გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.06.2019
საქმის ნომერი
180310919003018219
კატეგორია
დავის ტიპი
დამცავი ორდერის გამოცემა
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/150-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე

10 ივნისი, 2019 წელი ქ. მცხეთა

მც------ რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი

სხდომის მდივანი ნინო ჯანხოთელი

განმცხადებელები:

მა-- ბ---------

წარმომადგენელი: მზ-- ქა----–---–--

ლე-–- ბა-------–---–-;

კანონიერი წარმომადგენელი: მა-- ბ---------

ალექსნადრე ბა-------–---–-;

კანონიერი წარმომადგენელი: მა-- ბ---------

მოწინააღმდეგე მხარე: მა----- მა--------–- (პ.ნ 2------------

მოწინააღმდეგე მხარე: კა-- ბა-------–---–- (პ.ნ 2------------

დაინტერესებული პირი: სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს

თი------- რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: გუ-–----- ჯი-–----–---–--

დავის საგანი: დამცავი ორდერის გამოცემა;

სასამართლომ ზეპირი მოსმენით, სასამართლოს დახურულ სხდომაზე განიხილა განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

2019 წლის 28 მაისს, თი------- მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მიმართა მა-- ბა--------, მოქალაქეების - კა-- ბა-------–---–-ს და მა----- მა--------–-ს მიმართ, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

 

2019 წლის 29 მაისს, მა-- ბა-------- განცხადება თი------- მაგისტრატი სასამართლოდან გადმოგზავნილ იქნა მც------ რაიონულ სასამართლოში.

 

მც------ რაიონულ სასამართლოს 2019 წლის 29 მაისის განჩინებით მა-- ბა-------- განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსებისათვის განესაზღვრა 03 (სამი) დღის ვადა.

 

2019 წლის 31 მაისს, მც------ რაიონულ სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მომართეს არასრულწლოვნებმა - ლე-–- და ალ---------- ბა-------–---–---- (კანონიერი წარმომადგეენლი - მა-- ბა-------) და მა-- ბა--------.

 

განმცხადებლები მოითხოვენ დამცავი ორდერის გამოცემა კა-- ბა-------–---–-ს და მა----- მა--------–-ს მიმართ შემდეგი პირობებით:

 

ა) აეკრძალოთ კა-- ბა-------–---–- და მა----- მა--------–- მა-- ბა--------ა და მის ორ მცირეწლოვან შვილთან მი-ხლოება, რაიმე ფორმით ურთიერთობა მათ შორის ნესბიმიერი სახის კომუნიკაცი-, თუნდაც მობილურის საშუალების გამოყენებით და ნებისმიერი სახის ძალადობის განხორციელება.

 

ბ) კა-- ბა-------–---–- და მა----- მა--------–- განრიდებულ იქნენ საცოხვრებელი ადგილიდან;

 

მც------ რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინებით ლე-–- და ალ---------- ბა-------–---–---- (კანონიერი წარმომადგეენლი - მა-- ბა-------) და მა-- ბა-------- განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე მიღებულ იქნეს წარმოებაში.

 

განცხადებაში აღნიშნული-, რომ კა-- ბა-------–---–- და მა----- მა--------–- მა-- ბა-------- და მის არასრულწლოვან შვილებს ყოველდღიურად ემუქრები-ნ სახლიდან გასახლებით, იმ მიზეზით, რომ თვითონ უნდა იცხოვრონ მის საკუთრებაში და მათთან ერთად კი შეუძლებელი- ყოფნა. სადაო საცხოვრებელი სახლი არის კა-- ბა-------–---–-ს. ამ საკითხის ირგვლივ დღემდე მიმდინარეობს სამართალწარმოების პროცესი საჯარო რეესტრსა და სასამართლოში. ვინაიდან სასამართლო პროცესები წლები- გრძელდება ამას ვერ ურიგდება მა----- მა--------–- და კა-- ბა-------–---–- და რიგი მაქინაციებით, ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებითა და შანტაჟით ცდილობდა გაემოძევებინა მა-- ბა------- საცხოვრებელი სახლიდან. განცხადებაში აღნიშნული-, რომ მა-- ბა-------- და მისი მცირელწლოვანი შვილების მიმართ მიმდინარეიობს სისტემატიური ფსიქიკური ზეწოლა კა-- ბა-------–---–-სა და მა----- მა--------–-ს მხრიდან, ბავშვები დაძაბუნლი, მუდმივად სტრესში და თავდასხმის მოლოდინის რეჟიმში იმყოფები-ნ.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული განმცხადებლის მა-- ბა-------- წარმომადგენელი მზ-- ქა----–---–- დაეთანხმა წარმოდგენილ შუამდგომლობას დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე და მოითხოვა განცხადებაში მითითებული პირობებით დამცავი ორდერის გამოცემა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარეები კა-- ბა-------–---–- და მა----- მა--------–- არ დაეთანხმნენ განმცხადებლების მიერ განცხადებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა უსაფუძვლობის გამო. დამატებით განმარტეს, რომ ცხოვრობენ ქალაქ თბ--–--–-, მათსა და მა-- ბა-------- შორის წლები- არსებობს კონფლიქტი თი------- რაიონში, სოფელ ჟე------–- მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით, რომლის მესაკუთრე დღეის მდგომარეობით არის კა-- ბა-------–---–-. განმცხადებლების განმარტებით, ზედიზედ ორი თვეც კი არ უცხოვრი-თ სადაო საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თი------, სოფელი ჟე------. მოწინააღმდეგე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ისინი არ ცხოვრობენ თი------- რაიონში, სოფელ ჟე------–-. არასდროს არ უძალადი-თ არანაირი სახით, არც მა-- ბა---------- და არც მის არასრულწლოვან შვილებზე. მა----- მა--------–-- და კა-- ბა-------–---–-- განმარტეს, რომ მთავარი მიზეზი მათი კონფლიქტური ურთიერთიბისა არის საცხოვრებელი სახლი, რომლის მესაკუთრე არის კა-- ბა------–---–- და სადაც დღემდე ცხოვრობს მა-- ბა------- მის არსრულწლოვან შვილებთან ერთად.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული დაინტერესებული პირის - სსიპ სოცი-ლური მომსახურების სააგენტოს თი------- რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა გუ-–----- ჯი-–----–---–-- არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე განმარტა, რომ შარშან განხორციელდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ დედა მა-- ბა-------, სავარაუდოდ ძალადობდა მის არასრულწოვან შვილებზე - ალ---------- და ლე-–- ბა-------–---–-----. სოცი-ლური სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა ყვე-–- საკითხი და გამოირკვა, რომ ბავშვების მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონი-. არ გამოვლენილა არანაირი პროლემა არასრულწლოვნების მიმართ. გუ-–----- ჯი-–----–---–-- განსახილველ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ არასრულწლოვნების - ალ---------- და ლე-–- ბა-------–---–-ს მიმართ, კა-- ბა-------–---–-ს და მა----- მა--------–-ს ან სხვა პირთა მხრიდან სავარადო ძალადობის განხორციელების ფაქტზე სოცი-ლური მომსახურების სააგენტოსათვის არავის არ მიუმართავთ.

 

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ფაქტობრივ-სამართლებრივი შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განმცხადებელების შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად,, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზ--ნება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზ--ნებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამი-ნის პატივისა და ღირსების შე-–-ხვას; გ) იძულება – ადამი-ნის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ვ) მსხვერპლი – ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისი-სთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი). მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილი- და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვი- მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოცი-ლურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბები-, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევი-ნ ან ეწეოდნენ ერთი-ნ საოჯახო მეურნეობას; თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ გენდერული ნიშნით ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 142 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვნის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით;

 

ამ კანონის მე-5 მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუცი-ს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს.

 

ამ კანონის 9.1. მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასი-თი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელი- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

 

ამ კანონის 10.1. მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი- დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21121. მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვთ მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრს, ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 

ამ კოდექსის 21131. მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელი- დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს დამცავი ორდერი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ზემოთ მითითებულ საკანონმდებლო ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ოპერატიურილი რეაგირებისათვის, სასამართლო, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს დამცავ ორდერს, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადისათვის გარკევეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, დამცავი ორდერი გამოიცემა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ზომები მიიღება, მხოლოდ ძალადობის ფაქტის გამოვლენისა და დადასტურების შემთხვევაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებლების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მა----- მა--------–- (განმცხადებელ მა-- ბა-------- ქმრის აწ გარდაცვლილი გი- ბა-------–---–-ს ძმის - კა-- ბა-------–---–-ს ცოლი და არასრულწლოვნების - ლე-–- და ალ---------- ბა-------–---–---- მამის აწ გარდაცვლილი - გი- ბა-------–---–-ს ძმის ცოლი) და კა-- ბა-------–---–- (განმცხადებელ მა-- ბა-------- ქმრის აწ გარდაცვლილი გი- ბა-------–---–-ს ძმა და არასრულწლოვნების - ლე-–- და ალ---------- ბა-------–---–---- მამის აწ გარდაცვლილი - გი- ბა-------–---–-ს ძმა) განმცხადებლების - მა-- ბა-------- და მისი არსრულწლოვანი შვილების - ალ---------- და ლე-–- ბა-------–---–---- მიმართ ახორციელებენ რაიმე ფორმით (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, იძულება, სექსუალური, ეკონომიური) ძალადობას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ განმცახდებლები და მოწინააღმდეგე მხარეები არი-ნ ერთმანეთის ახლო ნათესავები, რომლებიც წლების განმავლობაში იმყოფები-ნ კონფლიქტურ დამოკიდებულებაში, ამასთან მათ შორის უძრავ ქონებასთან მიმართებაში მიმდინარეობს სასამართლო დავები, განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს დამცავი ორდერის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მხარეებიც ადასტურებენ, რომ მხარეთა შორის, რაიმე ძალადობრივ ფაქტს ადგილი არ ჰქონი-. განცხადებაშიც და მხარეთა განმარტებებითაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარეები მა----- მა--------–- და კა-- ბა-------–---–- მუდმივად ცხოვრობენ ქალაქ თბ--–--–-, ხოლო მა-- ბა------- მის არსრულწლოვან შვილებთან - ლე-–- და ალ---------- ბა-------–---–------ ერთად ცხოვრობენ კა-- ბა-------–---–-ს საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში მდებარე: თი------- რაიონი, სოფელი ჟე------, რომელ უძრავ ქონებაზე მხარებს შორი წლები- მიმიდინარეობს დავა და სადაო საკითხი დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილი არ არის.

 

სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოცი-ლური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელი- მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყვე-–- საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას, ხოლო მე-8 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებული- კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინაამღდეგო ჩარევა. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყვე-–- ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ წინამდებარე დავის განხილვის მომენტისათვის არ დასტურდება განმცხადებლების მიმართ, რაიმე ფორმით (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, იძულება, სექსუალური, ეკონომიური) ძალადობის განხორციელება. ამსთანა, სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, განმცხადებლების მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცება.

 

სასმართლოს მოსაზრებით, ის გარემობა, რომ მხარეთა შორის არსებობს სხვადასხვა კატეგორიის დავა სასამართლოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, განმცხადებლების ვარაუდი და მითითება, რომ არი-ნ მა-- ბა------- და მისი არასრულწლოვანი შვილები - ლე-–- და ალ---------- ბა-------–---–--- არი-ნ ძალადობის მსხვერპლნი, მა----- მა--------–-ს და კა-- ბა-------–---–-ს მხრიდან თავისთავად არ შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების, წინსწრებით, დამცავი ორდერის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მხარეთა შორის არ არის კეთილგანწყობითი ურთიერთობაა, რადგან აღნიშნული არ წარმოადგენს ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ძალადობას.

 

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს ძალადობის გამორიცხვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით დამცავი ორდერის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, განმცხადებელების ლე-–- ბა-------–---–-ს, ალ---------- ბა-------–---–-ს (კანონიერი წარმომადგენელი - მა-- ბა-------) და მა-- ბა--------, შუამდგომლობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მე-12-ე; 2113-ე-2115-ე მუხლებით, ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4, მე-10, მე-11, მე-12 მუხლებით, და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. განმცხადებლების ალ---------- ბა-------–---–-ს, ლე-–- ბა-------–---–-ს (კანონიერი წარმომადგენელი - მა-- ბა-------) და მა-- ბა-------- განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპე-–-ციო წესით თბილისის სააპე-–-ციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 03 (სამი) დღის მც------ რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: მცხეთა, სამხედროს 17) მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილება გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ვ. ფუხაშვილი