართ. გ------------ და ლ--------------–---–ი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ხოლო თავად თ---------------–---- და ი------------------ ერთად ცდილობდა მათ გაშველებას, რა დროსაც ლ--------------–---–-- სახის არეში ხელი დაარტყა გ------------ს.
მოწმე თ---------------–-- ჩვენებით, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ბრალდებულ ლ--------------–---–თან. 2019 წლის 23 იანვარს მეგობრებთან ლ-----------------, ლ--------------–---–თან და ი------------------ ერთად ბრუნდებოდა ს------–---დან, რა დროსაც შენიშნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მარტო თამაშობდა ბურთს. სთხოვეს ბურთის გადმოგდება, რაზეც აღნიშნულმა პიროვნებამ - გ------------- მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც გამოიწვია ლ--------------–---–ს და გ------------ს შორის ფიზიკური დაპირისპირება. გ------------ მიმართავდა მათ, რომ იყვნენ ეშმაკის გაჩენილები, რაზეც გაღიზიანდა ლ--------------–---–ი, გაიწია მისკენ და გ------------ს ხელის თითები შემოარტყა სახის არეში. მეგობრების დახმარებით შეძლო მათი გაშველება და ლ--------------–---–-- სახლში წაყვანა. მოწმის განმარტებით, როდესაც მეგობრებთან ერთად ცდილობდა ლ------ შეკავებას, იგი კვლავ იქნევდა ხელებს და გ------------ს ტანის არეში რამდენჯერმე მოხვდა ლ------ მოქნეული ხელი.
მოწმე ი---------------- ჩვენებით, 2019 წლის 23 იანვარს ლ--------------–---–თან, თ---------------–---- და ლ----------------- ერთად ბრუნდებოდა ს------–---დან, იმყოფებოდნენ ხ-------------------------- ტერიტორიაზე, სადაც დაინახეს ახალგაზრდა მამაკაცი რომელიც მარტო თამაშობდა. შესთავაზეს ფეხბურთის ერთად თამაში, რაზეც მამაკაცი გახდა არაადეკვატური და დაუწყო მათ ლანძღვა. ლ--------------–---–ი და გ------------ წაკინკლავდნენ და ერთმანეთი დაიჭირეს საყელოში. დაპირისპირების შედეგად დაზარალებულ გ------------ს სახის არეში აღენიშებოდა სიწითლე.
მოწმე ლ-----------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 24 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ გ------------- ცემის ფაქტი ჩადენილი იყო 1----–-–-------------------------–- ლ--------------–---–-- მიერ, რომელიც ცხოვრობდა თ---–--–--------------------------------------------------–-. მიღებული ინფორმაციის შესახებ პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.
მოწმე ა---------–------–----–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 23 იანვარს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ლ--------------–---–-- ცემის ფაქტზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ დაზარალებული და მოწმეები, დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ჩაატარა პიროვნების ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულ გ------------- მიერ ამოცნობილი იქნა ლ--------------–---–--
ბრალდებულ ლ--------------–---–-- ჩვენებით, 2019 წლის 23 იანვარს მეგობრებთან ერთად ბრუნდებოდა ს------–---დან, რა დროსაც დაინახა არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, რომელიც მარტო თამაშობდა ფეხბურთს. აღნიშნულ პიროვნებასთან, რომელიც აღმოჩნდა გ------------ არც სიტყვიერი და არც ფიზიკური დაპირისპირება არ ჰქონია, სანამ თავად არ დაუწყებდა ლანძღვას და წყველას, რაზეც ჰკრა ხელი. გ------------სთვის სახის არეში ხელი არ დაურტყამს.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, გ------------- ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი და მარცხნიდან მესამე მდგომი პირი - ლ--------------–---–ი, რომელმაც 2019 წლის 23 იანვარს თ---–--–-------------------–--–--------------------------- ტერიტორიაზე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახის არეში.
პაციენტის სამედიცინო ბარათის თანახმად, გ------------ შემოწმებული იქნა ს--–---------------–----------------- ექიმის ხ---------–---–------- მიერ, რომელსაც სახის არეში, კერძოდ, მარცხენა თვალთან აღენიშნებოდა სიწითლე და შეშუპება. დაზარალებულის განარტებით აღნიშნული დაზიანება მიაყენა მისთვის უცნობმა პიროვნებამ ურთიერთშელაპარაკების დროს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ--------------–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დასჯადია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში. ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ლ--------------–---–-- მხრიდან, გ------------ზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე თავად დაზარალებულ გ------------- ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, ეზოში ბურთით თამაშის დროს მასთან მივიდა ლ--------------–---–ი მეგობრებთან ერთად, რომელმაც მას შემდეგ რაც უარი განუცხადა ერთად ბურთის თამაშზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახის არეში. შეეცადა ლ--------------–---–----- თავის დაღწევას, რა დროსაც მან მოახერხა საყელოში ხელის მოკიდება და სხეულზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რა დროს განიცადა ტკივილი.
დაზარალებულ გ------------ზე ბრალდებულ ლ--------------–---–-- მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადასტურებენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები ლ------------ და თ---------------–-- რომლებმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურეს, 2019 წლის 23 იანვარს ურთიერთშელაპარაკების დროს ლ--------------–---–-- მხრიდან გ------------სთვის სახის არეში ხელის დარტყმის ფაქტი. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ იმ მომენტში როდესაც ცდილობდნენ ლ--------------–---–-- შეკავებას, იგი კვლავ იქნევდა ხელებს და გ------------ს ტანის არეში რამდენჯერმე მოხვდა მისი მოქნეული ხელი.
ბრალდებულ ლ--------------–---–ს და გ------------ს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი ასევე დასტურდება მოწმე ი---------------- ჩვენებით, რომელმაც დაადასტურა ლ--------------–---–ს და გ------------ს შორს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რის შემდეგაც გ------------ს სახის არეში აღენიშებოდა სიწითლე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ პაციენტის სამედიცინო ბარათის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ გ-------------- რომელიც შემოწმებული იქნა ს--–---------------–----------------- ექიმის ხ---------–---–------- მიერ, სახის არეში, კერძოდ, მარცხენა თვალთან აღენიშნეოდა სიწითლე და შეშუპება, რაც მიაყენეს ურთიერთშელაპარაკების დროს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ--------------–---–-- ჩაიდინა გ------------- ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლ--------------–---–-- ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მიაჩნია, რომ ლ--------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ--------------–---–-- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განესაზღვროს - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ლ--------------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნ.ელიეშვილი