განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 მაისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ეკატერინა მანჯგალაძის და გიორგი გარაშვილის მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი ---–-------------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---- ზ-----ე (პირდი N-----------), დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებულის მისამართზე: ა--------------------------–-----–-; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------–-------------–---–------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი - გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი - გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი - გამართლდა);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი - შეიცვალა სამართლებრივი კვალიფიკაცია);
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 სექტემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე, ყოფილი მ----------–-- შენობაში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბ---- ზ-----ემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილის ლ------------ის თანდასწრებით, მუშტები მრავალჯერ დაარტყა სახეში, რითაც ლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ასევე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 31 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–-- შენობაში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბ---- ზ-----ემ, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში ორჯერ გაარტყა გაშლილი ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა. ბ---- ზ-----ის ხელის დარტყმის შედეგად ლ-------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
1.3. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–-- შენობაში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბ---- ზ-----ე მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მათი არასრულწლოვანი შვილის ლ------------ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, ბინიდან მოჰქონდა ოჯახის საკუთრებაში არსებული ნივთები და იყენებდა პირადი გართობისთვის. ბ---- ზ-----ის ქმედებებით ლ-------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. სასამართლომ ბ---- ზ-----ე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, ძალადობის ფაქტთან მიმართებაში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, მუქარის ფაქტთან მიმართებაში), უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულების ჩადენა.
2.2. ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–-- შენობაში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბ---- ზ-----ე მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. ბ---- ზ-----ის ქმედებებით ლ-------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
ე.ი. ბ---- ზ-----ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. დაზარალებულმა ლ-------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბ---- ზ-----ე მისი მეუღლეა, რომელთან ერთადაც 8 წელი ცხოვრობდა ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–-- შენობაში. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი ლ------------ე.
დაოჯახებიდან ერთი წლის შემდეგ ბ---- ზ-----ე მას ხშირად ეჩხუბებოდა. ჩხუბის მიზეზი ძირითადად ფული იყო. ბ---- ზ-----ე მუშაობდა და შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ სახლში არაფერი მიჰქონდა. ცემის ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, მაგრამ პოლიციაში არ განუცხადებია. ბოლოს ბ---- ზ-----ემ უმიზეზოდ სცემა იგი და ამის გამო პატიებას აღარ აპირებს. მას დაზიანებები სხვებმაც შეამჩნიეს. მან თავის მეუღლეს შესთავაზა, რომ სახლიდან წასულიყო, რადგან ვერ უგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ ზ-----ე წასვლაზე უარს აცხადებდა. იგი მეუღლესთან საუბარს თავის დას ასმენინებდა ტელეფონის საშუალებით, (რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა), რომ დარტყმის შემთხვევაში შესულიყო მათთან.
2018 წლის 15 სექტემბერს იყო მისი დის დაბადების დღე. ბ---- ზ-----ე მას ეუბნებოდა, რომ არ წასულიყო დაბადების დღეზე, მაგრამ მიზეზს არ ეუბნებოდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ზ-----ემ იგი დაბადების დღეზე წასვლის გამო სცემა.
დარტყმის გამო მან ცოტა ხნით მხედველობა დაკარგა და ვერ ხედავდა ვერაფერს. თავბრუ დაეხვა და სამსახურშიც ვერ წავიდა. ეს დარტყმა ძალიან მტკივნეულ იყო და სახის არე ძალიან სტკიოდა. დარტყმის ფაქტს არავინ შესწრებია. მისმა დამ ტელეფონში გაიგო ჩხუბის ხმა და შევიდა მათთან, მაგრამ დარტყმის ფაქტს არ შესწრებია. მისი და მასთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა, მათ ბინებს ერთი კედელი ჰყოფდათ და მან იცოდა მეუღლეთა შორის არსებული კონფლიქტების შესახებ.
2018 წლის 31 იანვარს ბ---- ზ-----ემ მას კვლავ დაარტყა, მაგრამ დარტყმული მტკივნეული არ ყოფილა და არც რაიმე დაზიანება მიუღია. მისი და არასდროს შესწრებია ხელის დარტყმის ფაქტს და არც მას არ მოუყოლია არავისთვის. როდესაც გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა, მაშინ გაიგეს მისმა ახლობლებმა.
მის ბავშვს რაიმე ფსიქიკური პრობლემები არ აღენიშნება, იგი მშვიდია და მას ხშირად ამშვიდებს ხოლმე. ბ---- ზ-----ე ქრონიკულად სვამდა. მისი დალევა რამდენიმე დღით გრძელდებოდა, შემდეგ ანებებდა თავს. როდესაც მას პოლიციაში დარეკვით დაემუქრა, მან უპასუხა, რომ სულ ერთი იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგივეს გააგრძელებდა. კონფლიქტს ბავშვი ხშირად ესწრებოდა.
3.2. მოწმე მ-------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული ლ-------------ი არის მისი და. იგი მის გვერდით ბინაში ცხოვრობს, გ----------------------ში და მისი დის ბინას მხოლოდ ერთი კედელი ჰყოფს. მას ხშირად ესმოდა ბ---- ზ-----ის ჩხუბის ხმა, რომელიც ლ-------------ს ეჩხუბებოდა, თუმცა არასდროს შესწრებია მისგან ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტს. არაერთხელ გამოღვიძებია ბ---- ზ-----ის ჩხუბის ხმაზე, მაგრამ არაფერს ამბობდა მისი დის ხათრით და არ ერეოდა მათ კონფლიქტში. ბოლოს მისმა დამ ტელეფონით მოასმენინა თავისი და ნასვამი ბ---- ზ-----ის კონფლიქტის ხმა, იგი ეხვეწებოდა ზ-----ეს, რომ ამდენ კამათს სჯობდა წასულიყო სახლიდან. ერთხელ თავისი მეორე დის დაბადების დღეზე ბ---- ზ-----ემ ლ-------------ს, რომელიც რესტორანში იმყოფებოდა, ტელეფონზე უღრიალა, რომ სახლში სწრაფად მისულიყო. ბ---- ზ-----ე როდესაც დალევდა, იგი აგრესიული ხდებოდა.
3.3. პოლიციის ოფიცერმა გ------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, მუშაობდა ღამის ცვლაზე, რა დროსაც მიიღო შეტყობინება, რომ გ----------------------ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. შემთხვევის ადგილას გამოცხადდნენ პატრულის თანამშრომლები, რომლებსაც დახვდათ აღელვებული ქალბატონი, რომელიც ტიროდა და აცხადებდა, რომ მას მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციისგან ითხოვდა დახმარებას.
3.4. მოწმეებმა რ----------------ემ, გ-----------------–მა, თ------------------–---–მა, ი---------–----ემ და ნ-----------მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
3.5. არასრულწლოვანმა მოწმემ ლ------------ემ საკუთარი ოჯახის წევრის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
3.6. შეტყობინების #------ ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 იანვარს, 01:48 საათზე ლ-------------მა ტელეფონის საშუალებით შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მისმა მეუღლემ ბ---- ზ-----ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ს.ფ 2).
3.7. 2019 წლის 3 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა ლ-------------მა, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც 2019 წლის 31 იანვარს მისმა მეუღლემ ბ---- ზ-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მასვე აღნიშნულ ადგილას დაემუქრა ბ---- ზ-----ე. ასევე 2019 წლის 28 იანვარს საცხოვრებელ ფართში ყოფნის დროს ბ---- ზ-----ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
2019 წლის 31 იანვარს, როდესაც იმყოფებოდა ოთახში არსებულ დივანზე, ბ---- ზ-----ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სახის არეში გაარტყა გაშლილი ხელი (ს.ფ. 85-88).
3.8. ბრალდებულმა ბ---- ზ-----ემ წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ მეუღლესთან არსებული კონფლიქტი გამოწვეული იყო იმით, რომ მას მ-------------ის ვალი ჰქონდა 2000 ლარის ოდენობით, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ უბრუნებდა. ამის გამო ურთიერთობა დაიძაბა. მ---ს მის ბინასთან საერთო კედელი აკავშირებდა და ხედავდა, რომ მ--- პ--------ს რამდენიმე კაცი აჰყავდა სახლში. ამის გამო შენიშვნა მისცა მას, ის კი დაემუქრა, რომ დააჭერინებდა. კაცურმა მენტალიტეტმა არ მისცა საშუალება, რომ დების მიმართ საჩივარი შეეტანა. მას მეუღლისთვის არასდროს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა და არც დამუქრებია. მართალია ლომბარდში აბარებდა ოჯახის ნივთებს, მაგრამ შემდეგ ჩვეულებრივად აბრუნებდა ოჯახში. როდესაც მიხვდა, რომ მეუღლესთან ურთიერთობას ვერ ალაგებდა, ცალკე გადავიდა საცხოვრებლად.
3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ბ---- ზ-----ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, ძალადობის ფაქტთან მიმართებაში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, მუქარის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა.
ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებათა სახით წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ ლ-------------ის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, 2018 წლის 15 სექტემბერს ბ---- ზ-----ემ იგი ძლიერად სცემა, თუმცა ამის შესახებ მას არავისთვის უთქვამს და სხვაც არავინ შესწრებია, ხოლო 2019 წლის 31 იანვარს ბ---- ზ-----ის დარტყმული მას არ სტკენია. სხვა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბ---- ზ-----ემ თავის მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა. ასევე აღნიშნულ ფაქტებს არ ადასტურებს დაზარალებულის და - მ--- პ--------იც, რომელმაც კატეგორიულად აღნიშნა, რომ ბ---- ზ-----ის მხრიდან მის დაზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას არასდროს შესწრებია. ასევე პოლიციის ოფიცერმა გ------------ამ განაცხადა, რომ ადგილზე მისულს მას ქალბატონმა განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო მუქარის შესახებ ქალბატონს არაფერი უთქვამს მისთვის. გარდა ამისა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაზარალებული მუქარასთან დაკავშირებით საუბრობს 2019 წლის 31 იანვრის ფაქტზე, თუმცა არ აკონკრეტებს, რომ მას ამ მუქარის განხორციელების რეალური შიში გაუჩნდა. ამ გარემოების ირგვლივ დაზარალებული ასევე საუბრობს სასამართლოში, თუმცა დადასტურებულად ვერ უთითებს, რომ მას რეალურად გაუჩნდა მუქარის სისრულეში მოყვანის შიში ბრალდებულის მხრიდან.
3.10. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ---- ზ-----ის მიმართ არ არსებობს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.11. შესაბამისად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ბ---- ზ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, ძალადობის ფაქტთან მიმართებაში) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, მუქარის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
3.12. რაც შეეხება სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდს, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ბ---- ზ-----ემ საკუთარი ოჯახის წევრის - მეუღლის მიმართ ჩაიდინა სისტემატური შეურაცხყოფა, ვინაიდან დაზარალებულმა ლ-------------მა და მოწმე მ--- პ--------მა სასამართლოს ჩვენება მისცეს ბ---- ზ-----ის მიერ სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ იგი ხშირად ეჩხუბებოდა ლ-------------ს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმე გ------------ამ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მას დახვდა ქალბატონი, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა და აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და პოლიციისგან ითხოვდა დახმარებას. მეუღლესთან კონფლიქტის არსებობას ადასტურებს თავად ბრალდებული ბ---- ზ-----ეც.
რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, - ქმედების ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული ფაქტი არ დადასტურებულა. ამის შესახებ საუბრობს მხოლოდ დაზარალებული ლ-------------ი და აღნიშნავს, რომ კონფლიქტს ბავშვი ხშირად ესწრებოდა, ხოლო რომელ კონფლიქტს დაესწრო და რომელს არა, - იგი არ აზუსტებს. მის გარდა, ბავშვის თანდასწრებით ქმედების ჩადენაზე სისხლის სამართლის საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებს. ასევე თავად არასრულწლოვანმა ლ------------ემაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს ამ ფაქტების ირგვლივ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---- ზ-----ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ ბ---- ზ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.
4.2. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ ბ---- ზ-----ემ 2018 წლის 15 სექტემბერს ჩაიდინა ძალადობა და 2019 წლის 31 იანვარს მუქარა ოჯახის წევრის მიმართ.
4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ბ---- ზ-----ის მიმართ მუქარასთან და ფიზიკურ ძალადობებთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
4.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
4.6. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.
4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.
4.9. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;
4.10. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
4.11. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ ბ---- ზ-----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
4.12. ასევე მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო, ბ---- ზ-----ის ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4.13. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.14. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.15. სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
4.19. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–--------------------------ში მდებარე ყოფილი მ----------–-- შენობაში არსებულ თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში ბ---- ზ-----ე მეუღლეს - ლ-------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით. ბ---- ზ-----ის ქმედებებით ლ-------------ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
4.20. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულების - ოჯახში ძალადობის (ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ბ---- ზ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბ---- ზ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
6.4. სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
6.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ბ---- ზ-----ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია და ქმედების განხორციელების სახეს.
6.7. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ბ---- ზ-----ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ---- ზ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ბ---- ზ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, ძალადობის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ბ---- ზ-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 31 იანვრის ეპიზოდი, მუქარის ფაქტთან მიმართებაში) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ბ---- ზ-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების ეპიზოდი არასრულწლოვნის თანდასწრებით) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ბ---- ზ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ბ---- ზ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 31იანვრიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი ერთ ცალ დისკზე, - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე